ავტორი:

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის "მოგეცემათ დაწინაურების, სასურველი თანამდებობის მიღების შესაძლებლობა"

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის "მოგეცემათ დაწინაურების, სასურველი თანამდებობის მიღების შესაძლებლობა"

მოსაწყენად ვერ მოიცლით, ენერგიით აღსავსე ხართ და საქმეების მოგვარებისკენ მიმართეთ თქვენი ძალები. ეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ მოვლენები, გარშემო მყოფები და ნუ მოგერიდებათ დახმარება და რჩევა ჰკითხოთ გამოცდილ ადამიანების. სასურველია, გვერდით გყავდეთ პიროვნება, ვინც იზიარებს თქვენს შეხედულებებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

ბიზნესი, სამსახური

გადახედეთ თქვენს ვალდებულებებს, დამოკიდებულებას საქმისადმი. მოგინდებათ გარშემო მყოფების დაფასება, აღიარება. მეტად გამოავლინეთ ერუდიცია. ამასთან, მეტად შეუქმნით საკუთარ თავს სასიამოვნო გარემოს, აღარ ჩაიგდებთ თავს სტრესში და მეტად იზრუნებთ დასვენებაზე. ფულს მიიღებთ ადრე შესრულებული საქმისგან, დაბანდებისგან; შეიძლება პარტნიორის ფინანსებისგანაც ნახოთ სარგებელი. არ გირჩევთ კონფლიქტს საქმიან პარტნიორებთან, ავანტიურაში გახვევას. მიღებთ საჭირო ინფორმაციებს (ზოგ შემთხვევაში საიდუმლოსაც) და მათ თქვენს სასარგებლოდ გამოყენებას შეძლებთ. თვის ბოლოსკენ გახშირდება კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან და შეიძლება მივლინებითაც გაემგზავროთ. ზოგიერთს კი მოგინდებათ უცხო ენის შესწავლა. მოგეცემათ დაწინაურების, სასურველი თანამდებობის მიღების შესაძლებლობა. ზოგიერთს გამოგიჩნდებათ გავლენიანი მფარველი. დაკვირვებით გააფორმეთ ხელშეკრულებები.

სიყვარული

საუკეთესო თვეა სასიყვარულო ურთიერთობისთვის. შეყვარებულებს მოგინდებათ ქორწინება, თანაცხოვრება. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ და შეიძლება ახალგაცნობილთან ფლირტი სერიოზულ რომანში გადაიზარდოს. დაწყვილებულებმა გაამრავალფეროვნეთ თქვენი ცხოვრება რომანტიკით, ვნებით, იყავით ყურადღებიანი და მზრუნველი. 11 აგვისტოს შემდეგ მოიმატებს სასიყვარულო თავგადასავლების სურვილი. მაგრამ რამდენიმე იდეალური პაემანი ბედნიერი თანაცხოვრების საწინდარი არაა. დაქორწინებულმა შეიძლება გააბათ ფარული რომანი. გაფრთხილდით, რომ წამიერმა გატაცებამ არ დაგინგრიოთ ოჯახური ცხოვრება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევას

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ოპტიმისტური და ენერგიული ხართ. საუკეთესო თვეა ოჯახთან ერთად დასასვენებლად, ბუნებაში გასეირნებისთვის. მოაწყვეთ პიკნიკი, ბავშვებთან ერთად ისეირნეთ ველოსიპედით. კარგი იქნება კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება, ისტორიული ძეგლების მონახულება. დაივიწყეთ მავნე ჩვევები. მოერიდეთ ტკბილეულის ჭამას, ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე, გაფრთხილდით, თუ მჭრელ და ბასრ ნივთებთან გაქვთ შეხება.

12 აგვისტოს შემდეგ დაფიქრდით მატერიალური თემების მოგვარებაზე. ნუ დახარჯავთ ზედმეტს, უმჯობესია, ფინანსები გონივრულად გადაანაწილოთ. მოგეცემათ ვალების გადახდის შესაძლებლობა.

27 აგვისტოს შემდეგ ახალი საქმეების დაწყებისას მეტი მონდომება უნდა გამოავლინოთ. მოგინდებათ უცხოელებთან კონტაქტი, მათთან ერთად ახალი პროექტების განხორციელება.