სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე
დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
ვერძი
შესაძლოა მოგინდეთ თქვენი სურვილების რეალიზება. ზოგიერთს მოგიწევთ დაუბრუნდეთ ძველ, გადადებულ დავალებებს. პირადი ურთიერთობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. არ არის საუკეთესო დრო ახალი ნაცნობობისთვის.
კურო
ხელსაყრელი დღეა განმარტოებით მუშაობისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეეცადეთ უარი თქვათ ყველაფერზე კონტროლზე, მიეცით საკუთარ თავს საშუალება, რომ დაისვენოთ. სამსახურში ზედმეტად ნუ დაიტანჯებით.
ტყუპი
შეუერთდით ჯგუფებს, რომლებიც შეესაბამება თქვენს ინტერესებს. გააფართოეთ თქვენი სოციალური წრე. ფოკუსირება მოახდინეთ თქვენს მისწრაფებებსა და გეგმებზე და მეგობრებთან ურთიერთობის განვითარებაზე.
კირჩხიბი
შეძლებთ გააუმჯობესოთ თქვენი რეპუტაცია, მიიპყროთ უფროსის ან ავტორიტეტის პოზიტიური ყურადღება. კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს გრძელვადიან მისწრაფებებზე.
ლომი
შესაძლოა მოგზაურობის სურვილი გაგიჩინოთ ან გადაწყვეტთ ჩარიცხოთ თქვენთვის საინტერესო კურსებზე, ან დაიწყოთ წიგნის, სტატიების წერა. მოგინდებათ ცოდნის გაფართოება და ახალი გამოცდილების მიღება.
ქალწული
შესაძლოა მიდრეკილი იყოთ ინტროსპექციისკენ; მოგინდებათ გაიგოთ თქვენი ემოციები და ჭეშმარიტი სურვილები. გადახედეთ თქვენს მიდგომას ფულისა და საერთო რესურსების მიმართ. მოაწყვეთ რომანტიკული საღამო პარტნიორთან ერთად.
სასწორი
პარტნიორებთან ურთიერთობა წინა პლანზე წამოვა. ეს ეხება როგორც საქმიან, ასევე პირად კავშირებს. ზოგმა შესაძლოა ტრანსფორმაცია განიცადოს. ვინმესთან დაშორებას გადაწყვეტთ, ვიღაცასთან ურთიერთობა ახალ დონეს მიაღწევს და გაძლიერდება.
მორიელი
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ყოველდღიურ რუტინას. იზრუნეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე; მავნე ჩვევების მოცილებაზე. გაზარდეთ ყურადღება დეტალებისადმი, რომლებიც საჭიროებენ სიზუსტეს.
მშვილდოსანი
დღემ შეიძლება მოიტანოს შემოქმედებითი შთაგონება, გაზრდილი თვითგამოხატვა და რომანტიკისა და სიამოვნების სურვილი. წინა პლანზე გამოვა საყვარელ ადამიანთან და შვილებთან ურთიერთობა. ფრთხილად იყავით იმპულსურ გადაწყვეტილებებთან და გადაჭარბებულ რისკებთან.
თხის რქა
შესაფერისი დღეა პირადი ურთიერთობების გასავითარებლად. ახლობლებს მეტი ყურადღება დასჭირდებათ. შეიძლება გადაწყვიტოთ რაღაცის შეცვლა თქვენს სახლში. კარგი დღეა საყვარელ ადამიანებთან შეკრებისა და სიახლეების გაცვლისთვის.
მერწყული
დღე ხელსაყრელია კომუნიკაციისთვის, სწავლისა და აზრების გაცვლისთვის. თქვენი ცნობისმოყვარეობა იზრდება, გსურთ მეტი იცოდეთ ყველაფერზე. ფრთხილად იყავით ყურადღების გაფანტვისგან ან ინფორმაციის გადატვირთვისგან.
თევზები
შეგიძლიათ დაიწყოთ შემოსავლის ახალი წყაროების ძებნა ან უბრალოდ იფიქროთ ამაზე. დაგეგმეთ თქვენი ბიუჯეტი უახლოეს მომავალში, გაიგეთ სად მიდის ფული, შესაძლოა გარკვეული ხარჯები შეიზღუდოს. დღეს ჯობია არ მოაწეროთ ხელი მნიშვნელოვან ფინანსურ დოკუმენტებს.