ეცადეთ, გვერდით ისეთი ადამიანი გყვადეთ, ვისგანაც ემოციურ მხარდაჭერს მიიღებთ. გააქტიურდით მემკვიდრეობის მოსათხოვნად, პარტნიორის ფულების გონივრულად დასაბანდებლად. აქვე უნდა გადაფრთხილოთ, ექსტრემალურ სიტუციებში მეტი დაკვირვება და სიდინჯე უნდა გამოვლინოთ. საკუთარი თავის მიმართ ისედაც ზედმეტად მომთხოვნი ხართ და საქმეებს საუკეთესოდ ასრულებთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები, რის გამოც თავს დამოუკიდებელ ადამიანად იგრძნობთ. შეიძლება ფული დააბანდოთ სარფიან საქმეებში. ან დააბრუნოთ ვალი.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
თვის დასაწყისში სამსახურში მეტი დაკვირვება გმართებთ, შეიძლება დაძაბულ, ექსტრემალურ სიტუაციაში მოგიწიოთ მუშაობამ. აგვისტოს შუა თვიდან სიტუაცია გაგიუმჯობესდებათ. გაგიმარტივდებათ საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვა. ზოგიერთმა შეიძლება პირადი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტოს. ნუ გექნებათ პარტნიორების იმედი, ყველა რთული საკითხი თქვენი მოსაგვარებელი გახდება. თვის ბოლოს მოგზაურობა. საინტერესო ადამიანებთან ფილოსოფიურ თემებზე საუბარი მოგინდებათ. შეიძლება საინტერესო შემოთავაზებები მიიღოთ საზღვარგარეთიდან. ზოგიერთი შეიძლება კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწეროს ან უცხო ენების შესწავლა დაიწყოს, ეს კიდევ უფრო მეტად დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში.
ფული და სიყვარული
მეტი დრო უნდა დაუთმოთ სიყვარულისა და მეგობრობის თემას. მარტოხელები გააქტიურდებით მეწყვილის ძიებაში. “ვინც ეძებს - პოულობს“ და თქვენც აუცილებლად გაგიმართლებთ. იღბალი რამდენიმე საინტერესო შეხვედრას გპირდებათ. ერთი კი აუცილებლად გადაიზრდება მყარ და საიმედო ურთიერთობაში. დაწყვილებულები გააუმჯობესებენ ერთმანეთთან დამოკიდებულებას. დატკბებიან რომანტიკითა და ერთმანეთის მიმართ თბილი დამოკიდებულებით. აგვისტო ის თვეა, როცა სრულად შეიგრძნობთ ოჯახური ცხოვრების ბედნიერებას. ფინანსური მდგომარეობა მთლად იდეალურად არ გაქვთ. არაფერი ძვირად ღირებული არ შეიძნოთ. ფულის ეკონომიურად ხარჯვას კი თქვენ ვერავინ გასწავლით. სასურველია, მხოლოდ ოჯახური, აუცილებელი ხარჯით შემოიფარგლოთ.
ჯანმრთელობა
ეცადეთ, ფიზიკურად არ გადაიღალოთ. ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. გაუფრთხილდით ხერხემალს. კარგ შედეგს მოგიტანთ მსუბუქი მასაჟი. ხოლო თუ ადრეც გაწუხებდათ, არ დააყოვნოთ მკურნალობა. მეტად დაისვენეთ, სასურველია, მშობლიურ გარემოში გაატაროთ მეტი დრო, სადაც მოგივლიან და მოგეფერებიან.
ქალებისთვის
დაგეგმარებისა და გეგმების ჩამოწერისგან აქტიურ ქმედებაზე გადადით. თქვენ დაბრკოლებები ვერ შეგაშინებთ, ყველა უსიამოვნებას მარტივად გაართმევთ თავს. საშუალება მოგეცემათ განახორციელოთ ადრე დაგეგმილი საქმეები, შემოქმედებითი იდეები. დაუმეგობრიდით ადამიანებს, ვისზეც თქვენი წინსვლაა დამოკიდებული. კარგი თვეა თქვენი ოჯახური უსიამოვნებების მოსაგვარებლად. ზოგიერთ შემთხვევაში, ზედმეტი ვალდებულების საკუთარ თავზე აღება მოგიწევთ.
მამაკაცებისთვის
თვის დასაწყისში მოერიდე უსიამოვნო ადამიანებთან შეხვედრას, საუბრებს, საქმეებს. ეს სასიკეთეს არაფერს მოგიტანთ. აგვისტოს მეორე ნახევარში გაგიადვილდებათ საერთო ენის გამონახვა გარშემო მყოფებთან. დაქორწინებულების ცხოვრებაში სიტკბო და ჰარმონია დაისადგურებს. მარტოხლებს კი მეორე ნახევართან შეხვედრის შანსი გაგიასმაგდებათ. მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა.