აგვისტო ორაზროვანი და საინტერესო მოვლენებით აღსავსე თვეა. მთელი თვის განმავლობაში იქნება რთული და ემოციურად დატვირთული სიტუაციები, რომლებიც დაკავშირებულია პარტნიორებთან (დიპლომატიური, ახლო, საქმიანი, პირადი და ა.შ.) ყოფილებთან ურთიერთობის განახლების ცდუნება დიდი იქნება, მაგრამ კარგს არაფერს გამოიწვევს. მოდი, განვიხილოთ აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი უფრო დეტალურად:
1 აგვისტოდან 5 აგვისტომდე - მზე ჰარმონიულ ასპექტშია ჩრდილოეთ კარმულ კვანძთან - გამოჩნდება გრძელვადიანი პერსპექტივები სამხედრო სფეროში ახალ კონცეფციებთან დაკავშირებით. მსოფლიო ლიდერები ახალი იდეებისა და წინადადებების განხილვას დაიწყებენ. პიროვნულ დონეზე, ეს არის დრო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გამოვავლინოთ ჩვენი სრული შემოქმედებითი პოტენციალი და მივყვეთ ბედისწერის ნიშნებს. ჩვენ გვექნება შესანიშნავი შესაძლებლობა გამოვხატოთ საკუთარი თავი და მივიღოთ ახალი გამოცდილება ჩვენს პირად რუკაში მზის პოზიციის შესაბამისად.
3-დან 6 აგვისტომდე - შეიძლება ბევრი ინფორმაცია მოვისმინეთ უპირველეს ყოვლისა სამხედრო საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა კატასტროფების შესახებ და ეს ასევე შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის კატასტროფა და უბედური შემთხვევები. ამიტომ ამ დროს სასურველია არ იმოგზაუროთ და ფრთხილად იყოთ ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტის მართვისას.
4 აგვისტო - ახალმთვარეობა - 15:12-ზე, ლომის მე-13 გრადუსზე. ეს არის ახლის დაწყების, განახლების პერიოდი, კარგი იქნება საკუთარი თავის მეტად გამოვლენა შემოქმედებით სფეროებში. ნუ იქნებით ეგოისტური. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს, დასვენებას, ფლირტს, რომანტიკას.
5-დან 29 აგვისტომდე ვენერა ქალწულში იქნება - არ არის შესაფერისი სასიყვარულო, რომანტიკული და ფინანსური საკითხების მოგვარება. შესანიშნავი დროა სამსახურში საკუთარი თავის გამოსავლენად. წარმატებული იქნება ხელოვნებისა და სილამაზის სფეროები (სილამაზის სალონები, სამოდელო ბიზნესი, კოსმეტიკა და ა.შ.) მაგრამ არასასურველია პლასტიკური ქირურგიის და სილამაზის ინიექციების გაკეთება; ყოველდღიურობაში: ჩაიცვით სადად, იყავით მოკრძალებული, შრომისმოყვარე, გონივრული და პრაქტიკული.
5-დან 29 აგვისტომდე მერკური რეტროგრადული ხდება: 14 აგვისტომდე ქალწულში, 15 აგვისტოდან კი ლომის ნიშანს დაუბრუნდება. ეს საუკეთესო თვეა, რათა წარსულიდან რაღაცები დაასრულოთ ან გადააკეთოთ. არ დაიწყოთ ახალი ბიზნესი, არ შეიძინოთ ბილეთები, სიფრთხილე გმართებთ დოკუმენტაციასთან, სასწავლო პროცესებთან ან მოგზაურობასთან. ახალ ნაცნობებს კრიტიკულად უნდა მიუდგეთ, ნუ დაიახლოებთ, ნუ გაუმხელთ საიდუმლოებებს.
6 აგვისტოდან 22 აგვისტომდე (ზუსტი შეერთება 14 აგვისტოს) მარსის შეერთება იუპიტერთან გლობალურ დონეზე მოგვიტანს ფართომასშტაბიანი და ამბიციური პროექტების განხორციელებას. ისინი შეიძლება დაკავშირებული იყოს სამხედრო თემებთან, სპორტთან, საზოგადოებრივ საქმეებთან, მეცნიერებასა და იურისპრუდენციასთან. პიროვნულ დონეზე: ეს ასპექტი შეამოწმებს ჩვენი სოციალური პრიორიტეტების სიძლიერეს. მნიშვნელოვანია, არ უღალატოთ საკუთარ თავს და იმოქმედოთ იდეალებისა და რწმენის შესაბამისად. ნეგატიურად, ამ ასპექტმა შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები სხვა ადამიანებთან საზოგადოებაში ჩვენი პოზიციისა და სტატუსის გამო. ასევე, ჩვენმა სურვილმა, რომ ყველაფერი ერთდროულად გავაკეთოთ, შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი მუშაობა, ან ავტორიტეტის დაკარგვა, ან პრობლემები ჯანმრთელობასთან.
15-დან 22 აგვისტომდე (ზუსტი ასპექტი 19 აგვისტოს) ვენერა უპირისპირდება იუპიტერს - შეგვიპყრობს გართობის წყურვილი, მასშტაბურად და დემონსტრაციულად გამოსვლის სურვილი. რაც სიამოვნებასთან ერთად მოგვიტანს რეზონანსს და საზოგადოებრივ შეფასებას. სწორედ ამას უნდა მოერიდოთ, რადგან შეიძლება უსიამოვნო სიტუაციებში მოხვდეთ. ასევე არ არის მიზანშეწონილი ამ დროს ფულის ფლანგვა. მოგვიანებით შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს ნივთი საერთოდ არ გჭირდებათ. კოსმეტოლოგებთან, პლასტიკურ ქირურგებთან და სილამაზის სალონებში ვიზიტები არ დაგაკმაყოფილებთ, უფრო მეტიც, შეიძლება უკმაყოფილო და იმედგაცრუებული დარჩეთ. ფინანსური საკითხებიც ფრთხილად უნდა მოგვარდეს.
17-დან 21 აგვისტომდე (ზუსტი ასპექტი 19 აგვისტო) მზის შეერთება მერკურისთან - ამ დროს შეგვიძლია მოვისმინოთ ინფორმაცია ცნობილი ადამიანებზე ან მსოფლიოში გავლენის მქონე პიროვნებებზე. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი. ამასთან ინფორმაცია შეიძლება იყოს უსიამოვნო. ამ ასპექტის დადებითი მხარე ისაა, რომ ეს პერიოდი კარგია ინტელექტუალური და შემოქმედებითი მუშაობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ იმ ინფორმაციას, რომელიც თითოეულ ჩვენგანთან მოდის, ეს იქნება მნიშვნელოვანი და აუცილებელი!
17-დან 22 აგვისტომდე (ზუსტი ასპექტი 19 აგვისტოს) ვენერასა და სატურნი დაძაბული ასპექტი - რომანტიკული ურთიერთობებისთვის ეს რთული პერიოდია, ამიტომ ჯობია, ამ მომენტში პირადი შეხვედრები გადადოთ. ჩვენი გრძნობები და სურვილები სერიოზულ დაბრკოლებებს წააწყდება და იძულებული გავხდებით შევეგუოთ ამას. შესაძლოა ურთიერთობაში დროებითი განშორება, პარტნიორების ერთმანეთის მიმართ გაცივება.
16-დან 29 აგვისტომდე (ზუსტი ასპექტი 23 აგვისტოს) მარსი ეჩხუბება ვენერას - მამაკაცები შეიძლება უცნაურად და თამამად მოიქცნენ, ქალებთან ურთიერთობისას. ამიტომ, მამაკაცსა და ქალს შორის კონფლიქტის ალბათობა მაღალია. ხშირად ასეთი ტრანზიტის დროს ეჭვიანობის გამო ბევრი უსიამოვნება ხდება და ეს გასათვალისწინებელია.
19 აგვისტო - სავსემთვარეობა გველოდება მერწყულის 28 გრადუსზე, 22:25-ზე. ეს არის დასრულების, შედეგის დადების პერიოდი და დაფიქრდით, რა უნდა დაასრულოთ.
22 აგვისტოს მზე გადადის ქალწულში - ადამიანები უფრო მშვიდი და რაციონალურები გახდებიან. მოიმატებს ინტელექტუალურ და ხელოსნურ საქმიანობაში ჩართვის სურვილი. იზრუნებთ ჯანმრთელობაზე, სისუფთავეზე ყველა სფეროში.
25-დან 29 აგვისტომდე (ზუსტი ასპექტი 27 აგვისტოს) ვენერას მეგობრული ასპექტი ურანთან მოგვიტანს მოულოდნელ ნაცნობობას, რომანტიკულ თავგადასავლებს, ფლირტს.
25-დან 31 აგვისტომდე (ზუსტი ასპექტი 28 აგვისტოს) ვენერას და ნეპტუნის დაძაბული ასპექტი - არ გირჩევთ ღრუბლებში ფრენას, არ მოტყუვდეთ, მათრობელა საშუალებები არ მიიღოთ.
26-დან 31 აგვისტომდე (ზუსტი ასპექტი 28 აგვისტოს) ვენერას მეგობრული ასპექტი პლუტონთან - იმატებს ვნება, იმპულსურობა, მოგინდებათ მიაღწიოთ სასურველს. კარგი დროა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად!
29 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე - ვენერა გადადის სასწორში - თავის ნიშანში - სასიყვარულო და რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად და გასავითარებლად კარგი დროა. შესანიშნავი დროა სილამაზისა და ესთეტიკის სალონებში, გამოფენებზე, კონცერტებზე, რესტორნებში წასასვლელად.
29-დან 31 აგვისტომდე ფრთხილად ნებისმიერ ელექტრომოწყობილობასთან. ყველაფერი, რაც ელექტროენერგიით იკვებება, შეიძლება გაფუჭდეს. თუ აუცილებლობა არაა, არ იმგზავროთ თვითმფრინავით, ავტომობილით, არ იყიდოთ ბილეთები და არ წახვიდეთ სამოგზაუროდ, თუ შესაძლებელია, რა თქმა უნდა.