9 დეკემბერს დაბადებულმა ადამიანებმა სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიმუშაონ ხასიათში

9 დეკემბერს დაბადებულმა ადამიანებმა სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიმუშაონ ხასიათში

დეკემბერი, მეათე თვეა რომაული კალენდრის მიხედვით (ლათინურად decem — ათი), გრეგორიანული კალენდრით კი მეთორმეტე თვედ ითვლება. მისით სრულდება წელიწადი. იგი გარკვეულწილად შემაჯამებელი თვეა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავხედოთ მთელი წლის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს და დასკვნები სწორად გამოვიტანოთ, საიმისოდ რომ მომდევნო წელი გაცილებით უფრო წარმატებული იყოს ჩვენთვის. დეკემბერი ქართული წარმართული კალენდრით — ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება — ქრისტეშობისთვეა. ასტროლოგიურად ეს თვე ორ, რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს - თავქარიან, ოპტიმისტ, მაწანწალა მშვილდოსანს და ფრთხილ, დაკვირვებულ, კონსერვატორ თხის რქას აერთიანებს. რომელთათვისაც საერთო ხასიათის თვისებად, მიზანსწრაფულობა შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა მიზნისკენ სავალი გზები და მეთოდები ორივესთვის სხვადასხვაა.

როგორია 9 დეკემბერს დაბადებული ადამიანი

9 დეკემბერს დაბადებული ადამიანები ცვალებადი ხასიათითა და იმპულსურობით გამოირჩევიან. მათი უმრავლესობა მიდრეკილია აჰყვეს საკუთარ სურვილებს და აკეთოს ის, რაც სურს. თუმცა, ამგვარი საქციელი რომ მოგვიანებით საკმაოდ ძვირი უჯდებათ, ამაზე ეს ხალხი ნაკლებად ფიქრობს. აქედან გამომდინარე, სასურველია, ამ ადამიანებმა მეტი სიფრთხილე, წინდახედულობა და რეალურად განსჯის უნარი გამოიმუშაონ ხასიათში, წინააღმდეგ შემთხვევაში წინ არაერთი უსიამოვნება და დაბრკოლება ელით.