მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანები მიდრეკილნი არიან აგრესიული ქმედებებისა და რისკებისკენ ანუ კვირის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები
ადამიანები მიდრეკილნი არიან აგრესიული ქმედებებისა და რისკებისკენ ანუ კვირის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

28 ოქ­ტომ­ბრის-3 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში პლა­ნე­ტე­ბის და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტე­ბი ქმნის გარ­კვე­ულ დი­ნა­მი­კას, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს რო­გორც შიდა, ასე­ვე გარე დის­კომ­ფორ­ტი. ამ ფონ­ზე, ემო­ცი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი გახ­დეს. ეს არის თვი­თჩაღ­რმა­ვე­ბის, გა­და­ხედ­ვის, ანა­ლი­ზი­სა და ტრანსფორ­მა­ცი­ის პე­რი­ო­დი.

კვი­რის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ვე­ნე­რა და რეტ­რო სა­ტურ­ნი "კონ­ფლიქ­ტში" არი­ან. რის გა­მოც გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მე­ბი ზე­და­პირ­ზე ამო­დის. ამ რთუ­ლი ენერ­გი­ე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უფრო მგრძნო­ბი­ა­რე ხდე­ბა. ბევ­რიც თავს უფრო და­უც­ვე­ლად გრძნობს, მათ­თვის უფრო რთუ­ლია ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი და ზო­გი­ერ­თის გან­წყო­ბა შე­იძ­ლე­ბა მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლოს ყო­ველ­გვა­რი მი­ზე­ზის გა­რე­შე.

მერ­კუ­რის და­პი­რის­პი­რე­ბა რეტ­რო ურან­თან შექ­მნის პრობ­ლე­მებს და გა­ურ­კვევ­ლო­ბას. შფოთ­ვა, არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდა, ფი­ზი­კუ­რი გა­დაღ­ლა და სტრე­სი ხელს არ უწყობს პრო­დუქ­ტი­ულ აქ­ტი­ვო­ბას, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია ამ კვი­რა­ში და­გეგ­მოთ ის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც არ სა­ჭი­რო­ებს პა­სუ­ხის­მგე­ბელ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ მუ­შა­ო­ბას.

ერ­თა­დერ­თი მეტ-ნაკ­ლე­ბად ხელ­საყ­რე­ლი დღე ხუთ­შა­ბა­თია. 31 ოქ­ტომ­ბერს, მერ­კუ­რი რეტ­რო ნეპ­ტუნ­თან ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექტს ქმნის, რაც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა მო­დუ­ნე­ბას და დამ­შვი­დე­ბა­ში, ქა­რიშ­ხა­ლი გა­და­ივ­ლის.

1-ლ ნო­ემ­ბერს მო­რი­ელ­ში ახალმთვა­რე­ო­ბას მო­აქვს ახა­ლი ენერ­გია, მე­ტად უნდა ჩა­უღ­რმავ­დეთ სა­კუ­თარ თავს, გან­ცდებს, კარ­გია ფსი­ქო­ლო­გის, ეზო­ტე­რი­კის შეს­წავ­ლა და გა­მო­ყე­ნე­ბა. ამას­თან, ფრთხი­ლად უნდა იყოთ, არ გახ­დეთ მა­ნი­პუ­ლა­ტო­რე­ბის მსხვერ­პლი.

პირ­ვე­ლი-3 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით მარ­სი­სა და პლუ­ტო­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა საფრ­თხეს, კრი­ზის­სა და სა­ო­მარ პი­რო­ბებს ქმნის. ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო მიდ­რე­კილ­ნი არი­ან აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი­სა და რის­კე­ბის­კენ. ენერ­გე­ტი­კუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა ადა­მი­ანს უბიძ­გებს აქ­ტი­უ­რი და ხში­რად აგ­რე­სი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბის­კენ, მა­ში­ნაც კი, თუ სი­ტუ­ა­ცია მო­ი­თხოვს მეტ სიფრ­თხი­ლეს. ამ დღე­ებ­ში ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა იყოთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ადამიანები მიდრეკილნი არიან აგრესიული ქმედებებისა და რისკებისკენ ანუ კვირის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

ადამიანები მიდრეკილნი არიან აგრესიული ქმედებებისა და რისკებისკენ ანუ კვირის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

28 ოქტომბრის-3 ნოემბრის შუალედში პლანეტების დაძაბული ასპექტები ქმნის გარკვეულ დინამიკას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც შიდა, ასევე გარე დისკომფორტი. ამ ფონზე, ემოციური გამოცდილება შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს. ეს არის თვითჩაღრმავების, გადახედვის, ანალიზისა და ტრანსფორმაციის პერიოდი.

კვირის პირველ ნახევარში ვენერა და რეტრო სატურნი "კონფლიქტში" არიან. რის გამოც გადაუჭრელი პრობლემები ზედაპირზე ამოდის. ამ რთული ენერგიების გავლენის ქვეშ, ბევრი ადამიანი უფრო მგრძნობიარე ხდება. ბევრიც თავს უფრო დაუცველად გრძნობს, მათთვის უფრო რთულია ემოციების კონტროლი და ზოგიერთის განწყობა შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

მერკურის დაპირისპირება რეტრო ურანთან შექმნის პრობლემებს და გაურკვევლობას. შფოთვა, არასტაბილურობის განცდა, ფიზიკური გადაღლა და სტრესი ხელს არ უწყობს პროდუქტიულ აქტივობას, ამიტომ უმჯობესია ამ კვირაში დაგეგმოთ ის აქტივობები, რომელიც არ საჭიროებს პასუხისმგებელ ინტელექტუალურ მუშაობას.

ერთადერთი მეტ-ნაკლებად ხელსაყრელი დღე ხუთშაბათია. 31 ოქტომბერს, მერკური რეტრო ნეპტუნთან ჰარმონიულ ასპექტს ქმნის, რაც დაგვეხმარება მოდუნებას და დამშვიდებაში, ქარიშხალი გადაივლის.

1-ლ ნოემბერს მორიელში ახალმთვარეობას მოაქვს ახალი ენერგია, მეტად უნდა ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს, განცდებს, კარგია ფსიქოლოგის, ეზოტერიკის შესწავლა და გამოყენება. ამასთან, ფრთხილად უნდა იყოთ, არ გახდეთ მანიპულატორების მსხვერპლი.

პირველი-3 ნოემბრის ჩათვლით მარსისა და პლუტონის დაპირისპირება საფრთხეს, კრიზისსა და საომარ პირობებს ქმნის. ადამიანები უფრო მიდრეკილნი არიან აგრესიული ქმედებებისა და რისკებისკენ. ენერგეტიკული დაძაბულობა ადამიანს უბიძგებს აქტიური და ხშირად აგრესიული მოქმედებისკენ, მაშინაც კი, თუ სიტუაცია მოითხოვს მეტ სიფრთხილეს. ამ დღეებში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ!