იანვარი (ლათ. Jānuārius mēnsis «იანუსის თვე») — იანუსი რომაული მითოლოგიის მიხედვით, სათავის დადების და ყოველივეს საწყისის ღვთაებად მოიაზრებოდა. აქედან მოდის იანვრის მიმართ განახლების და სიახლის სინონიმად აღქმის დამოკიდებულება. ასტროლოგიურად ეს თვე, ორ საკმაოდ განსხვავებულ ნიშანს: თხის რქას და მერწყულს აერთიანებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მერწყულის შემთხვევაში თხის რქის მმართველი სატურნი ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველობასაც ირგებს ღამით დაბადებულთა შემთხვევაში, ამიტომ თხის რქას და მერწყულს შორის ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაც შეიძლება რიგ შემთხვევაში. მათ შორის უმთავრესი კი სატურნული უპირობო სიჯიუტე და პრინციპულობაა.
როგორია 9 იანვარს დაბადებული ადამიანი
9 იანვარს დაბადებული ადამიანები, ხასიათის სიმტკიცით და მიზანმიმართულობით არიან გამორჩეულნი. მათთვის დამახასიათებელია კარიერიზმი და ამ კუთხით, ნებისმიერი დასახული მიზნისკენ ისინი, როგორც წესი, მტკიცე ნაბიჯებით მიდიან. თუმცა, ამ ადამიანებს, ხასიათის სიმტკიცესთან ერთად, კარგი ლავირების უნარი და წინდახედულობაც ახასიათებთ, რაც ეხმარება მათ იმაში, რომ გარშემო მყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობა იქონიონ.