სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი თევზებისთვის: “სასარგებლოა დაზოგვა და არასაჭირო ხარჯების შეზღუდვა“
აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი თევზებისთვის: “სასარგებლოა დაზოგვა და არასაჭირო ხარჯების შეზღუდვა“

აპ­რი­ლი თქვენ­თვის დატ­ვირ­თუ­ლი, ფე­რა­დი და მრა­ვალ­მხრი­ვი თვეა. აქ­ტი­ურ თევ­ზებს შე­უძ­ლი­ათ სხვე­ბის მო­რევ­ში ჩათ­რე­ვა, სა­კუ­თა­რი იდე­ით ან წი­ნა­და­დე­ბით მო­ხიბ­ვლა. შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ზი­დოთ ხალ­ხი თქვე­ნი პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად და იპო­ვოთ კარ­გი პარტნი­ო­რი ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბის­თვის. სიყ­ვა­რულ­შიც გა­გი­მარ­თლებთ. აპ­რილ­ში და­წყე­ბუ­ლი რო­მა­ნი შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს გაგ­რძელ­დეს. ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და მე­სა­კუთ­რე­ბა იქ­ნე­ბა თქვენ­თვის პრობ­ლე­მუ­რი წერ­ტი­ლი, რაც გა­მო­იწ­ვევს პარტნი­ო­რე­ბის ერ­თგუ­ლე­ბი­სა და სან­დო­ო­ბის კონ­ტრო­ლის და გა­მოც­დის სურ­ვილს.

აპ­რი­ლის ფი­ნან­სე­ბი

აპ­რი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­სი თქვენს ნი­შან­ში იქ­ნე­ბა. ღირს მისი ენერ­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა, რად­გან შემ­დე­გი შან­სი მალე არ გა­მოჩ­ნდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია პა­სი­ურ, გა­ურ­კვე­ველ ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი თევ­ზე­ბის­თვის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. შეძ­ლებთ გა­მოხ­ვი­დეთ კრი­ზი­სი­დან, დაძ­ლი­ოთ სტაგ­ნა­ცია, დაძ­რათ საქ­მე მკვდა­რი წერ­ტი­ლი­დან. ფი­ნან­სებ­სა და კა­რი­ე­რა­ში იღ­ბა­ლი გე­ლით, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მძი­მე აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას­თან, მე­ქა­ნიზ­მებ­თან, ლი­თო­ნებ­თან ან ცე­ცხლთან. საწ­ვა­ვი­თა და მან­ქა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბა, მან­ქა­ნით მომ­სა­ხუ­რე­ბა, ტაქ­სი, ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვა, ტრან­სპორ­ტი, ლო­ჯის­ტი­კა და ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სიც აღ­მარ­თზე წავა.

სა­მუ­შაო და ბიზ­ნე­სი

მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლია თქვე­ნი ფი­ნან­სე­ბის სფე­რო­ში. ახლა შე­სა­ფე­რი­სი დროა, რომ მო­ა­წეს­რი­გოთ თქვე­ნი ფი­ნან­სე­ბი, გა­და­ი­ხა­დოთ გა­და­სა­ხა­დე­ბი. გა­ა­ნა­ლი­ზეთ თქვე­ნი ბი­უ­ჯე­ტი. რო­დე­საც მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლია, ფუ­ლა­დი ნა­კა­დე­ბი არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლია და ხში­რად თან ახ­ლავს შე­ფერ­ხე­ბებს ან სირ­თუ­ლე­ებს. სა­სარ­გებ­ლოა და­ზოგ­ვა და არა­სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის შე­ზღუდ­ვა. კო­მუ­ნი­კა­ცი­აც შე­იძ­ლე­ბა გარ­თულ­დეს, ამი­ტომ მოკ­ლედ გა­ნა­ცხა­დეთ თქვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი, ფრთხი­ლად შე­არ­ჩი­ეთ სი­ტყვე­ბი და გა­მო­ი­ყე­ნეთ მხო­ლოდ გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. შე­საძ­ლებ­ლო­ბა გექ­ნე­ბათ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, და­ფა­როთ ძვე­ლი ვა­ლე­ბი ან მი­ი­ღოთ ჯილ­დო ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის.

ზო­გი­ერ­თი შეძ­ლებთ სა­მუ­შაო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­და­ხედ­ვას და უფრო ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბის მი­ღე­ბას. ასე­ვე სა­სარ­გებ­ლოა სხვა სა­მუ­შა­ოს ან ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე სა­მუ­შა­ოს ძი­ე­ბა. ყუ­რა­დღე­ბით წა­ი­კი­თხეთ ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი და კონ­ტრაქ­ტი, რომ­ლის ხელ­მო­წე­რა­საც აპი­რებთ, გა­და­დეთ დიდი შეს­ყიდ­ვე­ბი და არ გას­ცეთ და­პი­რე­ბე­ბი, თუ არ ხართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი თქვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში. და­წყე­ბუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი უფრო სწრა­ფად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, შეძ­ლებთ მათ დას­რუ­ლე­ბას.

25 აპ­რი­ლი­დან მო­გე­ცე­მათ სა­ინ­ტე­რე­სო ფი­ნან­სუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი, ამი­ტომ მო­მავ­ლის და­გეგ­მვა გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ. ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად მიხ­ვდე­ბით, რო­მე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა მო­გი­ტანთ შე­მო­სა­ვალს, წარ­მა­ტე­ბას და რო­მე­ლი - არა.

სიყ­ვა­რუ­ლი და ფლირ­ტი

აპ­რი­ლი­დან უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბით, აი­მაღ­ლებთ თვით­შე­ფა­სე­ბას. ეს სა­პი­რის­პი­რო სქეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას გა­გი­ად­ვი­ლებთ და წარ­მა­ტე­ბულს გაგხდით. და­გეხ­მა­რე­ბათ, თუ ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის პოვ­ნა გსურს. ზო­გი­ერ­თი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თუ სუ­ლი­ე­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­და­ი­ხე­დე­ბა და შე­საძ­ლოა გაქ­რეს თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან. თუმ­ცა, მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბის გამო, არ არის შე­სა­ფე­რი­სი დრო ახა­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყე­ბად. უმ­ჯო­ბე­სია არ იჩ­ქა­როთ დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა, მი­ხე­დოთ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­ად­გი­ნოთ მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი.

შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი ან მე­გობ­რე­ბი წარ­სუ­ლი­დან. გირ­ჩევთ, არ გა­ი­მე­ო­როთ შეც­დო­მე­ბი, თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბი. და­წყვი­ლე­ბუ­ლებს გირ­ჩევთ, გა­მო­ი­ჩი­ნოთ თა­ვა­ზი­ა­ნო­ბა და სიმ­შვი­დე პარტნი­ო­რის მი­მართ.

ნუ მი­ი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­უ­ფიქ­რებ­ლად, რაც წვრილ­მა­ნებ­ზე ხშირ ჩხუბს გა­მო­იწ­ვევს. ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­ზე კა­მა­თი გა­უ­გებ­რო­ბა­სა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­იწ­ვევს. თვის ბო­ლოს ოჯახ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოს­წორ­დე­ბა, კომ­პრო­მი­სუ­ლი გა­მო­სავ­ლის პოვ­ნას შეძ­ლებთ და ურ­თი­ერ­თო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა. შე­ამ­ცი­რეთ მო­თხოვ­ნე­ბი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ, იყა­ვით ლმო­ბი­ე­რი და ნუ გა­აკ­რი­ტი­კებთ ზედ­მე­ტად. უნე­ბუ­რად წარ­მოთ­ქმულ­მა მკაცრ­მა სი­ტყვამ შე­იძ­ლე­ბა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა

აპ­რილ­ში ენერ­გი­ე­ბის მა­ღა­ლი დონე სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, იმუ­შა­ოთ აქ­ტი­უ­რად და დიდ­ხანს. მო­ი­მა­ტებს კონ­კუ­რენ­ცი­ის სუ­ლის­კვე­თე­ბა. მო­გინ­დე­ბათ და­ამ­ტკი­ცოთ, რომ მარ­თა­ლი ხართ, იყოთ სა­უ­კე­თე­სო ყვე­ლა სა­კი­თხსა და საქ­მე­ში.

მეტი დრო და­უთ­მეთ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას, გა­ა­ტა­რეთ მეტი დრო ბუ­ნე­ბა­ში. ეს ასე­ვე და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს თქვენს იმუ­ნი­ტეტ­ზე და კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. თუ ამინ­დი არ იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, ია­რეთ ენერ­გი­უ­ლად პარკში, და­რე­გის­ტრირ­დით ცეკ­ვის, აე­რო­ბი­კის ან ფიტ­ნე­სის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე. თუ მო­უ­ლოდ­ნე­ლად რა­ი­მე სიმპტო­მი გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ, მი­მარ­თეთ ექიმს. ასე­ვე ღირს ექიმ­თან ვი­ზი­ტი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი მიზ­ნი­თაც.

8 აპ­რი­ლის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი, იქ­ნე­ბა: ბი­უ­ჯე­ტი, შე­მო­სა­ვა­ლი და ხარ­ჯე­ბი. მო­გინ­დე­ბათ გახ­დეთ ფი­ნან­სუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. შე­გიძ­ლი­ათ აი­ღოთ სეს­ხი მომ­გე­ბი­ა­ნი მსხვი­ლი შეს­ყიდ­ვის­თვის ან ჩა­დოთ ინ­ვეს­ტი­ცია მიმ­ზიდ­ველ პრო­ექ­ტებ­ში. აგ­რეთ­ვე ქველ­მოქ­მე­დე­ბა, გუ­ლუხ­ვი შე­მო­წი­რუ­ლო­ბა, მო­გი­ტანთ სი­ხა­რულს და სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ ია­მა­ყოთ სა­კუ­თა­რი თა­ვით. შე­საძ­ლოა, სა­კუ­თარ თავ­ში აღ­მო­ა­ჩენთ ახალ ნიჭი და შეძ­ლებთ გა­და­აქ­ცი­ოთ და­მა­ტე­ბით შე­მო­სავ­ლის წყა­როდ. კარ­გი დროა ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­სა­ძებ­ნად, იდე­ე­ბი­სა და გეგ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რომ­ლე­ბიც შე­მო­სა­ვალს მო­გი­ტანთ.

24 აპ­რი­ლის შემ­დეგ მო­გი­წევთ შეც­ვა­ლოთ თქვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ან რწმე­ნა, შე­საძ­ლოა შე­იც­ვა­ლოს თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ან საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. შე­საძ­ლე­ბე­ლია შეხ­ვდეთ სხვა რე­ლი­გი­ის, კულ­ტუ­რის ადა­მი­ანს, თქვენ­თვის უც­ნო­ბი იდე­ო­ლო­გი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ან თა­ვად წახ­ვალთ გრძელ, სა­ინ­ტე­რე­სო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში. შე­საძ­ლე­ბე­ლია ახა­ლი შეხ­ვედ­რე­ბი, რო­გორც პი­რა­დი, ასე­ვე საქ­მი­ა­ნი. უფრთხილ­დით უც­ნო­ბებს, რომ­ლებ­საც სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დროს შეხ­ვდე­ბით: შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­ტყუ­ე­ბა და მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა. იყა­ვით ფხიზ­ლად, ნუ იქ­ნე­ბით ყვე­ლას­თან გულ­წრფე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი თევზებისთვის: “სასარგებლოა დაზოგვა და არასაჭირო ხარჯების შეზღუდვა“

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი თევზებისთვის: “სასარგებლოა დაზოგვა და არასაჭირო ხარჯების შეზღუდვა“

აპრილი თქვენთვის დატვირთული, ფერადი და მრავალმხრივი თვეა. აქტიურ თევზებს შეუძლიათ სხვების მორევში ჩათრევა, საკუთარი იდეით ან წინადადებით მოხიბვლა. შეგიძლიათ მიიზიდოთ ხალხი თქვენი პროექტის განსახორციელებლად და იპოვოთ კარგი პარტნიორი ნებისმიერი მცდელობისთვის. სიყვარულშიც გაგიმართლებთ. აპრილში დაწყებული რომანი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ეჭვიანობა და მესაკუთრება იქნება თქვენთვის პრობლემური წერტილი, რაც გამოიწვევს პარტნიორების ერთგულებისა და სანდოობის კონტროლის და გამოცდის სურვილს.

აპრილის ფინანსები

აპრილის განმავლობაში მარსი თქვენს ნიშანში იქნება. ღირს მისი ენერგიებით სარგებლობა, რადგან შემდეგი შანსი მალე არ გამოჩნდება. განსაკუთრებით რეკომენდირებულია პასიურ, გაურკვეველ ან ცუდ მდგომარეობაში მყოფი თევზებისთვის გააქტიურება. შეძლებთ გამოხვიდეთ კრიზისიდან, დაძლიოთ სტაგნაცია, დაძრათ საქმე მკვდარი წერტილიდან. ფინანსებსა და კარიერაში იღბალი გელით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მძიმე აღჭურვილობასთან, მექანიზმებთან, ლითონებთან ან ცეცხლთან. საწვავითა და მანქანებით ვაჭრობა, მანქანით მომსახურება, ტაქსი, ტვირთის გადაზიდვა, ტრანსპორტი, ლოჯისტიკა და ტურისტული ბიზნესიც აღმართზე წავა.

სამუშაო და ბიზნესი

მერკური რეტროგრადულია თქვენი ფინანსების სფეროში. ახლა შესაფერისი დროა, რომ მოაწესრიგოთ თქვენი ფინანსები, გადაიხადოთ გადასახადები. გაანალიზეთ თქვენი ბიუჯეტი. როდესაც მერკური რეტროგრადულია, ფულადი ნაკადები არათანმიმდევრულია და ხშირად თან ახლავს შეფერხებებს ან სირთულეებს. სასარგებლოა დაზოგვა და არასაჭირო ხარჯების შეზღუდვა. კომუნიკაციაც შეიძლება გართულდეს, ამიტომ მოკლედ განაცხადეთ თქვენი მოთხოვნები, ფრთხილად შეარჩიეთ სიტყვები და გამოიყენეთ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია. შესაძლებლობა გექნებათ გააუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა, დაფაროთ ძველი ვალები ან მიიღოთ ჯილდო ადრე შესრულებული სამუშაოსთვის.

ზოგიერთი შეძლებთ სამუშაო ხელშეკრულების გადახედვას და უფრო ხელსაყრელი პირობების მიღებას. ასევე სასარგებლოა სხვა სამუშაოს ან ნახევარ განაკვეთზე სამუშაოს ძიება. ყურადღებით წაიკითხეთ ყველა დოკუმენტი და კონტრაქტი, რომლის ხელმოწერასაც აპირებთ, გადადეთ დიდი შესყიდვები და არ გასცეთ დაპირებები, თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენს შესაძლებლობებში. დაწყებული ამოცანები უფრო სწრაფად განხორციელდება, შეძლებთ მათ დასრულებას.

25 აპრილიდან მოგეცემათ საინტერესო ფინანსური შეთავაზებები, ამიტომ მომავლის დაგეგმვა გაგიადვილდებათ. ინტუიციურად მიხვდებით, რომელი საქმიანობა მოგიტანთ შემოსავალს, წარმატებას და რომელი - არა.

სიყვარული და ფლირტი

აპრილიდან უფრო თავდაჯერებული გახდებით, აიმაღლებთ თვითშეფასებას. ეს საპირისპირო სქესთან კომუნიკაციას გაგიადვილებთ და წარმატებულს გაგხდით. დაგეხმარებათ, თუ ახალი ურთიერთობის პოვნა გსურს. ზოგიერთი მატერიალური თუ სულიერი ღირებულება გადაიხედება და შესაძლოა გაქრეს თქვენი ცხოვრებიდან. თუმცა, მერკურის რეტროგრადული მოძრაობის გამო, არ არის შესაფერისი დრო ახალი სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად. უმჯობესია არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა, მიხედოთ მოვლენების განვითარებას და მხოლოდ ამის შემდეგ შეადგინოთ მომავლის გეგმები.

შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები ან მეგობრები წარსულიდან. გირჩევთ, არ გაიმეოროთ შეცდომები, თავიდან აიცილოთ უარყოფითი ემოციები. დაწყვილებულებს გირჩევთ, გამოიჩინოთ თავაზიანობა და სიმშვიდე პარტნიორის მიმართ.

ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას დაუფიქრებლად, რაც წვრილმანებზე ხშირ ჩხუბს გამოიწვევს. ფინანსურ საკითხებზე კამათი გაუგებრობასა და უკმაყოფილებას გამოიწვევს. თვის ბოლოს ოჯახში მდგომარეობა გამოსწორდება, კომპრომისული გამოსავლის პოვნას შეძლებთ და ურთიერთობა დასტაბილურდება. შეამცირეთ მოთხოვნები საყვარელი ადამიანის მიმართ, იყავით ლმობიერი და ნუ გააკრიტიკებთ ზედმეტად. უნებურად წარმოთქმულმა მკაცრმა სიტყვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

აპრილში ენერგიების მაღალი დონე საშუალებას მოგცემთ, იმუშაოთ აქტიურად და დიდხანს. მოიმატებს კონკურენციის სულისკვეთება. მოგინდებათ დაამტკიცოთ, რომ მართალი ხართ, იყოთ საუკეთესო ყველა საკითხსა და საქმეში.

მეტი დრო დაუთმეთ ფიზიკურ აქტივობას, გაატარეთ მეტი დრო ბუნებაში. ეს ასევე დადებითად იმოქმედებს თქვენს იმუნიტეტზე და კეთილდღეობაზე. თუ ამინდი არ იძლევა საშუალებას, იარეთ ენერგიულად პარკში, დარეგისტრირდით ცეკვის, აერობიკის ან ფიტნესის გაკვეთილებზე. თუ მოულოდნელად რაიმე სიმპტომი გამოგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს. ასევე ღირს ექიმთან ვიზიტი პროფილაქტიკური მიზნითაც.

8 აპრილის შემდეგ ყველაზე აქტუალური ფინანსური საკითხები, იქნება: ბიუჯეტი, შემოსავალი და ხარჯები. მოგინდებათ გახდეთ ფინანსურად დამოუკიდებელი. შეგიძლიათ აიღოთ სესხი მომგებიანი მსხვილი შესყიდვისთვის ან ჩადოთ ინვესტიცია მიმზიდველ პროექტებში. აგრეთვე ქველმოქმედება, გულუხვი შემოწირულობა, მოგიტანთ სიხარულს და საშუალებას მოგცემთ იამაყოთ საკუთარი თავით. შესაძლოა, საკუთარ თავში აღმოაჩენთ ახალ ნიჭი და შეძლებთ გადააქციოთ დამატებით შემოსავლის წყაროდ. კარგი დროა ახალი სამსახურის მოსაძებნად, იდეებისა და გეგმების განსახორციელებლად, რომლებიც შემოსავალს მოგიტანთ.

24 აპრილის შემდეგ მოგიწევთ შეცვალოთ თქვენი შეხედულებები ან რწმენა, შესაძლოა შეიცვალოს თქვენი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენების ან საყვარელი ადამიანების მიმართ. შესაძლებელია შეხვდეთ სხვა რელიგიის, კულტურის ადამიანს, თქვენთვის უცნობი იდეოლოგიის წარმომადგენლებს. ან თავად წახვალთ გრძელ, საინტერესო მოგზაურობაში. შესაძლებელია ახალი შეხვედრები, როგორც პირადი, ასევე საქმიანი. უფრთხილდით უცნობებს, რომლებსაც სავსემთვარეობის დროს შეხვდებით: შესაძლებელია მოტყუება და მანიპულირება. იყავით ფხიზლად, ნუ იქნებით ყველასთან გულწრფელი.