ავტორი:

აგრესიული მარსი ჰაეროვან ტყუპშია: დაფიქრდით რას აკეთებთ და ლაპარაკობთ, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

აგრესიული მარსი ჰაეროვან ტყუპშია: დაფიქრდით რას აკეთებთ და ლაპარაკობთ, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მარსი - ენერგიის, აგრესიისა და ომის პლანეტა ჰაეროვან ტყუპში გადავიდა და საინტერესო ისაა, რომ პლანეტა ამ ნიშანში დაახლოებით ნახევარ წელიწადს გაჩერდება, რადგან აქ მოუწევს რეტროგრადული სვლა. 30 ოქტომბრამდე იქნება სწორ სვლაში, 30-დან უკანმავალი გახდება 2023 წლის 12 იანვრამდე. ეს საუკეთესო დროა გამოსასწორებლად, გადასაკეთებლად, დასამუშავებლად, კორექტივების შესატანად. ნუ გგონიათ, რომ პლანეტის რეტროგრადულობა რამე ცუდს ნიშნავს, პირიქით გამოიყენეთ ეს დრო საქმეების გასაუმჯობესებლად; ეს კიდევ ერთი შანსია, რომ დაასრულოთ, შეიტანოთ ცვლილებები. ერთადერთი, რასაც პლანეტის რეტროგრადულობის დროს არ გირჩევთ, ახალი საქმეების დაწყება და ახალი ხელშეკრულებების გაფორმებაა. და უკვე 2023 წლის 12 იანვრიდან 23 მარტამდე მარსი გაასწორებს სვლას და მოძრაობას ისევ ტყუპის ნიშანში. აი, ამ პერიოდში შეგიძლიათ ახალი საქმეების, სწავლის, მოგზაურობის დაწყება; ან მიიღებთ შედეგს.

საინტერესო დღეა 2022 წლის 8 დეკემბერი, როცა მარსი მზეს დაუპირისპირდება. ამ დღეს არ გირჩევთ აგრესიულობას, საკუთარი უფლებების აგრესიული მეთოდით მტკიცებას. იყავით მომართული კეთილი საქმეების კეთებაზე. ხოლო 2023 წლის 18 ნოემბერს გველოდება მზისა და მარსის შეერთება. ესაა ენერგეტიკულად ძლიერი დღე. მომატებულია კონფლიქტურობა. ამიტომ, ვართ ფრთხილად, ვმოქმედებთ გააზრებულად.

ტყუპის ნიშანი, რომელშიც მარსი იმოძრავებს არის ჰაერის სტიქია, საუკეთესო ორატორი, აქტიური და გამყიდველი. კომუნიკაციის, ინტელექტის, გადადაგილების ნიშანია. მარსის ტყუპში გადასვლა ამ მიმართულებს გააქტიურებს. კარგ იქნება ანალიტიკური ანალიზი, ინფორმაციასთან მუშაობა, სწავლა (ენების, სწორად მეტყველების). გახშირდება სარეკლამო აქციები, ვაჭრობა, პიარი, მარკეტინგი, მოლაპარაკებები და ხელშეკრულებების გაფორმება. გახშირდება მივლინება, ახლო მანძილზე გადადგილება. დაისახეთ მიზნები, დაგეგმეთ ის საქმეები, რაც განვითარებაში, წინსვლაში შეგიწყობთ ხელს. არ გირჩევთ ტყუილების თქმას, ცინიკურობას, საქმეების მიტოვებას, ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას, დაუკვირვებლობას. იყავით მომართული ერუდიციის, ინტელექტის ამაღლებაზე, გამოავლინეთ ჯანსაღი იუმორი. კარგი პერიოდი გელოდებათ სავაჭრო სფეროს წარმომადგებლებს, მსახიობებს, მეცნიერებს და ყველას, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია ხელებთან (მასაჟისტი, მოქანდაკე და ა.შ.).

ტყუპის მმართველი პლანეტა მერკური 26 აგვისტომდე ქალწულის ნიშანშია. ქალწულს უყვარს ყველაფრის დახარისხება, დალაგება. დაკვირვებულია დეტალებზე და მის მზერას არაფერი გამოეპარება. ახასიათებს ძირისძირობამდე ყველაფრის გარკვევა და გირჩევთ, მისი თვისებები გამოავლინოთ: მოაწესრიგეთ საქმეები, დოკუმენტები, დაასრულეთ დაწყებული საქმეები, დაუთმეთ დრო სწავლას, ახალის შესწავლას, ინტელექტუალური დონის ამაღლებას. ცუდი ისაა, რომ მარსი მაინც აგრესიული პლანეტაა, ბასრი საგნების, ცეცხლის სიმბოლო და ამიტომ გამორიცხული არაა, ზოგიერთმა ადამიანმა, აქტიურად, - ცეცხლითა და მახვილით გაანადგუროს ყველაფერი, რაც წინ გადაეღობება.

ვისზე იმოქმედებს მარსის ტყუპში გადასვალა ყველაზე მეტად: რა თქმა უნდა, პირველ რიგში, თავად ტყუპზე. ტყუპი ჰაერის ნიშანია და იმოქმედებს აგრეთვე ამ სტიქიის სხვა წარმომადგებლებზე: სასწორსა და მერწყულზეც. აგრეთვე მათზე, ვისაც ამ სამ ნიშანში გყავთ ასცენდენტი. ან თუ ტყუპის, სასწორსა და მერწყულის. 9-26 გრადუსში გყავთ პირადი პლანეტები, მნიშვნელოვანი წერტილები. მარსი ამ გრადუსებს სამჯერ გაივლის და მოგიწოდებთ, რომ გააკეთოთ, გააუმჯობესოთ, გააქტიურდეთ. თუ ქალწულის, მშვილდოსნის, ან თევზების ნიშანში გყავთ ასცენდენტი ან 9-26 გრადუსში გყავთ პირადი პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები, იყავით მეტად დაკვირვებული, მოერიდეთ დაპირისპირებებს, უსიამოვნებებს გარშემო მყოფებთან. დაკვირვებით მოაგვარეთ საქმეები. სირთულეები თავად უნდა მოაგვაროთ, სხვას ვერ გადააბარებთ.

პროგნოზს გაეცანით მზის და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:

ვერძი

მოგინდებათ ახლის შესწავლა, ხშირი გადაადგილება ახლო მანძილზე. გახშირდება ინფორმაციის მიღება-გადაცემა. კარგ შედეგს მოგიტანთ პიარი და მარკეტინგი. აგრეთვე, პოპულარობა გელით მწერალ, ჟურნალისტ ნიშნებს. არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბვას და-ძმებთან, მეზობლებთან, კლიენტებთან. მარსის რეტროგრადულობის დროს შეიძლება აღადგინოთ ურთიერთობა ძველ კლიენტებთაან, საქმეები, კავშირები.

კურო

მარსი დაგეხმარებათ, რომ მოაგვაროთ ფინანსური საკითხები, გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო. იყავით მომართული ქონების დაგროვებაზე, ფულის დაბანდებაზე სარფიან ბიზნესში. საუკეთესო დროა ცოდნის, გამოცდილების მონეტიზირებისთვის. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კლიენტებთან.

ტყუპი

გილოცავთ, მარსი თქვენს ნიშანშია, მოგემატებათ ენერგია, აქტიურობის სურვილი. იყავით მომართული კეთილი საქმეების კეთებაზე, განვითარებაზე; მოერიდეთ აგრესიულობას, დაძაბულობას. ნუ მიატოვებთ საქმეებს შუა გზაზე. შანსი მოგეცემათ, რომ იოლად მიაგნოთ საჭირო ადამიანებს, დაამყაროთ კავშირები, მიიღოთ საჭირო ინფორმაცია, რასაც თქვენს საკეთილდღეოდ გამოიყენებთ. სამი ეტაპი გაქვთ, რომ დაიწყოთ, გააუმჯობესოთ და მიიღოთ შედეგი. თქვენ როგორც წესი, ყოველთვის ბევრი ინტერესი, იდეა გაქვთ. განახორციელეთ ისინი, რომლებიც კარგ შედეგს მოგიტანთ. იყავით ლიდერი, მიზანმიმართული. ამასთან, ნუ დაივიწყებთ დიპლომატიურობას, დაიცავით კანონი და წესრიგი.

კირჩხიბი

გააქტიურდით საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად, შიშებისა და წყენისგან გასათავისუფლებლად. იყავით მომართული სხვების დასახმარებლად (ნივთები, რჩევა). შეიძლება გაგიტაცოთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებამ, არტთერაპიის სხვადასხვა სფერომ. ხშირად ისეირნეთ წყლის პირზე, წყალი ენერგიით აგავსებთ. მოინახულეთ წმინდა ადგილები.

ლომი

უნდა დაიწყოთ ახალი იდეების განხორციელება, იმ მიზნების, რაც დიდი ხანია ნაფიქრი გაქვთ. შეიძლება თქვენი შესაძლებლობები ერთდროულად რამდენიმე სფეროში მოსინჯოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ ინტერნეტსაქმიანობა. მოერიდეთ დაპირისპირებას მეგობრებთან, იყავით მომართული კოლექტიურ მუშაობაზე.

ქალწული

საუკეთესო დროა, გასააქტიურებლად, რომ მიაღწიოთ მწვერვალებს კარიერსა და ბიზნესში. არ შეუშინდეთ სირთულეებს, დაბრკოლებებს. თქვენ გაქვთ შესაბამისი გონება და ცოდნა, რომ თქვენს სასარგებლოდ მოაგვაროთ ყველა უსიამოვნება. ნუ ელოდებით სწრაფ გამარჯვებას, იყავით მომართული საუკეთესო შედეგის მიღებაზე. თუ უსამსახუროდ იყავით, ახლა მიიღებთ ან შეიძლება ახალი პროფესია აითვისოთ.

სასწორი

გააქტიურდით, რომ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. შეიძლება თქვენი საქმიანობა გააგრძელოთ უცხოეთში. თუ ემიგრაცია გსურთ, 2023 წლის მარტში მიიღებთ საბოლოო პასუხს. გამორიცხული არაა, რომანი გააბათ უცხოელთან. მოგინდებათ უმაღლესი განათლების, ცოდნის მიღება. ან რეტროგრადული მარსის დროს შეიძლება მიუბრუნდეთ იმას, რაც მიტოვებული გქონდათ. დაკვირვებით მოაგვარეთ იურიდიული საკითხები.

მორიელი

მომართული იქნებით მატერიალური სფეროს გაუმჯობესებაზე. დაკვირვებით აწარმოეთ საქმეები ბანკებთან, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, ვისთანაც საერთო ბიუჯეტს განაგებთ. ყურადღებით მოაწესრიგეთ გადასახადებთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები. ფული მხოლოდ სარფიან საქმეებში დააბანდეთ. არ გირჩევთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას. ინტუიციაზე დაკვირვებულად იმოქმედეთ, ის არ გიღალატებთ.

მშვილდოსანი

მაქსიმალური დაკვირვება მოგეთხოვებათ გარშემო მყოფებთან. ნუ დაძაბავთ ურთიერთობისას სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან. არ გირჩევთ კამათს, ცინიზმს, სარკასტულობას. შეინარჩუნეთ არსებული კავშირები; აღადგინეთ ურთიერთობა ძველ კლიენტებთან. იყავით მომართული ხელშეკრულებების გაფორმებაზე, დანაპირების ასრულებაზე. არ დაარღვიოთ წესრიგი.

თხის რქა

თქვენ ისედაც შრომისმოყვარე ხართ და მარსი კიდევ უფრო გაგიძაფრებთ მუშაობის სურვილს. მოგიწევთ საქმეების კეთება-გადაკეთება, სანამ სრულყოფილებამდე არ მიიყვანთ. ამასთან, ნუ დაივიწყებთ დასვენებას, ჯანსაღი ცხოვრების წესს. თორემ, გადაღლილი და ჯანმრთელობაშერყეული ვერ გააგრძელებთ მუშაობას. ამიტომ ზომიერების დაცვა გმართებთ ყველაფერში. ამასთან, გირჩევთ, მთელი საქმეები თავად არ შეასრულოთ, აიყვანეთ დამხმარე სახლშიც და სამსახურშიც. მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან, დაქვემდებარებულებთან.

მერწყული

იყავით მომართული შემოქმედებითი პროექტების განხორციელებაზე. მოგინდებათ სპორტის აქტიურ სახეობებში ჩართვა და აქ გაფრთხილდით, რომ ფიზიკურად არ დაზიანდეთ. იყავით მომართული საკუთარი ბრენდის განვითარებაზე. არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბვას შვილებთან, საყვარელ ადამიანთან. ისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა. შეიძლება თქვენ იყოთ მართალი, მაგრამ, მარტო რომ არ დარჩეთ, დაუთმეთ.

თევზები

მოგინდებათ საბინაო საკითხების მოგვარება. გააქტიურდით, რემონტის, სახლის მშენებლობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას; შინ ავეჯი მაინც გადააადგილეთ. მუშაობისას ფრთხილად აალებად და ბასრ საგნებთან. თუ მიწის ნაკვეთი გაქვთ, დაამუშავეთ. არ გირჩევთ დაძაბულობას ნათესავებთან. შეინარჩუნეთ სიმშვიდე მათთან ურთიერთობისას. პირიქით, თუ ვინმესთან დაძაბულობა გაქვთ, ახლა შერიგების დროა. კარგი იქნება, თუ შინ ივარჯიშებთ.