იანვარი (ლათ. Jānuārius mēnsis «იანუსის თვე») — იანუსი რომაული მითოლოგიის მიხედვით, სათავის დადების და ყოველივეს საწყისის ღვთაებად მოიაზრებოდა. აქედან მოდის იანვრის მიმართ განახლების და სიახლის სინონიმად აღქმის დამოკიდებულება. ასტროლოგიურად ეს თვე, ორ საკმაოდ განსხვავებულ ნიშანს: თხის რქას და მერწყულს აერთიანებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მერწყულის შემთხვევაში თხის რქის მმართველი სატურნი ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველობასაც ირგებს ღამით დაბადებულთა შემთხვევაში, ამიტომ თხის რქას და მერწყულს შორის ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაც შეიძლება რიგ შემთხვევაში. მათ შორის უმთავრესი კი სატურნული უპირობო სიჯიუტე და პრინციპულობაა.
როგორია 8 იანვარს დაბადებული ადამიანი
8 იანვარს დაბადებული ადამიანები, კარგი ორგანიზატორული ნიჭითა და გარშემო მყოფებზე მანიპულაციის უნარით არიან დაჯილდოებულნი. მათ უმრავლესობას შესანიშნავად ეხერხება კონსტრუქციული მსჯელობა. ამიტომ საკუთარ სიმართლეს ასეთი ხალხი ყოველთვის უპრობლემოდ და იოლად ამტკიცებს. თუმცა, გადამეტებული თავდაჯერებულობა ზოგჯერ მათთვის გარშემო მყოფებთან კონფლიქტის მიზეზიც ხდება.