აგვისტოში ყურადღებას ითხოვს ინფორმაციასთან მუშაობა, იყავით დაკვირვებული, ეცადეთ გადაამოწმოთ უმნიშვნელო დეტალიც კი. კონკრეტულ საკითხზე შეიძლება დაგჭირდეთ სპეციალისტის რჩევა და ეცადეთ, კომპეტენტურ ადამიანს მიმართოთ. საქმეების პარალელურად ყურადღება არ მოაკლოთ ნათესავებს. მეტი მზრუნველობა გმართებთ და-ძმების მიმართ. გახშირდება მათთან კონტაქტი მიმოსვლა ქალაქგარეთ მცხოვრებ ახლობლებთან. ახალი მეგობრები შეიძლება უჩვეულო გარემოშიც კი გაიცნოთ და დაუახლოვდეთ. გააუმჯობესეთ უკვე არსებული კავშირიც. მოერიდეთ კოლეგების ექსპლუატაციას, დაუფასეთ მათ შრომა.
მთელი აგვისტო ინტელექტუალური საქმიანობის, სწავლის, კონტაქტების გაუმჯობესების, ექსკურსიებზე გამგზავრების სურვილი გექნებათ. მოიმატებს მჭერმეტყველების სურვილი, ზოგიერთმა შეიძლება ლიდერის თვისებებიც კი გამოავლინოს. თუმცა, ისე იმოქმედეთ, რომ არავინ გაანაწყენოთ. ახალ პროექტებზე მუშაობისას შეიძლება თავით გადაეშვათ საქმიანობაში და დააზაროლოთ პირადი ცხოვრება, შეგეზღუდოთ დამოკიდებულება ნათესავებთან. თუ უცხო ენის გაღრმავება საპირებთ, გირჩევთ, ამ ენის მატარებელს დაუმეგობრდეთ, ურთიერთობაში უფრო მეტს ისწავლით, ვიდრე „მშრალად“ მეცადინეობის დროს. ინტერნეტით შეეხმიანეთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ნათესავებს.
თვის დასწყისიდან ფულის მიმართ ინტერესი მოგემატებათ. შეიძლება დამატებითი შემოსავალის ინტერესი გაგიჩნდეთ. გირჩევთ, არსებული თანხა გონივრულად დახარჯოთ, რათა თვის ბოლოს ჯიბეცარიელი არ დარჩეთ. ზოგიერთი ტყუპი შეიძლება მიხვდეს, რომ დაიღალა არაფრისმომცემი სასიყვარულო ურთიერთობებოთ, რომლის სერიოზული დაბოლოება კითხვის ნიშნის ქვეშაა და ტაიმ-აუტი აიღონ. ზოგი კი საკუთარ თავისთვის სასურველ ნივთს შეიძენს კომპენსაციის სახით. დაქორწინებულები ერთად გაემგზავრეთ დასასვენებლად. ერთად განმარტოებით ყოფნა ისე გესიამოვნებათ, რომ შეიძლება თავიდან შეგიყვარდეთ ერთმანეთი. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.
აგვისტო საუკეთესო თვეა დასვენებისთვის. ზღვა თუ მთა თქვენი გადასაწყვეტია, ორივეგან დროის საინტერესოდ გატარება გელით. ერთადერთი გაფრთხილებაა, მოერიდეთ არ გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები კუჭთან და სახსრებთან დაავშირებული.
აქტიურად და მიზანიმართულად უნდა იმოქმედოთ. ყველაზე ყოჩაღები წინა თვეებში მორჩენილ საქმეებსაც მარტივად გაართმევენ თავს. აიმაღლებთ რეპუტაციას კოლეგებში. აი, ნათესავებთან ურთიერთობისას კი სიფრთხილე გმართებთ. მათთან შეუთანხმებლად ნუ შეასრულებთ საოჯახო საქმეებს. გამონახეთ კომპრომისი და ხანდახან დათმობაზეც უნდა წახვიდეთ. შეარბილეთ ტონი, როცა ნათესავებს ელაპარაკებით.
აგვისტო სასიამოვნო მოვლენებით იქნება აღსავსე და წვრილმანებზე სანერვიულოდ და ნერვების მოსაშლელად არ გეცლებათ. თუმცა, მაინც უნდა გაგაფრთხილოთ, რომ გულთან არაფერი მიიტინათო. საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღეთ. შეიძლება ისეთ პროქეტებზე დაიწყოთ მუშაობა, რომლებზეც ადრე მხოლოდ ოცნებობდით. მოსალოდნელია ფულადი შემოდინება და საჩუქრებიც. თუმცა, გირჩევთ, ძვირად ღირებული აგვისტოში არაფერი შეიძინოთ.