ავტორი:

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - "ზოგი მეორედ იქორწინებს, ზოგი ახალ კურსებზე ჩაეწერება"

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - "ზოგი მეორედ იქორწინებს, ზოგი ახალ კურსებზე ჩაეწერება"

მოგზაურობის, ფილოსოფიის განწყობაზე ხართ. სურვილი გექნებათ, ყველა საკითხზე მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია და გარშემო მყოფებსაც გაუზიაროთ თქვენი ცოდნა. ინტელექტუალურად განვითარების სურვილი გაგიჩნდებათ. განსაკუთრებით აქტუალური გახდება თქვენთვის კულტურასთან, ხელოვნებასთან, რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგიერთმა შეიძლება მეორედ დაქორწინება გადაწყვიტოს. ზოგი კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწერება. მოაწესრიგეთ იურიდიული საკითხები, საბუთები. შეიძლება საზღვარგარეთ მოგიწიოთ გამგზვარებამ სწავლის ან სტაჟირებით და წესრიგში გქონდეთ დოკუმენტები. ეცადეთ, თქვენს ცხოვრებაში მომხდარ ყველა საკითხს ობიექტურად შეხედოთ და არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

ჯერ სწავლა და ცოდნის გაღმავება მოგინდებათ. შეიძლება პროფესიონალებს მიმართოთ სტაჟირებისთვის, კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მერე კარიერული მიღწევები. იყავით დაკვირვებული ყველაფრისადმი. თქვენთვის მნიშვნელოვანია მოაგროვოთ საჭირო ინფორმაცია, ცოდნა და დააგროვოთ გამოცდილება. თავადაც გაუზიარეთ გარშემო მყოფებს ცოდნა, რის გამოც, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. თქვენნაირი საინტერესო მოსაუბრე და მთხრობელი იშვიათია. მეტად გამოავლინეთ თქვენი ერუდიცია, მაგრამ მოერიდეთ კამათში ჩართვას პირადი შეხედულებების გამო, განსაკუთრებით რელიგიურ და ფილოსოფიურ თემებზე. გაითვალისწინეთ და პატივი ეცით მოსაუბრის აზრს. ზოგიერთს შეიძლება უცხო ენის შესწავლის სურვილი გაგიჩნდეთ, ან უცხოელთან გააბათ სასიყვარულო მიმოწერა.

  • ფული და სიყვარული

აგვისტოს დასაწყისი მსუბუქი და შეიძლება ითქვას უდარდელი გექნებათ, შეიძლება რამდენიმე რომანიც კი გააბათ იდეალური პარტნიორის ძიებაში. მარტოხელებს განსაკუთრებით მოძალებული გაქვთ დაწყვილების, გვერდით "თქვენი" ადამიანის ყოლის სურვილი. მაგრამ ყოველ ახალგაცნობილში იდეალს ნუ ხედავთ. თვის მეორე ნახევარში მეტი დაკვირვება მოგეთხოვებათ. განსაკუთრებით სხვის ფულებთან თუ გაქვთ შეხება, ბანკთან, გადასახადებთან ან მემკვიდრეობასთან. დაოჯახებულებმა მეტი სინაზე და ყურადღება გამოავლინეთ პარტნიორის მიმართ. გაანებივრეთ მატერიალურად ღირებული საჩუქრებით. კარგ შედეგს მოგცემთ გულახდილი საუბრები. რაც შეეხება ფინანსებს, შემოსავლის გაზრდისთვის შეგიძლიათ დამატებითი სამუშაო აიღოთ. თუ მთელ ქვეყანაზე არ იქნებით გადაყოლილი, რა ფინანსებიც გაქვთ, იმას იმყოფინებთ.

  • ჯანმრთელობა

აქტიურად ხართ მომართული გართობაზე, სიამოვნების მიღებაზე. გაფრთხილდით, ხანდახან ზედმეტი არ მოგივიდეთ და უსიამოვნებაში არ აღმოჩნდეთ. იყავით ფიზიკურად აქტიური, ხშირად ჩაერთეთ სპორტულ თამაშებში. მოაწყვეთ პიკნიკები, ქალაქგარეთ ექსკურსიები. ჯანმრთელობის მხრივ საშიშროება არ გელით. მთავარია, სექსუალური პარტნიორები აირჩიოთ გონივრულად და მცირე უსიამოვნებების გამო განწყობა არ გაიფუჭოთ.

  • ქალებისთვის

საქმეებიც მოგემატებათ და ვალდებულებებიც. დაკვირვებული უნდა იყოთ და დღეს გასაკეთებელი საქმეები მომავლისთვის არ გადადოთ. შეიძლება საინტერესო საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ. იყავით მეტად მიზანმიმართული. არ არსებობს საქმე, რომელსაც თქვენ ვერ გაუმკლავდებით. თუმცა, თუ დაგჭირდებათ, რჩევისთვის მხოლოდ ერთგულ და გამოცდილ პარტნიორებს მიმართეთ. ახალი რომანი შეიძლება მეგობრობით დაიწყოს. თუნდაც საქმიან პარტნიორთან.

  • მამაკაცებისთვის

იმდენად აქტიური იქნებით, რომ შეიძლება დღეში 24 საათი არც გეყოთ. საქმეები, რომანტიკული თავგადასავლები და საოჯახო ვალდებულებები ისე გადაანაწილეთ, რომ ძილისთვისაც დაგრჩეთ დრო. იყავით ყველას მიმართ ღიმილიანი, კრიტიკის ნაცვლად შეაქეთ ადამიანები. კარგი თვეა ახალი ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ფინანსური საკითხები მოსაგვარებლად. არ გაუშვათ ხელიდან შანსი, რომ სარფიანი გარიგება გააფორმოთ და დიდი ფულიც მიიღოთ.

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი დღე ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - "შეიძლება ისეთ პროქეტებზე დაიწყოთ მუშაობა, რომლებზეც ადრე მხოლოდ ოცნებობდით"

"ნათესავები ფულის გარეშე არ დაგტოვებენ" - აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის