ავტორი:

აგვისტოს მნიშვნელოვანი მოვლენები: ცვლილებები მოსალოდნელია პირად ურთიერთობებშიც, ფინანსებშიც, კარიერაშიც, გვაქვს საფრთხილო დღეებიც...

აგვისტოს მნიშვნელოვანი მოვლენები: ცვლილებები მოსალოდნელია პირად ურთიერთობებშიც, ფინანსებშიც, კარიერაშიც, გვაქვს საფრთხილო დღეებიც...

ზაფხულის ბოლო თვე საინტერესო მოვლენებითაა აღსავსე. პლანეტები ერთი ნიშნიდან მეორეში გადაბრძანდებიან და ცვლილებებსაც მოგვიტანენ. პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც აგვისტოში გველოდება არის "ლომის კარიბჭე". ეს არის ჯადოსნური პერიოდი, რომელიც წელიწადში ერთხელ გვაქვს. ეცადეთ, 12 აგვისტომდე დილით ადრე ადგეთ, შეეგებოთ მზის ამოსვლას, დაიწყოთ ახალი საქმეები, სასურველია, დილის 7-დან 9 საათამდე იყოთ სუფთა ჰაერზე, ისეირნოთ და დაიმუხტოთ მზის ენერგიით, თუმცა, დღის განმავლობაში მზის გულზე ყოფნას არ გირჩევთ, კოსმოსიდან დიდი ენერგია მოდის. 23 აგვისტომდე მზე ლომშია. 23-ში კი ქალწულში გადავა ერთი თვით. ზოდიაქოს ნიშნის მიუხედავად ადამიანებში მეტად გამოვლინდება ლომის თვისებები. ლომისებური მზე არის მეფური, შემოქმედებითი; მომართული სიამოვნების მიღებაზე, დღესასწაულების მოწყობაზე. მოგინდებათ საკუთარი თავის განებივრება ლამაზი ნივთებით, ძვირფასეულობით, გემრიელობებით. იყავით მზრუნველი ბავშვების მიმართ. ამასთან, არ გირჩევთ ამბიციურობას, სხვებზე მბრძანებლობას. ახლა კი მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად:

აგვისტოს პირველი კვირა ცოტა დაძაბულია და მაქსიმალურ სიფრთხილეს მოითხოვს. 2-ში მარსი (აგრესია, ომი, ენერგია) და ურანი (მოულოდნელობა, ელექტროობა) ერთიანდებიან კუროში, ორივესთვის უსიამოვნო ზოდიაქოს ნიშანში და მათ გვერდითაა აღმავალი კვანძი, რომელიც ერთი მხრივ წინსვლისკენ გვაიძულებს სიარულს და მეორე მხრივ გვცდის, გვიქმნის დაბრკოლებებს. ამ პერიოდში მომატებულია: ტრავმულობა, ავარიულობა, დაძაბულობა, კატასტროფულობა. ვართ ფრთხილად მჭრელ ბასრ საგნებთან, ელექტროობასთან. ფრთხილად საჭესთან, ნებისმიერი ტრანსპორტის. გარშემო მყოფებში მოიმატებს აგრესიულობა, ჩხუბისთვის მიზეზის ძიება საჭირო არ გახდება და ამიტომ ფრთხილად. 3-ში მზე, რომელიც ახლა ლომშია (ეგო, ამბიცია), დაძაბულ ასპექტს ქმნის კარმულ კვანძებთან, სატურნთან, რომელიც ახლა მერწყულშია (ჩარჩოები, შეზღუდვა). გახშირდება დაპირისპირება პიროვნებასა და საზოგადოებას, კოლექტივს შორის. 5 აგვისტოს ამ რთულ კომბინაციებს უერთდება მორიელში მყოფი მთვარეც (ემოციები, ხალხი) ნუ მიიღებთ საბედისწერო გადაწყვეტილებებს ემოციებს აყოლილი. იყავით დაკვირვებული და გააზრებული. არ ჩაერიოთ პროვოკაციაში, კამათში; მიმართეთ თქვენი ენერგია კეთილი საქმის კეთებისკენ.

4 აგვისტოს მერკური ქალწულში გადავა, 26 აგვისტოს კი უკვე - სასწორში. 26 აგვისტომდე მოიმატებს შრომისუნარიანობა, სკეპტიციზმი. კარგი პერიოდი გელოდებათ გონებრივი საქმიანობით დაკავებულებს. ადამიანებს მოუნდებათ ყველაფრის გადამოწმება, დეტალებზე ჩაკირკიტება. გახდებით რაციონალური და მეტად ბრძენი. ყურადღებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. მერკური არის შუამავალი და სასწორისეული მერკური არის მეტად ინტელექტუალი, მომართული პარტნიორული ურთიერთობების დარეგულირებაზე, საჭირბოროტო საკითხების დიპლომატიურად მოგვარებაზე. 26 აგვისტოდან შესაძლებელი გახდება მოლაპარაკებების გამართვა, შეთანხმება ზოგიერთ საკითხზე, რაც აქამდე რთული იყო. ეცადეთ, რომ თქვენი დანაპირები შესრულებული საქმით დასრულდეს. 16 აგვისტოს მერკური ურანის მეგობრული ასპექტი გველოდება და იოლად, ორიგინალურად მოაგვარებთ საქმეებს, დაგებადებათ ახალი, გენიალური იდეები, მოიმატებს ინტელექტის დონის ამაღლების სურვილი.

7 აგვისტოს მარსი სატურის რთული ასპექტი გველოდება. მოიმატებს დაძაბულობა, კონფლიქტურობა, ბრძოლა ძალაუფლებისთვის. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას უფროსებთან (ასაკითაც და თანამდებობითაც). გაფრთხილდით, მოერიდეთ ტრავმულ, სტრესულ, ავარიულ სიტუაციებს. აგრეთვე, თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ. ამავე დღეს, ვენერა სასიამოვნო ასპექტს ქმნის ნეპტუნთან, მარტოხელებს ახალი რომანის დაწყების შანსი გეძლევათ. ეს არის ფლირტის, რომანტიკის დრო. ზოგიერთს გასაიდუმლოებული შეხვედრა გელოდებათ ან ფარული რომანის დაწყება. ამასთან, ილუზიებში ნუ გაეხვევით და ნუ გააიდეალებთ ადამიანებს. მოერიდეთ ბუნდოვანებას ურთიერთობაში. 9 აგვისტოს ვენერა დაუპირისპირდება პლუტონს და ამ დღეს პლუს/მინუს 2 დღე მაქსიმალურად ფრთხილად მოაგვარეთ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები. ქალბატონებო, არ გირჩევთ კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებას. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს, ძვირფასეულობას. არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაში მოსალოდნელია გამოცდა, ტრანსფორმაცია. მოერიდეთ ეჭვიანობას.

11 აგვისტოს ვენერა ლომს ესტუმრება; მანამდე იქნება კირჩხიბში და ამის შესახებ სტატია დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. საუკეთესო დროა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ადამიანებში მოიმატებს რომანტიკული განწყობა. მოგინდებათ საყვარელი ადამიანის განებივრება ძვირფასი საჩუქრებით. საკუთარი თავისთვის ძვირად ღირებული, ლამაზი ნივთების შეძენა. გარდა ამისა, ვენერა არის ფული და მატერიალური მდგომარეობა შეიძლება გაიუმჯობესოთ ჰობით, ან ფული მოგიტანოთ წვეულებების, დღესასწაულების მოწყობამ. 18-ში კი ვენერა სასიამოვნო ასპექტს შექმნის იუპიტერთან. ეს არის სიყვარული, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების პერიოდი. მიიღებთ დახმარებას გულუხვი, წარმატებული ადამიანისგან. საყვარელი ადამიანი ძვირფას საჩუქარს მოგიძღვნით. შეყვარებულებისთვის საფრთხილო დღეა 27 აგვისტო (პლუს/მინუს 2 დღე). ვენერა უპირისპირდება ურანს. გელოდებათ ხანმოკლე, მაგრამ დაუვიწყარი რომანი, ფულის ფლანგვა სიყვარულის, შემოქმედების გამო. აი, წყვილები კი ფრთხილად უნდა იყოთ, რომ სასიყვარულო კავშირი მოულოდნელად, უცნაური მიზეზის გამო არ გაწყვიტოთ. მომდევნო დღეს 28-ში ახლა სატურნს დაუპირისპირდება ვენერას და ნუ გაართულებთ, გააცივებთ რომანტიკულ ურთიერთობას. ზოგიერთმა წყვილმა შეიძლება ოფიციალურად განქორწინება გადაწყვიტონ.

12 აგვისტოს, 05:35-ზე ველოდებით სავსემთვარეობას მერწყულის ნიშანში. ამ დღეს მომატებულია ემოციურობა, მერწყული კი თავისუფლებისმოყვარე ნიშანია, რომელიც ვერ იტანს შეზღუდვებს და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ზოგიერთი ადამიანი საკუთარ მოსაზრებას ორიგინალურად გამოხატავს, ან არსებული წესების, სისტემის წინააღმდეგ გაილაშქრებს. გამორიცხული არაა, ადამიანები ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ და რევოლუცია მოინდომონ. მოიცილებთ ყველაფერს, რაც გიშლით ხელს განვითარებაში და დაასრულეთ მიტოვებული პროექტები. სავსემთვარეობის შესახებ მოგვიანებთ ვრცელ სტატიას შემოგთავაზებთ ასტროლოგიური პროგნოზით.

14 აგვისტოს კი მზე დაუპირისპირდება სატურნს. შეიძლება შეფერხდეს საქმეები, მოლაპარაკებები. სიტუაცია ერთ წერტილზე გაიყინოს. უმჯობესია, დაელოდოთ რთული ასპექტის გადასვლას (პლუს/მინუს2 დღე) და მერე გაგრძელოთ მოქმედება.

20 აგვისტოდან მარსი ტყუპში იქნება. იქნება ბევრი ლაპარაკი საქმის კეთების ნაცვლად. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ადამიანები დაგპირდებიან რამის გაკეთებას, მაგრამ რეალურად არ შეასრულებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ვენერა ლომშია და მარსი - ტყუპში, შეიძლება მოვისმინოთ ხმამაღალი ლოზუნგებიც. ზოგიერთი კი ერთდროულად რამდენიმე საქმეს შეეჭიდება. ნუ აჰყვებით ჭორებს, ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

23 აგვისტოს მზე ქალწულს ესტუმრება. ქალწული არის პედანტური, პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე ნიშანი. ადამიანების უმეტესობას ჩაერთვება ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება. მოგინდებათ დეტალებში გარკვევა, წვრილმანებზე დაკვირვება, მიღებული ინფორმაციების გადამოწმება. 23 სექტემბრამდე მზე იქნება ქალწულში და ამ პერიოდში მოაწესრიგეთ თქვენი საქმეები, გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა.

24 აგვისტოს კუროში მყოფი ურანი რეტროგრადულ სვლაში გადავა. გადახედეთ თქვენს ფინანსებს, საბანკო სექტორთან მუშაობას; გაანალიზეთ თქვენი შემოსავალ-გასავალი. გადახედეთ ჩატარებულ საბანკო-საფინანსო ოპერაციებს. შეიძლება გაისტუმროთ ვალები. შეიძლება კარდინალურად შეიცვალოთ გარემო - მოიცილოთ ადამიანები, სიტუაცია, რაც განვითარებაში გიშლით ხელს.

27 აგვისტოს, 12:16-ზე ველოდებით ახალმთვარეობას ქალწულის ნიშანში. იყავით მომართული საქმეებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. დაისახეთ ის მიზანი, რაც კონკრეტულ შედეგს მოგიტანთ. უნდა იყოთ მეტად დისციპლინირებული, მოწესრიგებული გქონდეთ საბუთები, პირადი ნივთები. შეიძინეთ მხოლოდ საჭირო და აუცილებელი ნივთები. ქალწულს, სადაც ახალმთავრეობაა, ზედმეტი ფულის ფლანგვა არ უყვარს, მას თითოეული ლარი გათვლილი აქვს. დაისახეთ ახალი მიზნები. ახალმთვარეობის შესახებ მოგვიანებთ ვრცელ სტატიას შემოგთავაზებს ასტროლოგიური პროგნოზით.

ბედნიერ აგვისტოს გისურვებთ!