პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის "ერთდროულად რამდენიმე პროექტში ჩაერთვებით"
აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის "ერთდროულად რამდენიმე პროექტში ჩაერთვებით"

სა­ინ­ტე­რე­სო და პო­ზი­ტი­უ­რი თვე გე­ლო­დე­ბათ. მო­სა­წყე­ნად ვერ მო­იც­ლით, უამ­რა­ვი რამე გექ­ნე­ბათ გა­სა­კე­თე­ბე­ლი და სა­ნა­ხა­ვი, ყო­ველ­დღე ახა­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გე­ლო­დე­ბათ. თა­ვა­დაც იქ­ნე­ბით მო­მარ­თუ­ლი, რომ გა­იმ­რა­ვალ­ფე­როვ­ნოთ ცხოვ­რე­ბა. ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტში ჩა­ერ­თვე­ბით, იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა­ზე, მი­იყ­ვა­ნეთ საქ­მე­ე­ბი ბო­ლომ­დე. გა­იც­ნობთ უამ­რავ ადა­მი­ანს და ეცა­დეთ, მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო­ებს და­უ­მე­გობ­რდეთ. გახ­შირ­დე­ბა მივ­ლი­ნე­ბა, ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი. შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოთ სამ­სა­ხუ­რი ან სა­ცხოვ­რე­ბე­ლი. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ და-ძმე­ბის გვერ­დით. შე­ეხ­მი­ა­ნეთ დიდი ხნის უნა­ხავ მე­გობ­რებს.

ბიზ­ნე­სი, სამ­სა­ხუ­რი

ენერ­გი­უ­ლი და აქ­ტი­უ­რი ხართ. იო­ლად ჩა­ერ­თვე­ბით ახალ საქ­მე­ებ­ში, პრო­ექ­ტებ­ში. მო­გინ­დე­ბათ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დო­ნის ამაღ­ლე­ბა, ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­ი­წყოთ რა­მის შეს­წავ­ლა. საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მე­გობ­რულ­ში გა­დაზ­რდა მო­გინ­დე­ბათ და პარტნი­ო­რებს ხში­რად უმას­პინ­ძლებთ შინ. საქ­მე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად უნდა მო­აგ­ვა­როთ სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. აუს­რუ­ლეთ მშობ­ლებს და­ნა­პი­რე­ბი. შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ ნა­თე­სა­ვებ­ზე ზრუნ­ვამ, მოვ­ლამ. შე­ი­ძი­ნეთ სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი სახ­ლის­თვის. შე­იძ­ლე­ბა სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნეს­ში ჩა­ერ­თოთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბა გა­და­წყვი­ტოთ. გაფრ­თხილ­დით, არ და­კარ­გოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბი. 26 აგ­ვის­ტო­დან მო­ი­მა­ტებს გარ­თო­ბის, აქ­ტი­უ­რო­ბის პიკ­ნი­კე­ბი­სა და ექ­სკურ­სი­ე­ბის სურ­ვი­ლი. გა­გიმ­ძაფ­რდე­ბათ ინ­ტე­რე­სი ჰო­ბი­სად­მი. ფრთხი­ლად აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი­სად­მი.

სიყ­ვა­რუ­ლი

აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ფული და სიყ­ვა­რუ­ლი გა­ნუყ­რე­ლია და ეცა­დეთ, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის გამო არ გა­ი­ფუ­ჭოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­უღ­ლეს­თან. შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბათ მე­გო­ბარ­თან, დედ­მა­მიშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­თან, თუნ­დაც, მე­ზო­ბელ­თან. ნუ ააჩ­ქა­რებთ მოვ­ლე­ნებს, დატ­კბით არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბი და­ეხ­მა­რე­ბით ერ­თმა­ნეთს სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში. თქვენ შო­რის ურ­თი­ერ­თჰარ­მო­ნია და­ი­სად­გუ­რებს. გახ­შირ­დე­ბა ფლირ­ტის, პა­ემ­ნებ­ზე სი­ა­რუ­ლის სურ­ვი­ლი. 11 აგ­ვის­ტო­დან სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იმა­ტებს და რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბი­საც. თუმ­ცა, თქვე­ნი გა­დას­წყვე­ტია, რამ­დე­ნად გა­დაზ­რდით ურ­თი­ერ­თო­ბას სე­რი­ო­ზულ, მყარ კავ­შირ­ში.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა

თვის პირ­ველ დე­კა­და­ში და­ზო­გეთ ენერ­გია, ყვე­ლას გა­სა­კე­თე­ბელს თქვენ ნუ შე­ე­ჭი­დე­ბით და ნურც ერ­თდრო­უ­ლად გა­ა­კე­თებთ რამ­დე­ნი­მე საქ­მეს. იზ­რუ­ნეთ იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბა­ზე, ხში­რად გან­მარ­ტოვ­დით და სიმ­შვი­დე­ში და­ის­ვე­ნეთ. გაფრ­თხილ­დით, რომ არ გა­გირ­თულ­დეთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. შე­ამ­ცი­რეთ ვარ­ჯი­შე­ბი, არ გირ­ჩევთ გა­დატ­ვირ­თვას. გა­ე­სინ­ჯეთ ექიმს, ჩა­ი­ტა­რეთ გა­მოკ­ვლე­ვა, თუ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა გა­წუ­ხებთ. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ ძი­ლის, კვე­ბის რე­ჟი­მი. მი­ი­ღეთ ხილი და ბოსტნე­უ­ლი, მაგ­რამ კან­გაც­ლი­ლი. ისე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე, თუნ­დაც, უახ­ლო­ეს სკვერ­ში, თუ ქა­ლაქ­გა­რეთ ვერ ახერ­ხებთ გას­ვლას. 20 აგ­ვის­ტო­დან ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნობთ.

12 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ მო­გინ­დე­ბათ ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა. უნდა და­ას­რუ­ლოთ და­წყე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა გა­ემ­გზავ­როთ სა­ზღვარ­გა­რეთ. შე­გეც­ვლე­ბათ წარ­მოდ­გე­ნე­ბი გარ­შე­მო მყო­ფებ­ზე, არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე.

27 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ ისევ ოჯახ­ზე უნდა იზ­რუ­ნოთ; გა­ა­ტა­რეთ მეტი დრო მშობ­ლებ­თან; ხში­რად მო­ი­კი­თხეთ ისი­ნი. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან. ჩა­ერ­თოთ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში. შე­იძ­ლე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლი გახ­დეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის "ერთდროულად რამდენიმე პროექტში ჩაერთვებით"

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის "ერთდროულად რამდენიმე პროექტში ჩაერთვებით"

საინტერესო და პოზიტიური თვე გელოდებათ. მოსაწყენად ვერ მოიცლით, უამრავი რამე გექნებათ გასაკეთებელი და სანახავი, ყოველდღე ახალი შთაბეჭდილება გელოდებათ. თავადაც იქნებით მომართული, რომ გაიმრავალფეროვნოთ ცხოვრება. ერთდროულად რამდენიმე პროექტში ჩაერთვებით, იყავით მომართული გამარჯვებაზე, მიიყვანეთ საქმეები ბოლომდე. გაიცნობთ უამრავ ადამიანს და ეცადეთ, მხოლოდ საუკეთესოებს დაუმეგობრდეთ. გახშირდება მივლინება, ახალი ცოდნის მიღების სურვილი. შეიძლება შეიცვალოთ სამსახური ან საცხოვრებელი. მეტი დრო გაატარეთ და-ძმების გვერდით. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

ბიზნესი, სამსახური

ენერგიული და აქტიური ხართ. იოლად ჩაერთვებით ახალ საქმეებში, პროექტებში. მოგინდებათ ინტელექტუალური დონის ამაღლება, ახალი ცოდნის მიღება. შეიძლება მეგობრებთან ერთად დაიწყოთ რამის შესწავლა. საქმიანი ურთიერთობების მეგობრულში გადაზრდა მოგინდებათ და პარტნიორებს ხშირად უმასპინძლებთ შინ. საქმეების პარალელურად უნდა მოაგვაროთ საოჯახო ვალდებულებები. აუსრულეთ მშობლებს დანაპირები. შეიძლება მოგიწიოთ ნათესავებზე ზრუნვამ, მოვლამ. შეიძინეთ საჭირო ნივთები სახლისთვის. შეიძლება საოჯახო ბიზნესში ჩაერთოთ. ზოგიერთმა შეიძლება სახლიდან მუშაობა გადაწყვიტოთ. გაფრთხილდით, არ დაკარგოთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები. 26 აგვისტოდან მოიმატებს გართობის, აქტიურობის პიკნიკებისა და ექსკურსიების სურვილი. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ჰობისადმი. ფრთხილად აზარტული თამაშებისადმი.

სიყვარული

აგვისტოს დასაწყისში გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. სამწუხაროდ, ფული და სიყვარული განუყრელია და ეცადეთ, მატერიალური საკითხების გამო არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება მეუღლესთან. შეიძლება რომანი გააბათ მეგობართან, დედმამიშვილის მეგობართან, თუნდაც, მეზობელთან. ნუ ააჩქარებთ მოვლენებს, დატკბით არსებული მდგომარეობით. დაწყვილებულები დაეხმარებით ერთმანეთს სირთულეების გადალახვაში. თქვენ შორის ურთიერთჰარმონია დაისადგურებს. გახშირდება ფლირტის, პაემნებზე სიარულის სურვილი. 11 აგვისტოდან საინტერესო შეხვედრების რაოდენობა იმატებს და რომანტიკული ნაცნობობისაც. თუმცა, თქვენი გადასწყვეტია, რამდენად გადაზრდით ურთიერთობას სერიოზულ, მყარ კავშირში.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

თვის პირველ დეკადაში დაზოგეთ ენერგია, ყველას გასაკეთებელს თქვენ ნუ შეეჭიდებით და ნურც ერთდროულად გააკეთებთ რამდენიმე საქმეს. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე, ხშირად განმარტოვდით და სიმშვიდეში დაისვენეთ. გაფრთხილდით, რომ არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები. შეამცირეთ ვარჯიშები, არ გირჩევთ გადატვირთვას. გაესინჯეთ ექიმს, ჩაიტარეთ გამოკვლევა, თუ ქრონიკული დაავადება გაწუხებთ. გაიუმჯობესეთ ძილის, კვების რეჟიმი. მიიღეთ ხილი და ბოსტნეული, მაგრამ კანგაცლილი. ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, თუნდაც, უახლოეს სკვერში, თუ ქალაქგარეთ ვერ ახერხებთ გასვლას. 20 აგვისტოდან ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.

12 აგვისტოს შემდეგ მოგინდებათ ცოდნის გაღრმავება, კვალიფიკაციის ამაღლება. უნდა დაასრულოთ დაწყებულ პროექტებზე მუშაობა. შეიძლება გაემგზავროთ საზღვარგარეთ. შეგეცვლებათ წარმოდგენები გარშემო მყოფებზე, არსებულ სიტუაციაზე.

27 აგვისტოს შემდეგ ისევ ოჯახზე უნდა იზრუნოთ; გაატარეთ მეტი დრო მშობლებთან; ხშირად მოიკითხეთ ისინი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. ჩაერთოთ საოჯახო საქმეებში. შეიძლება უძრავი ქონების მფლობელი გახდეთ.