პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგვისტოს ფინანსური ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
აგვისტოს ფინანსური ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

აგ­ვის­ტო­ში მერ­კუ­რი - ჩვე­ნი გო­ნე­ბის მმარ­თვე­ლი და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პლა­ნე­ტა რეტ­როგ­რა­დუ­ლია, ამი­ტომ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას, ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას არ გირ­ჩევთ, თუმ­ცა, უმ­ჯო­ბე­სია, ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს გა­ეც­ნოთ თქვე­ნი მზი­სა და ას­ცენ­დენ­ტის ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით:

ვერ­ძი

აგ­ვის­ტო­ში დრო­უ­ლად მო­გი­წევთ გა­და­სა­ხა­დე­ბის და ვა­ლე­ბის გა­დახ­და, არ გა­და­დოთ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, დო­კუ­მენ­ტე­ბის შედ­გე­ნა და ხელ­მო­წე­რა. შე­იძ­ლე­ბა იყოს შფოთ­ვა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას­თან, ფუ­ლის გა­და­რი­ცხვებ­თან და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბებ­თან.

14 აგ­ვის­ტო­დან ენერ­გი­უ­ლი მარ­სის შე­ერ­თე­ბა გავ­ლე­ნი­ან იუ­პი­ტერ­თან კე­თილ­დღე­ო­ბის ახალ იმედს მო­გი­ტანთ. გექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ი­ღოთ მეტი და ისარ­გებ­ლოთ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­დან. ახა­ლი პრო­ექ­ტის და­წყე­ბა მო­ლო­დინს გა­ა­მარ­თლებს.

კურო

თქვე­ნი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა ქალ­წულ­ში დარ­ჩე­ბა თით­ქმის მთე­ლი აგ­ვის­ტო, რაც და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა თქვენს შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე. სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გებს მი­აღ­წევთ პრო­ფე­სი­ა­ში. ამას­თან, არ გირ­ჩევთ უც­ნობ სფე­რო­ებ­ში გა­დას­ვლას, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბას ან ახა­ლი მე­თო­დე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. და თუ ახალ გუნდში აღ­მოჩ­ნდე­ბით, მა­შინ ადაპ­ტა­ცია ნელი იქ­ნე­ბა. გაზ­რდი­ლი მო­გე­ბა ელით მე­წარ­მე­ებს, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი ან ქმნი­ან რა­ღა­ცას სა­კუ­თა­რი ხე­ლით.

6-დან 17 აგ­ვის­ტომ­დე პე­რი­ო­დი ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლია სა­ქონ­ლის შე­სა­ძე­ნად, ვიდ­რე მომ­სა­ხუ­რე­ბის. უმ­ჯო­ბე­სია ძვი­რად ღი­რე­ბულ სერ­ვი­სებ­ში ფუ­ლის გა­დახ­და მო­მა­ვალ თვემ­დე გა­და­დოთ.

ტყუ­პი

თქვე­ნი შე­უ­პოვ­რო­ბა, დის­ციპ­ლი­ნა, მოთ­მი­ნე­ბა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა აგ­ვის­ტო­ში მო­გე­ბის მთა­ვა­რი პი­რო­ბა იქ­ნე­ბა. და შე­სა­ბა­მი­სად, მათი ნაკ­ლე­ბო­ბა, გა­მო­იწ­ვევს ფი­ნან­სურ ნაკ­ლე­ბო­ბას. თქვე­ნი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა დიდი ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ აგ­ვის­ტო უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რია დას­ვე­ნე­ბის­თვის. დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლე­ბის­თვის რთუ­ლი პე­რი­ო­დი მო­დის. სა­ვა­რა­უ­დოა სა­მუ­შაო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გაზ­რდა, და­მა­ტე­ბი­თი დატ­ვირ­თვა და რთუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი­სა და და­ვა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. მაგ­რამ ხელ­საყ­რე­ლია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბა სხვე­ბის­თვის. ფი­ნან­სუ­რი წარ­მა­ტე­ბა გე­ლით თუ ხართ: ექი­მი, ფსი­ქო­ლო­გი, კოს­მე­ტო­ლო­გი, ქო­უ­ჩი, იუ­რის­ტი, მშე­ნე­ბე­ლი, და შემ­კე­თე­ბე­ლი.

კირჩხი­ბი

შე­გიძ­ლი­ათ იქი­რა­ოთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბი, და­ა­ბან­დოთ ფული პრო­ცენ­ტით, ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ვა­ლუ­ტა­ში, აქ­ცი­ებ­სა და ძვირ­ფას ლი­თო­ნებ­ში. მაგ­რამ არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის რე­სურ­სე­ბის მო­ზიდ­ვა. სა­კუ­თა­რი ძა­ლი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის იმე­დი გქონ­დეთ, რაც გპირ­დე­ბათ ნახ­ტომს სა­მუ­შა­ო­ში, კა­რი­ე­რა­სა და ბიზ­ნეს­ში. ხელ­საყ­რე­ლი ფი­ნან­სუ­რი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი გე­ლის, თუ აგ­ვის­ტო­ში გა­ა­ფორ­მებთ ნე­ბის­მი­ერ ექ­სკლუ­ზი­ურ და სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბას - სა­ვაჭ­რო ნი­შანს და პა­ტენტს. თქვენს ბრენ­დს ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი ელის! თქვენ უნდა იზ­რუ­ნოთ თქვენს სტილ­ზე, რაც და­გეხ­მა­რე­ბათ გახ­დეს უფრო ცნო­ბა­დი, მო­თხოვ­ნა­დი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

ლომი

ხელ­საყ­რე­ლია ძველ პრო­ექ­ტებ­თან მიბ­რუ­ნე­ბა, სა­მუ­შა­ოს მო­ძებ­ნა, გა­რი­გე­ბე­ბის გა­და­ხედ­ვა და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა. ბუ­ნებ­რი­ვი ქვე­ბი და ოქრო იქ­ნე­ბა ფუ­ლა­დი ენერ­გი­ის აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ სამ­კა­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გახ­დე­ბა ფუ­ლის თი­ლის­მა.

22 აგ­ვის­ტო­დან გახ­შირ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია, სა­უბ­რე­ბი, მი­მოს­ვლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზა­რე­ბის, წე­რი­ლე­ბის და შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის მი­ღე­ბა. თუ წინ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გე­ლით, კარ­გად უნდა მო­ემ­ზა­დოთ.

ქალ­წუ­ლი

აგ­ვის­ტო­ში ფულს იო­ლად მო­ი­ზი­დავთ. გა­გი­მარ­თლებთ, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მა­გა­ლი­თად, სა­ვაჭ­რო ბიზ­ნეს­თან, კვე­ბას­თან, სა­მოს­თან და მე­დი­კა­მენ­ტებ­თან. ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა ფი­ზი­კუ­რი შრო­მა და ხელ­ნა­კე­თო­ბე­ბი. თქვე­ნი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი იქ­ნე­ბა თქვენ­სა­ვე ნი­შან­ში 5-დან 28 აგ­ვის­ტომ­დე. იყა­ვით ფრთხი­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. შეც­დო­მე­ბი­სა და გა­უ­გებ­რო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, უფრო ხში­რად უნდა და­ათ­ვა­ლი­ე­როთ თა­რი­ღე­ბი და შე­ხე­დოთ სა­ათს! ციფ­რებ­თან და დო­კუ­მენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა მეტ დროს და კონ­ცენ­ტრა­ცი­ას მო­ი­თხოვს.

სას­წო­რი

გა­გი­მარ­თლებთ, თუ საქ­მი­ა­ნობთ მე­დი­ცი­ნას­თან, ფარ­მა­კო­ლო­გი­ას­თან, ვე­ტე­რი­ნა­რულ მე­დი­ცი­ნას­თან, ფლო­რის­ტი­კას­თან, ყვა­ვი­ლე­ბის ბიზ­ნეს­თან და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას­თან. ხელ­საყ­რე­ლია ავე­ჯის, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის, ხელ­სა­წყო­ე­ბის, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის, მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­სა­ძე­ნად. აგ­რეთ­ვე, ხის, ლი­თო­ნი­სა და ქვის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტის შე­სა­ძე­ნად. წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პრე­ვენ­ცია, დი­აგ­ნო­ზი და მკურ­ნა­ლო­ბა, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და დი­ე­ტუ­რი და­ნა­მა­ტე­ბის მი­ღე­ბა.

მო­რი­ე­ლი

აგ­ვის­ტო სიმ­შვი­დი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის პე­რი­ო­დია ფი­ნან­სე­ბის­თვის. შე­საძ­ლოა გა­და­ი­დოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და შეხ­ვედ­რე­ბი, ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი. არ გა­მარ­თლდეს მო­ლო­დი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უფრო სან­დო პარტნი­ო­რე­ბის ძი­ე­ბას­თან და ხელ­საყ­რელ გა­რე­მო­ე­ბებ­თან. ეძე­ბეთ შე­სა­ფე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა თქვე­ნი ენერ­გი­ის, ფუ­ლის, ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის­თვის. თუ არ­ჩე­ვა­ნი დიდ ხარ­ჯებს ან სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნას გუ­ლის­ხმობს, არ გირ­ჩევთ აჩ­ქა­რე­ბას, რად­გან შე­სა­ფე­რი­სი, სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი მხო­ლოდ მო­მა­ვალ თვე­ში გა­მოჩ­ნდე­ბა. მო­გე­ბა გე­ლით, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ინ­სტრუქ­ცი­ებ­თან და კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან; ხართ ბუ­ღალ­ტე­რი, ეკო­ნო­მის­ტი, იუ­რის­ტი, თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი.

მშვილ­დო­სა­ნი

კა­ნო­ნი­სა და წეს­რი­გის დაც­ვა სარ­გებ­ლის მთა­ვა­რი წყა­რო გახ­დე­ბა. პე­რი­ო­დი ხელ­საყ­რე­ლია სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის, ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის­თვის, სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად, ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის მომ­ზა­დე­ბის­თვის, ლი­ცენ­ზი­ე­ბის მი­სა­ღე­ბად და გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დის­თვის. გირ­ჩევთ, ახა­ლი სა­მუ­შა­ოს ძებ­ნი­სას ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლოთ სტა­ბი­ლურ შე­მო­სა­ვალ­ზე, სო­ცი­ა­ლურ პა­კეტ­ზე და ნორ­მა­ლურ სა­მუ­შაო გან­რიგ­ზე. პროგ­რე­სი მო­სა­ლოდ­ნე­ლია 14 აგ­ვის­ტო­დან, რო­დე­საც იუ­პი­ტე­რი მარსს და­უ­კავ­შირ­დე­ბა. მათ­თვის, ვინც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია წარ­მა­ტე­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, და­ი­ვი­წყეთ პა­სი­უ­რო­ბა და გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა.

თხის რქა

მო­გი­წევთ უფრო ხში­რად გა­მო­ავ­ლი­ნოთ სა­კუ­თა­რი თავი. ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გა­უშ­ვათ ხე­ლი­დან. მე­წარ­მე­ებ­მა ისარ­გებ­ლეთ რეკ­ლა­მი­თა და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბით. 15-დან 19-მდე გა­რე­მო­ე­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვოს, რომ გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ნიჭი. კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ უპი­რა­ტე­სო­ბას მი­ი­ღებთ. შე­საძ­ლე­ბე­ლია ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კონ­კურ­სებ­ში და სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი გა­ი­მარ­ჯვე­ბენ. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა თქვენს მხა­რე­ზე იქ­ნე­ბა, ამი­ტომ თვის შუა რი­ცხვებ­ში ხელ­საყ­რე­ლია გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და სარ­ჩე­ლე­ბის შე­ტა­ნა ფულ­თან და ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მერ­წყუ­ლი

აგ­ვის­ტო­ში ვარ­სკვლა­ვე­ბი საქ­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო და აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლედ გაქ­ცე­ვენ. ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პიკი 19 აგ­ვის­ტოს დად­გე­ბა - სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე - თქვენს ნი­შან­ში. გე­ლო­დე­ბათ ახა­ლი იდე­ე­ბი და პერ­სპექ­ტი­ვე­ბი. ფუ­ლი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის ენერ­გია ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ორი­გი­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გარ­შე­მო, რომ­ლე­ბიც სცილ­დე­ბა ნაც­რის­ფერ რუ­ტი­ნას. ეს ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი მიდ­გო­მე­ბი იქ­ნე­ბა კრე­ა­ტი­უ­ლი მიდ­გო­მე­ბი და სა­მეც­ნი­ე­რო ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი. პრო­დუქ­ტე­ბი და სერ­ვი­სე­ბი, რომ­ლე­ბიც იწ­ვევს არა მხო­ლოდ მად­ლი­ე­რე­ბას, არა­მედ ყვე­ლა­ზე და­დე­ბით ემო­ცი­ებს, სი­ხა­რულს და სი­ა­მოვ­ნე­ბას, წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ყი­დე­ბა.

თევ­ზე­ბი

აგ­ვის­ტო­ში თქვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა ჰარ­მო­ნი­ის მიღ­წე­ვა პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, სა­დაც ფუ­ლიც და ქო­ნე­ბაც ფი­გუ­რი­რებს. გახ­შირ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და კომ­პრო­მი­სის ძი­ე­ბა, კო­ლექ­ტი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის მო­გე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის სა­კი­თხე­ბი, ქო­ნებ­რი­ვი და ფუ­ლა­დი დავა, რო­გორც ბიზ­ნეს­ში, ასე­ვე პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. კონ­ფლიქ­ტე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად შე­საძ­ლოა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი შუ­ა­მა­ვა­ლი – ად­ვო­კა­ტი დაგ­ჭირ­დეთ. გირ­ჩევთ, ყუ­რა­დღე­ბით წა­ი­კი­თხოთ შე­თან­ხმე­ბე­ბი­სა და კონ­ტრაქ­ტე­ბის პი­რო­ბე­ბი. გა­რი­გე­ბის წარ­მა­ტე­ბა დიდ­წი­ლად იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იუ­რი­დი­ულ და ფი­ნან­სურ ცოდ­ნა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია

აგვისტოს ფინანსური ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

აგვისტოს ფინანსური ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

აგვისტოში მერკური - ჩვენი გონების მმართველი და კომუნიკაციის პლანეტა რეტროგრადულია, ამიტომ ახალი საქმეების დაწყებას, ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას არ გირჩევთ, თუმცა, უმჯობესია, ასტროლოგიურ პროგნოზს გაეცნოთ თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:

ვერძი

აგვისტოში დროულად მოგიწევთ გადასახადების და ვალების გადახდა, არ გადადოთ საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები, დოკუმენტების შედგენა და ხელმოწერა. შეიძლება იყოს შფოთვა დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებასთან, ფულის გადარიცხვებთან და თანამშრომლობის შეთავაზებებთან.

14 აგვისტოდან ენერგიული მარსის შეერთება გავლენიან იუპიტერთან კეთილდღეობის ახალ იმედს მოგიტანთ. გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ მეტი და ისარგებლოთ არსებული სიტუაციებიდან. ახალი პროექტის დაწყება მოლოდინს გაამართლებს.

კურო

თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა ქალწულში დარჩება თითქმის მთელი აგვისტო, რაც დადებითად აისახება თქვენს შრომისუნარიანობაზე. საუკეთესო შედეგებს მიაღწევთ პროფესიაში. ამასთან, არ გირჩევთ უცნობ სფეროებში გადასვლას, არაჩვეულებრივი საქმიანობით დაკავებას ან ახალი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენებას. და თუ ახალ გუნდში აღმოჩნდებით, მაშინ ადაპტაცია ნელი იქნება. გაზრდილი მოგება ელით მეწარმეებს, რომლებიც წარმოებით არიან დაკავებულნი ან ქმნიან რაღაცას საკუთარი ხელით.

6-დან 17 აგვისტომდე პერიოდი ყველაზე ხელსაყრელია საქონლის შესაძენად, ვიდრე მომსახურების. უმჯობესია ძვირად ღირებულ სერვისებში ფულის გადახდა მომავალ თვემდე გადადოთ.

ტყუპი

თქვენი შეუპოვრობა, დისციპლინა, მოთმინება და შრომისმოყვარეობა აგვისტოში მოგების მთავარი პირობა იქნება. და შესაბამისად, მათი ნაკლებობა, გამოიწვევს ფინანსურ ნაკლებობას. თქვენი მიზნების მიღწევა დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ აგვისტო უფრო აქტუალურია დასვენებისთვის. დაქვემდებარებულებისთვის რთული პერიოდი მოდის. სავარაუდოა სამუშაო პასუხისმგებლობის გაზრდა, დამატებითი დატვირთვა და რთული ამოცანებისა და დავალებების მიღება. მაგრამ ხელსაყრელია პასუხისმგებლობის დაკისრება სხვებისთვის. ფინანსური წარმატება გელით თუ ხართ: ექიმი, ფსიქოლოგი, კოსმეტოლოგი, ქოუჩი, იურისტი, მშენებელი, და შემკეთებელი.

კირჩხიბი

შეგიძლიათ იქირაოთ საცხოვრებელი ფართები, დააბანდოთ ფული პროცენტით, ინვესტიცია განახორციელოთ ვალუტაში, აქციებსა და ძვირფას ლითონებში. მაგრამ არ არის რეკომენდებული სხვა ადამიანების რესურსების მოზიდვა. საკუთარი ძალისა და შესაძლებლობების იმედი გქონდეთ, რაც გპირდებათ ნახტომს სამუშაოში, კარიერასა და ბიზნესში. ხელსაყრელი ფინანსური პერსპექტივები გელის, თუ აგვისტოში გააფორმებთ ნებისმიერ ექსკლუზიურ და საავტორო უფლებას - სავაჭრო ნიშანს და პატენტს. თქვენს ბრენდს ნათელი მომავალი ელის! თქვენ უნდა იზრუნოთ თქვენს სტილზე, რაც დაგეხმარებათ გახდეს უფრო ცნობადი, მოთხოვნადი და წარმატებული.

ლომი

ხელსაყრელია ძველ პროექტებთან მიბრუნება, სამუშაოს მოძებნა, გარიგებების გადახედვა და ძვირად ღირებული ნივთების შეძენა. ბუნებრივი ქვები და ოქრო იქნება ფულადი ენერგიის აკუმულატორები. შეგიძლიათ შეიძინოთ სამკაულები, რომლებიც გახდება ფულის თილისმა.

22 აგვისტოდან გახშირდება კომუნიკაცია, საუბრები, მიმოსვლა მნიშვნელოვანი ზარების, წერილების და შეტყობინებების მიღება. თუ წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გელით, კარგად უნდა მოემზადოთ.

ქალწული

აგვისტოში ფულს იოლად მოიზიდავთ. გაგიმართლებთ, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მაგალითად, სავაჭრო ბიზნესთან, კვებასთან, სამოსთან და მედიკამენტებთან. ეფექტური იქნება ფიზიკური შრომა და ხელნაკეთობები. თქვენი მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადული იქნება თქვენსავე ნიშანში 5-დან 28 აგვისტომდე. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული. შეცდომებისა და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, უფრო ხშირად უნდა დაათვალიეროთ თარიღები და შეხედოთ საათს! ციფრებთან და დოკუმენტებთან მუშაობა მეტ დროს და კონცენტრაციას მოითხოვს.

სასწორი

გაგიმართლებთ, თუ საქმიანობთ მედიცინასთან, ფარმაკოლოგიასთან, ვეტერინარულ მედიცინასთან, ფლორისტიკასთან, ყვავილების ბიზნესთან და სოფლის მეურნეობასთან. ხელსაყრელია ავეჯის, სამშენებლო მასალების, ხელსაწყოების, აღჭურვილობის, შინაური ცხოველების, მცენარეებისა და მოვლის საშუალებების შესაძენად. აგრეთვე, ხის, ლითონისა და ქვისგან დამზადებული ნებისმიერი პროდუქტის შესაძენად. წარმატებული იქნება პრევენცია, დიაგნოზი და მკურნალობა, მედიკამენტები, ვიტამინებისა და დიეტური დანამატების მიღება.

მორიელი

აგვისტო სიმშვიდისა და სტაბილურობის პერიოდია ფინანსებისთვის. შესაძლოა გადაიდოს მოლაპარაკებები და შეხვედრები, ტრანზაქციები. არ გამართლდეს მოლოდინები, რომლებიც დაკავშირებულია უფრო სანდო პარტნიორების ძიებასთან და ხელსაყრელ გარემოებებთან. ეძებეთ შესაფერის მიმართულება თქვენი ენერგიის, ფულის, ცოდნისა და უნარებისთვის. თუ არჩევანი დიდ ხარჯებს ან სამსახურის პოვნას გულისხმობს, არ გირჩევთ აჩქარებას, რადგან შესაფერისი, საუკეთესო ვარიანტი მხოლოდ მომავალ თვეში გამოჩნდება. მოგება გელით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია ინსტრუქციებთან და კანონმდებლობასთან; ხართ ბუღალტერი, ეკონომისტი, იურისტი, თანამდებობის პირი.

მშვილდოსანი

კანონისა და წესრიგის დაცვა სარგებლის მთავარი წყარო გახდება. პერიოდი ხელსაყრელია სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისთვის, ოფიციალური დოკუმენტების მომზადებისთვის, სამართლებრივი საკითხების გადასაჭრელად, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისთვის, ლიცენზიების მისაღებად და გადასახადების გადახდისთვის. გირჩევთ, ახალი სამუშაოს ძებნისას ყურადღება გაამახვილოთ სტაბილურ შემოსავალზე, სოციალურ პაკეტზე და ნორმალურ სამუშაო განრიგზე. პროგრესი მოსალოდნელია 14 აგვისტოდან, როდესაც იუპიტერი მარსს დაუკავშირდება. მათთვის, ვინც ორიენტირებულია წარმატებასა და კეთილდღეობაზე, დაივიწყეთ პასიურობა და გაჭიანურება.

თხის რქა

მოგიწევთ უფრო ხშირად გამოავლინოთ საკუთარი თავი. ფულის გამომუშავების შესაძლებლობა არ გაუშვათ ხელიდან. მეწარმეებმა ისარგებლეთ რეკლამითა და პრეზენტაციებით. 15-დან 19-მდე გარემოებებმა შეიძლება მოითხოვოს, რომ გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები, შესაძლებლობები და ნიჭი. კონკურენტულ გარემოში განსაკუთრებულ უპირატესობას მიიღებთ. შესაძლებელია ინტერვიუები, მონაწილეობა კონკურსებში და სხვა ღონისძიებებში, სადაც საუკეთესოები გაიმარჯვებენ. სამართლიანობა თქვენს მხარეზე იქნება, ამიტომ თვის შუა რიცხვებში ხელსაყრელია განცხადებებისა და სარჩელების შეტანა ფულთან და ქონებასთან დაკავშირებით.

მერწყული

აგვისტოში ვარსკვლავები საქმიანი ცხოვრებისა და ბიზნესის ყველაზე თვალსაჩინო და აქტიურ მონაწილედ გაქცევენ. ფინანსური შესაძლებლობების პიკი 19 აგვისტოს დადგება - სავსემთვარეობაზე - თქვენს ნიშანში. გელოდებათ ახალი იდეები და პერსპექტივები. ფულისა და კეთილდღეობის ენერგია ფოკუსირებული იქნება ორიგინალური პროექტების გარშემო, რომლებიც სცილდება ნაცრისფერ რუტინას. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მომგებიანი მიდგომები იქნება კრეატიული მიდგომები და სამეცნიერო ექსპერიმენტები. პროდუქტები და სერვისები, რომლებიც იწვევს არა მხოლოდ მადლიერებას, არამედ ყველაზე დადებით ემოციებს, სიხარულს და სიამოვნებას, წარმატებით გაიყიდება.

თევზები

აგვისტოში თქვენი მთავარი მიზანი იქნება ჰარმონიის მიღწევა პარტნიორულ ურთიერთობებში, სადაც ფულიც და ქონებაც ფიგურირებს. გახშირდება მოლაპარაკებები და კომპრომისის ძიება, კოლექტიური პროექტების მონაწილეებს შორის მოგების განაწილების საკითხები, ქონებრივი და ფულადი დავა, როგორც ბიზნესში, ასევე პირად ცხოვრებაში. კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა პროფესიონალი შუამავალი – ადვოკატი დაგჭირდეთ. გირჩევთ, ყურადღებით წაიკითხოთ შეთანხმებებისა და კონტრაქტების პირობები. გარიგების წარმატება დიდწილად იქნება დამოკიდებული იურიდიულ და ფინანსურ ცოდნაზე.