ავტორი:

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის: “მოგიწევთ დამღლელი სამუშაოს შესრულება“

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის: “მოგიწევთ დამღლელი სამუშაოს შესრულება“

მთავარი მოვლენები

აგვისტოში მზე თქვენი შრომისა და ჯანმრთელობის სექტორში იქნება. დატვირთული იქნებით განსაკუთრებით პროფესიულ სფეროში. აქ შეიძლება წარმოიშვას რაღაც სირთულეები, რომლის გადასაჭრელად დაგჭირდებათ მთელი თქვენი პროფესიული გამოცდილების გამოვლენა და კარგი რჩევის მიღება პროფესიონალებისგან. თვის განმავლობაში მოგიწევთ დამღლელი სამუშაოს შესრულება, რაც მოითხოვს დიდ ყურადღებას, მაგალითად, გრაფიკების, ცხრილების და მოხსენებების შედგენას. ამ თვეში ნუ ელოდებით დაწინაურებას ან ხელფასის გაზრდას. თქვენი ან თქვენი ახლობელი ადამიანის ჯანმრთელობის მიმართ გმართებთ განსაკუთრებული ყურადღება. აგვისტოში უნდა გაიაროთ სამედიცინო გამოკვლევა იმ სიმპტომების გამო, რომელიც გაწუხებთ. რეგულარული ვარჯიში და დიეტა დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ფორმა. იზრუნეთ შინაურ ცხოველზე, თუ ასეთი გყავთ.

სამუშაო და ბიზნესი

აგვისტოს დასაწყისში შეგიძლიათ წამოაყენოთ ბევრი კონსტრუქციული იდეა, რაც მომავალში თქვენს კარიერაზე დადებითად აისახება. შესაძლოა, თვის დასაწყისში გაგიჩნდეთ სურვილი, გადაწყვიტოთ ბიზნესპარტნიორებთან ან კონტრაქტორებთან დაკავშირებული საკითხები. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ 23-დან მერკური რეტროგრადული გახდება და ყველაფერი შენელდება. შესაძლებელია ამ პერიოდში პარტნიორის ან ახლო მეგობარში იმედგაცრუება შეგხვდეთ. რეტროგრადულმა მერკურმა ასევე შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენს სამუშაო პასუხისმგებლობებს, რადგან თქვენი აზრები სამუშაოს გარდა სხვა რამეზე იქნება დაკავებული. ეს დრო ასევე არ არის შესაფერისი ბიზნესის პოპულარიზაციისთვის ან ახალი ნაცნობობისთვის.

სიყვარული და ფული

რეტროგრადული ვენერა მთელ თვეს გაატარებს თქვენი სამუშაოსა და ჯანმრთელობის სექტორში. შეიძლება მოულოდნელად გააცნობიეროთ, რომ ურთიერთობები, რომლებიც თავიდან ასე მარტივი და სასიამოვნო ჩანდა, გარკვეულ პასუხისმგებლობას გაკისრებთ. ამ თვეში მოგიწევთ გადაწყვიტოთ, განაგრძოთ ეს ურთიერთობა თუ არა. ან თქვენი პარტნიორი გააკეთებს ამას, მიხვდება, რომ თქვენგან არ მიიღებს იმას, რაც სჭირდებოდა. ფინანსური თვალსაზრისით, აგვისტო ასევე შეიძლება იყოს სტრესული - კარგი იქნება, რომ გქონდეთ დამატებითი ნაღდი ფული.

ჯანმრთელობა და აქტივობა

მარსი თქვენი პარტნიორობის სექტორშია. პლანეტის ენერგიის სწორად გამოყენებით, შეგიძლიათ მიაღწიოთ ბევრს, რაც იყო დაგეგმილი, იქნება ეს თქვენი სამუშაო თუ სპორტი - შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავი იქნება. მთავარია, არ იზარმაცოთ და ყველაფერი ხვალისთვის არ გადადოთ. გვირჩევთ, რომ დაიცვათ ჯანსაღი ცხოვრების პრინციპები; უფრო ხშირად დაკავდეთ სპორტით. იზრუნოთ ზედმეტი კილოგრამების მოცილებაზე. დილით სირბილი და ჯანსაღი კვება არის ის, რაც გჭირდებათ. გამწმენდი დიეტა დაგეხმარებათ ძილის გაუმჯობესებაში.

რაში გაუმართლებს თევზებს 2023 წლის აგვისტოში

ყველაზე დიდი ბედნიერება შესაძლებელია საკუთარ სახლში. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სახლი ან მიწის ნაკვეთი. თქვენ ასევე გექნებათ მათი მემკვიდრეობით მიღების შანსი. უძრავი ქონება ამ დროს ყველაზე დიდ შემოსავალს მოგიტანთ. აგვისტო თევზებს ჰპირდება ჰარმონიულ ოჯახურ ურთიერთობებს.

1-ელი აგვისტოს შემდეგ გაუშვით წარსული. კარგი პერიოდია ძველი საქმეების, პროექტის დასასრულებლად. გამორიცხული არაა, ზოგიერთმა კომპლექსმა და შიშმა კვლავ იჩინოს თავი. დაააკვირდით სიზმრებს; ბევრ კითხვაზე პასუხი შეიძლება ძილში მიიღოთ.

16 აგვისტოს შემდეგ თქვენ გადაწყვეტთ დიეტას, მკურნალობის დაწყებას, ვიღაც გაივლის კურსს სპორტული ცხოვრების წესის შესახებ. მთავარია, საკუთარ თავს ზიანი კი არ მიაყენოთ, არამედ დაეხმაროთ. თუ სპორტდარბაზში დადიხართ, არ გამოტოვოთ ვარჯიშები. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევთ, მხოლოდ დროს დაკარგავთ. ზოგიერთი გადაწყვეტთ შინაური ცხოველის შეძენას.

31 აგვისტოს შემდეგ შესაფერისი პერიოდია სულიერი გამდიდრებისთვის, ცნობიერებასა და ქცევაში ცვლილებებისთვის. სხვა თვალით შეხედავთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს. არსებობს სასურველი მიზნების მიღწევის შანსი. მიიღებთ შედეგს ადრე შესრულებული სამუშაოსთვის. მთავარია, არ მიატოვოთ არაფერი, თქვენ უნდა შეასრულოთ ყველა დავალება. კარგი დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. შეგიძლიათ ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროთ რაღაც, მაგრამ შეგიძლიათ რაღაც შემოიტანოთ ცხოვრებაში. უბრალოდ გადაწყვიტეთ რა არის თქვენთვის პირველი და რას არა აქვს მნიშვნელობა.