ვერძი
ამ დღეს მოსალოდნელია ბედის უეცარი შემობრუნება. მაღალი სასიცოცხლო პოტენციალი მამაკაცებს აქტიურებს და შრომისუნარიანებს გახდის, თუმცა პლანეტების არახელსაყრელი განლაგების გამო მოლაპარაკებები და შეთანხმებები სასურველ შედსეგს ვერ მოგიტანთ. ქალებს საქმიან ქაღალდებთან და მატერიალურ ფასეულობებთან მუსაობის დროს ყურადღება მართებთ. გაითვალისწინეთ, რომ არასტანდარტული ხედვა ნებისმიერ საქმეში წარმატებას მოგიტანთ.
კურო
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ხორციელი ცდუნება, პროვოკაცია და მასთან დაკავშირებული უსიამოვნო შედეგები. შეძლებისდაგვარად შეამცირეთ კონტაქტები. ერიდეთ კონფლიქტებს და არავის მოახვიოთ საკუთარი შეხედულებები თავზე.
ტყუპები
თქვენი კომუნიკაბელურობა, ოპტიმიზმი და საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება სასურველ შედეგს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, ახალი ადგილების მონახულებისა და მოგზაურობისთვის. დღის მეორე ნახევარი შესაძლოა, მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში უნდა მოილიოთ. მოსალოდნელია პარტნიორთან კამათი.
კირჩხიბი
თქვენი მიზანსწრაფულობა და შემოქმედებითი ხედვა სასურველ შედეგს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და გარიგებებისთვის. მოსალოდნელია წარმატება სამსახურეობრივ საქმეებსსა და პირად ცხოვრებაში.
ლომი
ბედის უეცარი შემობრუნება მამაკაცებს აიძულებთ მოახლოვებული ღონისძიების წარმატებისთვის მაქსიმალურად იაქტიურონ, თუმცა პლანეტების არახელსაყრელი განლაგების გამო, მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება. ქალებს ნებისმიერ საქმეში წინდახედულება მართებთ. განსაკუთრებით, საბუთების ხელმოწერისა და დაპირებების გაცემის დროს.
ქალწული
თუ ამ დღეს კონტრაქტი შემოგთავაზეს, აუცილებლად დათანხმდით. გაითვალისწინეთ, რომ ამჟამად წარმატების საიდუმლო თქვენს შორეულ გარემოცვაში მდგომარეობს. პირად ცხოვრებაში იმედგაცრუება გელით, თუმცა მეგობრების მხარდაჭერა გარანტირებული გაქვთ.
სასწორი
ჩანაფიქრის განხორციელებისთვის ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შემოსავალი ან მომგებიანი წინადადება, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა. დღის მეორე ნახევარში უმიზეზო სევდა და მსუბუქი დეპრესია გელით, ამიტომ ეცადეთ, სახლიდან არ გახვიდეთ.
მორიელი
არახელსაყრელი დღეა კონტაქტებისთვის, მოლაპარაკებებისთვის და ქორწინებისთვის. გარშემო მყოფებით უკმაყოფილო ხართ და ყველაფერი გაღიზიანებთ. მოულოდნელი კონფლიქტი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება თუ აგრესიისგან გათავისუფლდებით. ეცადეთ საკუთარი ხარჯები აკონტროლოთ - დაუგეგმავი ხარჯები გელით.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა ახალი ადგილების მონახულებისთვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. თქვენი კომუნიკაბელურობა, ოპტიმიზმი და საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება სასურველ შედეგს მოგიტანთ, თუმცა პირად ცხოვრებაში იმედგაცრუება გელით.
თხის რქა
ამ დღეს ძლიერდება აურა და გარშემო მყოფებზე გავლენის მოხდენის უნარი. შესაძლოა, ბოლოდროინდელმა წარუმატებლობამ ძალიან გაგაღიზიანათ. მოთმინება და გამძლეობა გმართებთ - მალე ჩანაფიქრს განახორციელებთ.
მერწყული
გაორებული, წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში ერთგვარი ქაოსი და წვრილმანი ვალდებულებები პოზიტიურ ტენდენციებს შეაფერხებს. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელებას. ეცადეთ საღამო ცეცხლთან გაატაროთ. სულ ერთია ეს ბუხარი იქნება, მინდორში დანთებული კოცონი თუ უბრალოდ, სანთლის შუქი - ეს თქვენს აურას გააძლიერებს.
თევზები
ამ დღეს ყველა საშუალება უნდა გამოიყენოთ იმისთვის, რომ საკუთარი მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. სავარაუდსოდ, რამდენიმე მოულოდნელობა გელით, მათ შორის, უსიამოვნოც. ფრთხილად იყავით, ამ პერიოდში მოსალოდნელია ტრამვები და ნერვიული აშლილობა.