მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის: “გამოავლინეთ საუკეთესო თვისებები“
აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის: “გამოავლინეთ საუკეთესო თვისებები“

აპ­რილ­ში უფრო მეტ დროს და­უთ­მობთ თქვენს ყო­ველ­დღი­ურ სა­კი­თხებს და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს. ზო­გი­ერ­თი და­უბ­რუნ­დე­ბა მშობ­ლი­ურ ად­გი­ლებს, ზოგი შეხ­ვდე­ბა ნა­თე­სა­ვებს. გახ­შირ­დე­ბა სა­დღე­სას­წა­უ­ლო წვე­უ­ლე­ბე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. და რაც მთა­ვა­რია, მო­გე­წო­ნე­ბათ ეს ოჯა­ხუ­რი ატ­მოს­ფე­რო ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად, სი­ახ­ლე­ე­ბით, მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბით, არ­და­დე­გე­ბით. მაგ­რამ იქ­ნე­ბი­ან ისე­თე­ბიც, ვინც ამ დროს მარ­ტო­ო­ბას ამ­ჯო­ბი­ნებს, სახ­ლი­დან იმუ­შა­ვებს. ზო­გი­ერ­თი იქ­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი რე­მონ­ტით, ავე­ჯის შე­ძე­ნით. თქვე­ნი სახ­ლის მორ­თვა და მისი გა­ლა­მა­ზე­ბა არის ის, რაც მო­გინ­დე­ბათ აპ­რილ­ში. მე­სა­მე დე­კა­და­ში მზე გა­და­ვა თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის სახ­ლში, მაგ­რამ პლუ­ტო­ნის გავ­ლე­ნით შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს პარტნი­ორ­თან, ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ეს ტრავ­მუ­ლი პე­რი­ო­დია, ამი­ტომ იზ­რუ­ნეთ სა­კუ­თარ თავ­ზე.

აპ­რი­ლის ფი­ნან­სე­ბი

პირ­ველ დე­კა­და­ში მეტ ფულს და­ხარ­ჯავთ გარ­თო­ბა­სა და დას­ვე­ნე­ბა­ზე. მე­ო­რე და მე­სა­მე დე­კა­და­ში თან­ხა მოხ­მარ­დე­ბა ძი­რი­თად ნივ­თებს. ამ დროს კარ­გია ექი­მებ­თან მის­ვლა, ექოს­კო­პი­ის გავ­ლა, სის­ხლის დო­ნა­ცია, გა­მოკ­ვლე­ვე­ბი მო­ი­თხოვს ფულს. შე­მო­სავ­ლის­თვის უფრო ხელ­საყ­რე­ლია აპ­რი­ლის მე­ო­რე დე­კა­და. და­გეგ­მილ­ზე მეტი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბას შეძ­ლებთ, რაც და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა მო­გე­ბა­ზე. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ პრე­მია, ხელ­ფა­სი მო­გე­მა­ტოთ, და­წი­ნა­ურ­დეთ. თუ მუდ­მი­ვად ფიქ­რობთ პრობ­ლე­მებ­ზე, ისი­ნი მხო­ლოდ გა­იზ­რდე­ბა და თქვე­ნი გან­წყო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­უ­ა­რეს­დე­ბა. შე­ხე­დეთ სი­ტუ­ა­ცი­ას მარ­ტი­ვად, რად­გან ცხოვ­რე­ბა ამით არ მთავ­რდე­ბა. მო­ე­რი­დეთ უსი­ა­მოვ­ნე­ბას საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. გა­მო­ავ­ლი­ნეთ სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი. სა­მუ­შაო გა­რე­მო­შიც კი შე­ე­ცა­დეთ მო­იქ­ცეთ თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად. თუ ემო­ცი­ებს ვერ მარ­თვთ, წა­დით სპორტდარ­ბაზ­ში.

ბიზ­ნე­სი, სამ­სა­ხუ­რი

ეს კარ­გი პე­რი­ო­დია ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის. მათ­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გექ­ნე­ბათ. უნდა გა­უ­ზი­ა­როთ ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა. ბავ­შვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი გულ­წრფე­ლად მო­უს­მე­ნენ თქვენს მი­თი­თე­ბებს. იდე­ე­ბის ზღვა და მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უჩ­ვე­უ­ლო მიდ­გო­მა გე­ლით აპ­რი­ლის შუა რი­ცხვებ­ში. ეს არის ის, რაც გა­მო­იწ­ვევს ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნის ან სხვა პრო­ფე­სი­ის სწავ­ლის სურ­ვილს. ჰო­ბის ან ბიზ­ნე­სის წყა­ლო­ბით გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. თქვენს მიერ არ­ჩე­უ­ლი ბიზ­ნე­სი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თა­მა­შებ­თან და ბავ­შვთა გარ­თო­ბას­თან. 21 აპ­რი­ლი­დან არ უნდა აი­ღოთ მას­შტა­ბუ­რი და რთუ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბი. უმ­ჯო­ბე­სია, და­ი­წყოთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა.

სიყ­ვა­რუ­ლი

თუ ოჯა­ხი გყავთ, მა­შინ თქვე­ნი დრო­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი და­უთ­მეთ მას. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ყო­ველ­დღე შეკ­რე­ბე­ბის მო­წყო­ბა ან სად­მე წას­ვლა. შე­გიძ­ლი­ათ ერ­თად გა­ა­კე­თოთ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი და და­გეგ­მოთ რა­ი­მე სა­მო­მავ­ლოდ. მარ­ტო­ხე­ლა თხის რქას რო­მან­ტი­კულ შეხ­ვედ­რა გე­ლო­დე­ბათ. არ უგუ­ლე­ბელ­ყოთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­გიყ­ვარ­დეთ და შექ­მნათ ძლი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. 11 მარ­ტი­დან ემო­ცი­ე­ბი, ისე­ვე რო­გორც ვნე­ბა და გრძნო­ბე­ბი უკა­ნა პლან­ზე გა­და­ი­წევს. უნდა მო­აგ­ვა­როთ ყო­ველ­დღი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ჩარ­თეთ ამა­ში ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა უნდა იფიქ­როთ, თუ რო­გორ გა­ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნოთ ქორ­წი­ნე­ბა. გა­ა­კე­თეთ რამე ერ­თად, და­კავ­დით ჰო­ბი­ით ან მო­ა­წყვეთ მოგ­ზა­უ­რო­ბა ქა­ლაქ­გა­რეთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­აძ­ლი­ე­რებს ურ­თი­ერ­თო­ბას, არა­ვის მის­ცემთ უფ­ლე­ბა, ჩა­ე­რი­ოს თქვენს კავ­შირ­ში. მშვე­ნი­ე­რი პე­რი­ო­დია მშობ­ლებ­თან მი­სას­ვლე­ლად, შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. და­ა­ფა­სეთ თქვე­ნი ოჯა­ხი, დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და აღად­გი­ნეთ ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი. თუ გსურთ ჰარ­მო­ნია და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, უფრო ხში­რად ისა­უბ­რეთ იმ სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლე­ბიც ორი­ვეს გა­წუ­ხებთ. თუ შვი­ლი გყავთ, მა­შინ ერ­თად იზ­რუ­ნეთ მის აღ­ზრდა­ზე.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა

მარ­სი პარტნი­ო­რო­ბის სახ­ლშია. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ჩხუ­ბი გახ­შირ­დე­ბა. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და ზო­გა­დად ქორ­წი­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ამ ნიშ­ნის მა­მა­კა­ცე­ბის მხრი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლია გახ­შირ­დეს აგ­რე­სია და ეჭ­ვი­ა­ნო­ბა. გირ­ჩევთ, დამ­შვიდ­დეთ და შე­ხე­დოთ სი­ტუ­ა­ცი­ას პარტნი­ო­რის თვა­ლით. გა­მო­ი­ყე­ნეთ თქვე­ნი ენერ­გია ერ­თობ­ლი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თვის, დას­ვე­ნე­ბის­თვის, მუ­შა­ო­ბის ან სპორ­ტის­თვის. იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა. ხან­დაზ­მულ თხის რქას შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ჰი­პერ­ტენ­ზია. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ქრო­ნი­კულ­მა და­ა­ვა­დე­ბებ­მა გა­ახ­სე­ნონ თავი. კარ­გია ვარ­ჯი­ში, თუ ჭარ­ბი წო­ნის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა გსურთ, უმ­ჯო­ბე­სია მი­მარ­თოთ დი­ე­ტო­ლოგს.

6 აპ­რი­ლის შემ­დეგ გა­მო­ავ­ლი­ნეთ სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი, მი­აღ­წევთ წარ­მა­ტე­ბას და ყვე­ლა­ფერს, რაც გსურთ. მაგ­რამ ყვე­ლა გეგ­მა უნდა იყოს რე­ა­ლის­ტუ­რი, ილუ­ზი­ე­ბის გა­რე­შე. ზო­გი­ერთს გე­ლო­დე­ბათ და­წი­ნა­უ­რე­ბა. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი და­გეხ­მა­როთ მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა­ში, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის გახ­სნა­ში.

20 აპ­რი­ლის შემ­დეგ მო­აგ­ვა­რეთ პრობ­ლე­მე­ბი ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ში ან შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში. სახ­ლში ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­გე­მა­ტე­ბათ - შე­კე­თე­ბა, და­სუფ­თა­ვე­ბა, ინ­ტე­რი­ე­რის გა­ნახ­ლე­ბა გახ­დე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი. ვი­ღაც გა­და­წყვეტს მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლოს ავე­ჯი. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ ან გა­ყი­დოთ სახ­ლი მომ­გე­ბი­ა­ნად. და არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის, არა­მედ ნა­თე­სა­ვე­ბის სა­სარ­გებ­ლო­დაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის: “გამოავლინეთ საუკეთესო თვისებები“

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის: “გამოავლინეთ საუკეთესო თვისებები“

აპრილში უფრო მეტ დროს დაუთმობთ თქვენს ყოველდღიურ საკითხებს და საყვარელ ადამიანებს. ზოგიერთი დაუბრუნდება მშობლიურ ადგილებს, ზოგი შეხვდება ნათესავებს. გახშირდება სადღესასწაულო წვეულებები ნათესავების მონაწილეობით. და რაც მთავარია, მოგეწონებათ ეს ოჯახური ატმოსფერო ნათესავებთან ერთად, სიახლეებით, მოგზაურობებით, არდადეგებით. მაგრამ იქნებიან ისეთებიც, ვინც ამ დროს მარტოობას ამჯობინებს, სახლიდან იმუშავებს. ზოგიერთი იქნება დაკავებული რემონტით, ავეჯის შეძენით. თქვენი სახლის მორთვა და მისი გალამაზება არის ის, რაც მოგინდებათ აპრილში. მესამე დეკადაში მზე გადავა თქვენი სიყვარულის სახლში, მაგრამ პლუტონის გავლენით შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პარტნიორთან, ბავშვებთან ურთიერთობაზე. ეს ტრავმული პერიოდია, ამიტომ იზრუნეთ საკუთარ თავზე.

აპრილის ფინანსები

პირველ დეკადაში მეტ ფულს დახარჯავთ გართობასა და დასვენებაზე. მეორე და მესამე დეკადაში თანხა მოხმარდება ძირითად ნივთებს. ამ დროს კარგია ექიმებთან მისვლა, ექოსკოპიის გავლა, სისხლის დონაცია, გამოკვლევები მოითხოვს ფულს. შემოსავლისთვის უფრო ხელსაყრელია აპრილის მეორე დეკადა. დაგეგმილზე მეტი სამუშაოს შესრულებას შეძლებთ, რაც დადებითად აისახება მოგებაზე. შეიძლება მიიღოთ პრემია, ხელფასი მოგემატოთ, დაწინაურდეთ. თუ მუდმივად ფიქრობთ პრობლემებზე, ისინი მხოლოდ გაიზრდება და თქვენი განწყობა აუცილებლად გაუარესდება. შეხედეთ სიტუაციას მარტივად, რადგან ცხოვრება ამით არ მთავრდება. მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან, საქმიან პარტნიორებთან. გამოავლინეთ საუკეთესო თვისებები. სამუშაო გარემოშიც კი შეეცადეთ მოიქცეთ თავშეკავებულად. თუ ემოციებს ვერ მართვთ, წადით სპორტდარბაზში.

ბიზნესი, სამსახური

ეს კარგი პერიოდია ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისთვის. მათთან შესანიშნავი ურთიერთობა გექნებათ. უნდა გაუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება. ბავშვები და მოზარდები გულწრფელად მოუსმენენ თქვენს მითითებებს. იდეების ზღვა და მათი განხორციელების უჩვეულო მიდგომა გელით აპრილის შუა რიცხვებში. ეს არის ის, რაც გამოიწვევს ახალი სამსახურის პოვნის ან სხვა პროფესიის სწავლის სურვილს. ჰობის ან ბიზნესის წყალობით გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. თქვენს მიერ არჩეული ბიზნესი დაკავშირებული იქნება თამაშებთან და ბავშვთა გართობასთან. 21 აპრილიდან არ უნდა აიღოთ მასშტაბური და რთულად შესასრულებელი პროექტები. უმჯობესია, დაიწყოთ დაწყებული საქმეების დასრულება.

სიყვარული

თუ ოჯახი გყავთ, მაშინ თქვენი დროის უმეტესი ნაწილი დაუთმეთ მას. არ არის აუცილებელი ყოველდღე შეკრებების მოწყობა ან სადმე წასვლა. შეგიძლიათ ერთად გააკეთოთ საოჯახო საქმეები და დაგეგმოთ რაიმე სამომავლოდ. მარტოხელა თხის რქას რომანტიკულ შეხვედრა გელოდებათ. არ უგულებელყოთ შესაძლებლობა შეგიყვარდეთ და შექმნათ ძლიერი ურთიერთობა. 11 მარტიდან ემოციები, ისევე როგორც ვნება და გრძნობები უკანა პლანზე გადაიწევს. უნდა მოაგვაროთ ყოველდღიური პრობლემები, ჩართეთ ამაში ოჯახის ყველა წევრი. დაქორწინებულებმა უნდა იფიქროთ, თუ როგორ გაამრავალფეროვნოთ ქორწინება. გააკეთეთ რამე ერთად, დაკავდით ჰობიით ან მოაწყვეთ მოგზაურობა ქალაქგარეთ. ეს ყველაფერი გააძლიერებს ურთიერთობას, არავის მისცემთ უფლება, ჩაერიოს თქვენს კავშირში. მშვენიერი პერიოდია მშობლებთან მისასვლელად, შორეული ნათესავების მოსანახულებლად. დააფასეთ თქვენი ოჯახი, დამკვიდრებული ღირებულებები და აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. თუ გსურთ ჰარმონია და ურთიერთგაგება საყვარელ ადამიანთან, უფრო ხშირად ისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც ორივეს გაწუხებთ. თუ შვილი გყავთ, მაშინ ერთად იზრუნეთ მის აღზრდაზე.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მარსი პარტნიორობის სახლშია. საყვარელ ადამიანთან ჩხუბი გახშირდება. ურთიერთობებისა და ზოგადად ქორწინების შენარჩუნება რთული იქნება. ამ ნიშნის მამაკაცების მხრიდან შესაძლებელია გახშირდეს აგრესია და ეჭვიანობა. გირჩევთ, დამშვიდდეთ და შეხედოთ სიტუაციას პარტნიორის თვალით. გამოიყენეთ თქვენი ენერგია ერთობლივი აქტივობებისთვის, დასვენებისთვის, მუშაობის ან სპორტისთვის. იმუნური სისტემის გასაძლიერებლად აუცილებელია ვირუსული დაავადებების თავიდან აცილება. ხანდაზმულ თხის რქას შეიძლება ჰქონდეს ჰიპერტენზია. არ არის გამორიცხული, რომ ქრონიკულმა დაავადებებმა გაახსენონ თავი. კარგია ვარჯიში, თუ ჭარბი წონისგან თავის დაღწევა გსურთ, უმჯობესია მიმართოთ დიეტოლოგს.

6 აპრილის შემდეგ გამოავლინეთ საუკეთესო თვისებები, მიაღწევთ წარმატებას და ყველაფერს, რაც გსურთ. მაგრამ ყველა გეგმა უნდა იყოს რეალისტური, ილუზიების გარეშე. ზოგიერთს გელოდებათ დაწინაურება. არ არის გამორიცხული, გავლენიანი ადამიანი დაგეხმაროთ მუშაობის დაწყებაში, საკუთარი ბიზნესის გახსნაში.

20 აპრილის შემდეგ მოაგვარეთ პრობლემები ოჯახურ ცხოვრებაში ან შვილების აღზრდაში. სახლში ვალდებულებები მოგემატებათ - შეკეთება, დასუფთავება, ინტერიერის განახლება გახდება პრიორიტეტული. ვიღაც გადაწყვეტს მთლიანად შეცვალოს ავეჯი. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ან გაყიდოთ სახლი მომგებიანად. და არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ნათესავების სასარგებლოდაც.