მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამაღამ სუპერსავსემთვარეობაა, რომელიც "დაბნელებების დერეფანს" ხსნის - რა მოვლენებს უნდა ველოდეთ დღეიდან 10 ივნისამდე და როგორ უნდა გავატაროთ ეს პერიოდი
ამაღამ სუპერსავსემთვარეობაა, რომელიც "დაბნელებების დერეფანს" ხსნის - რა მოვლენებს უნდა ველოდეთ დღეიდან 10 ივნისამდე და როგორ უნდა გავატაროთ ეს პერიოდი

სა­ინ­ტე­რე­სო კოს­მი­ურ პე­რი­ოდს ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით - "დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფანს", რო­მე­ლიც და­ი­წყე­ბა 2021 წლის 26 მა­ისს მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბით და დას­რულ­დე­ბა 10 ივ­ნისს - მზის დაბ­ნე­ლე­ბით . მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე ხდე­ბა, მა­ის­ში მთვა­რე მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლია დე­და­მი­წას­თან ამ მოვ­ლე­ნას სუ­პერ­სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­საც ეძა­ხი­ან. ერთი სი­ტყვით, 26 მა­ისს 15:20-ზე უნი­კა­ლუ­რი მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა გვე­ლო­დე­ბა სუ­პერ­სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე.

მზი­სა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა ყო­ველ წელს ხდე­ბა. 2021 წელს მთვა­რის და მზის ორ-ორი დაბ­ნე­ლე­ბა გვექ­ნე­ბა. პირ­ვე­ლი მაის-ივ­ნის­ში და მე­ო­რე ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში. 26 მა­ი­სის და 10 ივ­ნი­სის პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბის მომსწრე­ე­ბი გახ­დეთ, რაც ცხოვ­რე­ბა­ში ცვლი­ლე­ბებს მო­გი­ტანთ. მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა ყო­ველ­თვის სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე ხდე­ბა (სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ყო­ველ­თვე გვაქვს, მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა კი წელს სულ ორ­ჯერ გვექ­ნე­ბა). მთვა­რე - ჩვე­ნი ემო­ცი­ე­ბია და ასეთ დღე­ებ­ში ემო­ცი­უ­რო­ბა პიკს აღ­წევს. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც 26 მა­ი­სი იქ­ნე­ბა. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, სავ­სემ­თვრე­ო­ბა­ზე სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა იზ­რდე­ბა. ექი­მებს ჩი­ვი­ლე­ბით ძი­რი­თა­დად ჰი­პერ­ტო­ნი­კე­ბი და გუ­ლით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­მარ­თა­ვენ. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე უფრო მეტი ჩვი­ლი იბა­დე­ბა, ვიდ­რე მთვა­რის სხვა ფა­ზებ­ში. იმა­ტებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის - სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ზი­ა­ნი, ავა­რია, ტრავ­მუ­ლო­ბა - ალ­ბა­თო­ბაც. მო­გი­წო­დებთ, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე მთვა­რი­სა და მზის დაბ­ნე­ლე­ბა­ზე პლუს/მი­ნუს 4-5 დღე მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყოთ სი­ტყვე­ბი­თაც და ქმე­დე­ბი­თაც. ნუ მი­ი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს; არ გირ­ჩევთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას, მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. ნუ შე­ი­ძენთ ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებს, კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნი­კას. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­და­დეთ გეგ­მუ­რი ქი­რურ­გი­უ­ლი და კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი ჩა­რე­ვე­ბი. გირ­ჩევთ, მეტი დრო და­უთ­მოთ სა­სი­ა­მოვ­ნო საქ­მი­ა­ნო­ბას, სა­კუ­თარ ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში გარ­კვე­ვას, ლოც­ვას ან მე­დი­ტა­ცი­ას. და­აკ­ვირ­დით ყო­ველ­დღი­ურ მოვ­ლე­ნებს, რაც "დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფან­ში" მოხ­დე­ბა.

მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის დღეს აან­თეთ სან­თე­ლი ან საკ­მე­ვე­ლი, ჩა­იც­ვით სუფ­თა, ღია ფე­რის სა­მო­სი, წა­ი­კი­თხეთ ლოც­ვე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დაბ­ნე­ლე­ბას ვერ და­ვი­ნა­ხავთ, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ან ფი­ზი­კურ დო­ნე­ზე შე­ვიგ­რძნობთ. ემო­ცი­ე­ბი მო­ჭარ­ბე­ბუ­ლია და ადა­მი­ა­ნი გა­მო­ავ­ლენს - შიში, შფო­თი, ეჭ­ვე­ბი - იმას, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად ადარ­დებს და ეცა­დეთ აკონ­ტრო­ლოთ თავი და გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ ყო­ველ­გვა­რი ნე­გა­ტი­ვის­გან.

დაბ­ნე­ლე­ბის დროს ყა­ლიბ­დე­ბა პროგ­რა­მა, რო­მელ­საც გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა ექ­ნე­ბა სულ მცი­რე 1 და მაქ­სი­მუმ 19 წელი . რა­საც ფიქ­რობთ ან გრძნობთ ამ დროს აყა­ლი­ბებთ თქვენს ცხოვ­რე­ბას, ემო­ცი­ურ და ფი­ზი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას. იმი­სათ­ვის, რომ ჯან­მრთე­ლი იყოთ ფი­ზი­კუ­რა­დაც და სუ­ლი­ე­რა­დაც, დაბ­ნე­ლე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ მშვი­დი, ჰარ­მო­ნი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დად­გო­მამ­დე 1 სა­ა­თით ადრე აან­თეთ სან­თე­ლი და შე­მო­უ­ა­რეთ თქვენს სახ­ლის, ბი­ნას სა­ა­თის ის­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით სამ­ჯერ, იკი­თხეთ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ლოც­ვა ან მანტრა. ამ­გვა­რად თქვენ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებთ გა­რე­მოს ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გე­ტი­კის­გან. შემ­დეგ მი­ი­ღეთ შხა­პი და ჩა­იც­ვით სუფ­თა სა­მო­სი. ფურ­ცელ­ზე კი ჩა­მო­წე­რეთ ის სამი მი­ზე­ზი (მა­გა­ლი­თად, სი­ზარ­მა­ცე, და­ნა­შა­უ­ლის შეგ­რძნე­ბა, და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა, ში­შე­ბი და ა.შ.), რაც ხელს გიშ­ლით წარ­მა­ტე­ბის, ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში. თუ გსურთ სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას ან სმას გა­და­ეჩ­ვი­ოთ, ესეც ჩა­მო­წე­რეთ მე­ო­თხე პუნ­ქტად. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბამ­დე 5 წუ­თით ადრე კი ფრთხი­ლად დაწ­ვით ეს ფურ­ცე­ლი.

26 მა­ისს მზე და მთვა­რე ერ­თმა­ნე­თის მო­პირ­და­პი­რე ნიშ­ნებ­ში - მზე ტყუპ­ში , მთვა­რე კი მშვილ­დო­სან­ში დგას. მშვილ­დო­სა­ნი არის ოპ­ტი­მის­ტუ­რი ნი­შა­ნი, ფი­ლო­სო­ფი­ი­სა და რწმე­ნის, ტყუ­პი კი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ჩვენს სი­ტყვებ­ზე, ფიქ­რებ­ზე, სწავ­ლა­ზე, გარ­შე­მო მყო­ფებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე. ეს ორი ნი­შა­ნი მოგ­ვი­წო­დებს, ინ­ფორ­მა­ცია და ცოდ­ნა სა­სი­კე­თოთ გა­მო­ვი­ყე­ნოთ, ვი­ყოთ კე­თი­ლე­ბი, ოპ­ტი­მის­ტუ­რე­ბი, მე­ტად გა­მო­ვავ­ლი­ნოთ სუ­ლი­ე­რე­ბა და გარ­შე­მო მყო­ფე­ბის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დოთ გავ­ფილტროთ აზ­რე­ბი და მე­ტყვე­ლე­ბა, გახ­სოვ­დეთ, რომ ნე­გა­ტი­უ­რი სი­ტყვე­ბის­გან ავად ვხდე­ბით, ხოლო პო­ზი­ტი­უ­რის­გან - ვი­კურ­ნე­ბით ფი­ზი­კუ­რა­დაც და ემო­ცი­უ­რა­დაც. ერთი სი­ტყვით, რო­გორც ვფიქ­რობთ, ისეც ვცხოვ­რობთ.

  • ახლა კი ვნა­ხოთ, ვის­ზე იმოქ­მე­დებს მთვა­რი­სა და მზის დაბ­ნე­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ამაღამ სუპერსავსემთვარეობაა, რომელიც "დაბნელებების დერეფანს" ხსნის - რა მოვლენებს უნდა ველოდეთ დღეიდან 10 ივნისამდე და როგორ უნდა გავატაროთ ეს პერიოდი

ამაღამ სუპერსავსემთვარეობაა, რომელიც "დაბნელებების დერეფანს" ხსნის - რა მოვლენებს უნდა ველოდეთ დღეიდან 10 ივნისამდე და როგორ უნდა გავატაროთ ეს პერიოდი

საინტერესო კოსმიურ პერიოდს ვუახლოვდებით - "დაბნელებების დერეფანს", რომელიც დაიწყება 2021 წლის 26 მაისს მთვარის დაბნელებით და დასრულდება 10 ივნისს - მზის დაბნელებით . მთვარის დაბნელება სავსემთვარეობაზე ხდება, მაისში მთვარე მაქსიმალურად მოახლოებულია დედამიწასთან ამ მოვლენას სუპერსავსემთვარეობასაც ეძახიან. ერთი სიტყვით, 26 მაისს 15:20-ზე უნიკალური მთვარის დაბნელება გველოდება სუპერსავსემთვარეობაზე.

მზისა და მთვარის დაბნელება ყოველ წელს ხდება. 2021 წელს მთვარის და მზის ორ-ორი დაბნელება გვექნება. პირველი მაის-ივნისში და მეორე ნოემბერ-დეკემბერში. 26 მაისის და 10 ივნისის პერიოდში შეიძლება საინტერესო მოვლენების მომსწრეები გახდეთ, რაც ცხოვრებაში ცვლილებებს მოგიტანთ. მთვარის დაბნელება ყოველთვის სავსემთვარეობაზე ხდება (სავსემთვარეობა ყოველთვე გვაქვს, მთვარის დაბნელება კი წელს სულ ორჯერ გვექნება). მთვარე - ჩვენი ემოციებია და ასეთ დღეებში ემოციურობა პიკს აღწევს. გამონაკლისი არც 26 მაისი იქნება. სტატისტიკის მიხედვით, სავსემთვრეობაზე სამედიცინო დახმარებების გამოძახება იზრდება. ექიმებს ჩივილებით ძირითადად ჰიპერტონიკები და გულით დაავადებული ადამიანები მიმართავენ. საინტერესოა ისიც, რომ სავსემთვარეობაზე უფრო მეტი ჩვილი იბადება, ვიდრე მთვარის სხვა ფაზებში. იმატებს განსაკუთრებული შემთხვევების - საყოფაცხოვრებო ზიანი, ავარია, ტრავმულობა - ალბათობაც. მოგიწოდებთ, სავსემთვარეობაზე მთვარისა და მზის დაბნელებაზე პლუს/მინუს 4-5 დღე მაქსიმალურად დაკვირვებული იყოთ სიტყვებითაც და ქმედებითაც. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს; არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას, ხელშეკრულებების გაფორმებას, მოლაპარაკებებს. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს, კომპიუტერულ ტექნიკას. შეძლებისდაგვარად გადადეთ გეგმური ქირურგიული და კოსმეტოლოგიური ჩარევები. გირჩევთ, მეტი დრო დაუთმოთ სასიამოვნო საქმიანობას, საკუთარ შინაგან სამყაროში გარკვევას, ლოცვას ან მედიტაციას. დააკვირდით ყოველდღიურ მოვლენებს, რაც "დაბნელებების დერეფანში" მოხდება.

მთვარის დაბნელების დღეს აანთეთ სანთელი ან საკმეველი, ჩაიცვით სუფთა, ღია ფერის სამოსი, წაიკითხეთ ლოცვები. მიუხედავად იმისა, რომ დაბნელებას ვერ დავინახავთ, ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ დონეზე შევიგრძნობთ. ემოციები მოჭარბებულია და ადამიანი გამოავლენს - შიში, შფოთი, ეჭვები - იმას, რაც ყველაზე მეტად ადარდებს და ეცადეთ აკონტროლოთ თავი და გათავისუფლდეთ ყოველგვარი ნეგატივისგან.

დაბნელების დროს ყალიბდება პროგრამა, რომელსაც გამოხატულება ექნება სულ მცირე 1 და მაქსიმუმ 19 წელი . რასაც ფიქრობთ ან გრძნობთ ამ დროს აყალიბებთ თქვენს ცხოვრებას, ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. იმისათვის, რომ ჯანმრთელი იყოთ ფიზიკურადაც და სულიერადაც, დაბნელებების პერიოდში შეინარჩუნეთ მშვიდი, ჰარმონიული მდგომარეობა. სავსემთვარეობის დადგომამდე 1 საათით ადრე აანთეთ სანთელი და შემოუარეთ თქვენს სახლის, ბინას საათის ისრის მიმართულებით სამჯერ, იკითხეთ თქვენი საყვარელი ლოცვა ან მანტრა. ამგვარად თქვენ გაათავისუფლებთ გარემოს ნეგატიური ენერგეტიკისგან. შემდეგ მიიღეთ შხაპი და ჩაიცვით სუფთა სამოსი. ფურცელზე კი ჩამოწერეთ ის სამი მიზეზი (მაგალითად, სიზარმაცე, დანაშაულის შეგრძნება, დაბალი თვითშეფასება, შიშები და ა.შ.), რაც ხელს გიშლით წარმატების, ბედნიერების მოპოვებაში. თუ გსურთ სიგარეტის მოწევას ან სმას გადაეჩვიოთ, ესეც ჩამოწერეთ მეოთხე პუნქტად. სავსემთვარეობამდე 5 წუთით ადრე კი ფრთხილად დაწვით ეს ფურცელი.

26 მაისს მზე და მთვარე ერთმანეთის მოპირდაპირე ნიშნებში - მზე ტყუპში , მთვარე კი მშვილდოსანში დგას. მშვილდოსანი არის ოპტიმისტური ნიშანი, ფილოსოფიისა და რწმენის, ტყუპი კი პასუხისმგებელია ჩვენს სიტყვებზე, ფიქრებზე, სწავლაზე, გარშემო მყოფებთან კომუნიკაციაზე. ეს ორი ნიშანი მოგვიწოდებს, ინფორმაცია და ცოდნა სასიკეთოთ გამოვიყენოთ, ვიყოთ კეთილები, ოპტიმისტურები, მეტად გამოვავლინოთ სულიერება და გარშემო მყოფების დახმარების სურვილი. მაქსიმალურად ვეცადოთ გავფილტროთ აზრები და მეტყველება, გახსოვდეთ, რომ ნეგატიური სიტყვებისგან ავად ვხდებით, ხოლო პოზიტიურისგან - ვიკურნებით ფიზიკურადაც და ემოციურადაც. ერთი სიტყვით, როგორც ვფიქრობთ, ისეც ვცხოვრობთ.

  • ახლა კი ვნახოთ, ვისზე იმოქმედებს მთვარისა და მზის დაბნელება ყველაზე მეტად

წაიკითხეთ სრულად

კარმის პლანეტა "უკანმავალი" გახდა - რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა "საჩუქრებს" გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს

რას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს..."

11 მაისის ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან - რა ელის მსოფლიოს, საქართველოს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს