მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 მაისს მზე და მთვარე ერთმანეთს "დაუპირისპირდებიან" - ზოდიაქოს რომელ ნიშანზე როგორ იმოქმედებს მოსალოდნელი სავსემთვარეობა
7 მაისს მზე და მთვარე ერთმანეთს "დაუპირისპირდებიან" - ზოდიაქოს რომელ ნიშანზე როგორ იმოქმედებს მოსალოდნელი სავსემთვარეობა

7 მა­ისს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქო­ში. შე­იძ­ლე­ბა, ეს დღე და­გა­მახ­სოვ­რდეთ, რო­გორც "ემო­ცი­ე­ბის "ფო­ი­ერ­ვერ­კი. და რა­ტომ? მო­რი­ე­ლი ისე­დაც ემო­ცი­უ­რი ნი­შა­ნია, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე მო­მა­ტე­ბუ­ლია ემო­ცი­ე­ბი და კი­დევ გვაქვს რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი, რაც ამის თქმის სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს, მაგ­რამ მივ­ყვეთ ყვე­ლა­ფერს თან­მიმ­დევ­რუ­ლად...

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის წერ­ტი­ლი ილუ­ზი­ე­ბის, ზღაპ­რე­ბი­სა და ტყუ­ი­ლე­ბის პლა­ნე­ტა ნეპ­ტუნ­თან კარგ კავ­შირ­შია, მაგ­რამ აი, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სი­ლა­მა­ზის (ფუ­ლი­საც) პლა­ნე­ტა ვე­ნე­რას­თან - ჩხუ­ბობს. გარ­და ამი­სა, თა­ვად ვე­ნე­რა კარგ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შია ენერ­გი­ულ მარსთან. აი, ესაა მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქო­ში სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის სი­უ­ჟე­ტი, ახლა გავ­შა­ლოთ თემა:

20 მა­ი­სამ­დე მზე კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში იმ­ყო­ფე­ბა. ეს არის წე­ლი­წა­დის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი პე­რი­ო­დი, როცა ყვე­ლა მცე­ნა­რე იფურ­ჩქნე­ბა, ადა­მი­ა­ნებს მე­ტად უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი და მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზეც არა­ნაკ­ლებ ზრუ­ნა­ვენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის გამო, რომ კუ­როს ნი­შანს ვე­ნე­რა მარ­თვს. ახლა ეს უკა­ნას­კნე­ლი ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო­ში მდე­ბა­რე­ობს; ჰა­ე­რის სტი­ქი­ა­ში ყოფ­ნი­სას მსუ­ბუ­ქია და მარ­ტი­ვად შე­უძ­ლია ფლირ­ტის გაბ­მა. ამი­ტომ, გირ­ჩევთ გა­მო­ი­ყე­ნოთ ეს დრო. თუმ­ცა, აქვე უნდა შე­გახ­სე­ნოთ, რომ ვე­ნე­რა რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბის­თვის (უკა­ნა­მავ­ლი) ემ­ზა­დე­ბა, სვლას და­ი­წყებს 13 მა­ისს , ჯერ სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი (როცა დე­და­მი­წის დამ­კვირ­ვებ­ლის­თვის ჩანს, რომ პლა­ნე­ტა ერთ ად­გილ­ზე დგას) იქ­ნე­ბა და მერე უკან წავა (ესეც, რა თქმა უნდა, დე­და­მი­წის დამ­კვირ­ვებ­ლის­თვის ჩანს ასე).

7 მა­ისს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბა მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქოს მეთ­ვრა­მე­ტე გრა­დუს­ში. მზე და მთვა­რე ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბი­ან. აქ­ტი­ურ­დე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი (ჩემი ფული, ქო­ნე­ბა), რას ვფლობ ან რას მინ­და ვფლობ­დე: მა­ტე­რი­ა­ლურ­საც და არა­მა­ტე­რი­ა­ლურ­საც. ეს კუ­როს, მე­ო­რე სახ­ლის თე­მაა. ხოლო მო­რი­ე­ლი მერ­ვე სახ­ლის თე­მას გა­ნა­გებს, გარ­და­სახ­ვას, ტრანსფორ­მა­ცი­ას.

ანუ, კი­თხვის ნი­შა­ნი გაჩ­ნდე­ბა თე­მებ­ში სიყ­ვა­რუ­ლი და ფული, რას აირ­ჩევთ?

რო­გორც ზღაპ­რებ­ში ხდე­ბა, რა­ღაც უნდა გა­ი­ღოთ, რომ სა­სურ­ვე­ლი მი­ი­ღო, მაგ­რამ იქ­ნებ შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ბა­ლან­სი და­იც­ვათ და ორი­ვე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ? მო­რი­ელს რო­გორც ვი­ცით, 2 პლა­ნე­ტა მარ­თავს: მარ­სი და პლუ­ტო­ნი. ეს უკა­ნას­კნე­ლი რეტ­როგ­რა­დუ­ლია თხის რქის ნი­შან­ში და გვი­ბიძ­გებს ტრანსფორ­მა­ცი­ე­ბის­კენ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებ­ში და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ბედ­შიც კი. შაბ­ლო­ნე­ბის­გან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ და ის და­ი­ნა­ხოთ, რაც ნამ­დვი­ლად ღი­რე­ბუ­ლია.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა ნეპ­ტუნს, ის ინ­ტუ­ი­ცი­ი­დან მი­ნიშ­ნე­ბებს გვაძ­ლევს, ამი­ტომ და­აკ­ვირ­დით სიზ­მრებს, მე­ტა­ფო­რებს , ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გა­არ­კვი­ოთ, რა ნა­ბი­ჯი უნდა გა­დად­გათ. აგ­რეთ­ვე, კარ­გი იქ­ნე­ბა მე­დი­ტა­ცია. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ ში­ნა­გა­ნი ბა­ლან­სი, იყა­ვით ჰა­მო­ნი­უ­ლი სა­კუ­თარ თავ­თან. აგ­რეთ­ვე, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე ზო­მი­ე­რე­ბა გმარ­თებთ გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ში.

ვე­ნე­რა-ნეპ­ტუ­ნის კვად­რა­ტის გამო ზო­გი­ერთს ეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა მე­ტად გა­უმ­ძაფ­რებს სიყ­ვა­რუ­ლის თე­მებს. ცრემ­ლის ღვრა და მო­წყე­ნი­ლო­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა . არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა იმე­დი გა­გიც­რუ­ოთ. თუმ­ცა, გირ­ჩევთ, თქვე­ნი გან­ცდე­ბი შე­მოქ­მე­დე­ბა­ში გა­და­ი­ტა­ნოთ და შექ­მნათ ლა­მა­ზი ნივ­თე­ბი (და­წე­რეთ ლექ­სი, მე­ლო­დია). აგ­რეთ­ვე კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­მო­ი­ძი­ნებთ. მო­უს­მი­ნეთ ლოც­ვებს, თქვენ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო მე­ლო­დი­ებს. კარ­გია ამ დღეს აბა­ზა­ნის მი­ღე­ბა, რათა წყალს გა­ა­ტა­ნოთ ყვე­ლა­ფე­რი ნე­გა­ტი­უ­რი, და­ლი­ოთ სა­სარ­გებ­ლო ბა­ლა­ხე­უ­ლის ჩაი. და­სამ­შვი­დე­ლად კარ­გია არო­მა­თე­რა­პი­აც. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­გეხ­მა­რე­ბათ, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­ა­გო­როთ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის ემო­ცი­უ­რი პიკი და მიხ­ვი­დეთ იმ აზ­რამ­დე - რა არის თქვენ­თვის ნამ­დვი­ლად ღი­რე­ბუ­ლი.

უნდა შე­გახ­სე­ნოთ, რომ ვე­ნე­რა-ნეპ­ტუ­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა უკვე გვქონ­და 4 მა­ისს , გვექ­ნე­ბა კი­დევ 21-ში და კი­დევ ერთხელ ვიგ­რძნობთ ამ ას­პექ­ტის სიმ­ძაფ­რეს 27 ივ­ლისს . გირ­ჩევთ, მი­ი­ღოთ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლი ღირ­სე­უ­ლად, გა­ა­ნა­ლი­ზოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა და თა­ვა­წე­ულ­მა გა­აგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა ახა­ლი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ. რაც მთვა­რია, მარ­სი გვაძ­ლევს ძა­ლას, რომ ვი­ყოთ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლე­ბი, უკე­თე­სო­ბის­კენ შევ­ცვა­ლოთ ჩვე­ნი ფიქ­რე­ბი და ცხოვ­რე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­ი­წყებთ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ვარ­ჯი­ში, რა­ღა­ცის შეს­წავ­ლა, ლა­მა­ზი ნივ­თე­ბის კე­თე­ბა ან თუნ­დაც იმი­ჯის შეც­ვლა.

  • ვის­ზე იმოქ­მე­დებს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად?

რა თქმა უნდა, მო­რი­ე­ლებ­სა და კუ­რო­ებ­ზე , სა­დაც იმ­ყო­ფე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მზე და მთვა­რე. აგ­რეთ­ვე, მერ­წყულ­სა და ლომ­ზე , რო­გორც ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ჯვრის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე. შე­და­რე­ბით მშვი­დად გა­ივ­ლი­ან სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას თევ­ზე­ბი და კირჩხი­ბი. ხოლო, თუ პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლი გაქვთ კუ­როს, მო­რი­ე­ლის, მერ­წყუ­ლი­სა და ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში, 15-დან 21 გრა­დუს­ში, თქვენ მეტი ყუ­რა­დღე­ბა მო­გე­თხო­ვე­ბათ. ეცა­დეთ, მო­დუნ­დეთ, გა­მო­ი­ძი­ნოთ, გა­უშ­ვათ თქვე­ნი ყვე­ლა დარ­დი, წყე­ნა და ეცა­დეთ, არა­ვინ (და არც სა­კუ­თა­რი თავი) არ და­ა­და­ნა­შა­უ­ლოთ იმა­ში, რაც თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბო­და. მაგ­რამ ნა­თე­ლი გო­ნე­ბით გა­ერ­კვი­ეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და ჩა­მო­ყა­ლიბ­დით, რო­გორ უნდა გან­ვი­თარ­დეთ მო­მა­ვალ­ში. კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ითხოვს ჩვენ­გან პო­ზი­ტი­ურ ტრანსფორ­მა­ცი­ას, გან­ვი­თა­რე­ბის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვლას. ეს კი არ გა­მო­ვა, თუ წარ­სულ­ში არ დავ­ტო­ვებთ ყვე­ლა­ფერ (ადა­მი­ა­ნებს, საქ­მე­ებს, ფიქ­რებს) ნე­გა­ტი­ურს.

მშვიდ და ჰარ­მო­ნი­ულ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

7 მაისს მზე და მთვარე ერთმანეთს "დაუპირისპირდებიან" - ზოდიაქოს რომელ ნიშანზე როგორ იმოქმედებს მოსალოდნელი სავსემთვარეობა

7 მაისს მზე და მთვარე ერთმანეთს "დაუპირისპირდებიან" - ზოდიაქოს რომელ ნიშანზე როგორ იმოქმედებს მოსალოდნელი სავსემთვარეობა

7 მაისს სავსემთვარეობას ველოდებით მორიელის ზოდიაქოში. შეიძლება, ეს დღე დაგამახსოვრდეთ, როგორც "ემოციების "ფოიერვერკი. და რატომ? მორიელი ისედაც ემოციური ნიშანია, სავსემთვარეობაზე მომატებულია ემოციები და კიდევ გვაქვს რამდენიმე ფაქტორი, რაც ამის თქმის საფუძველს გვაძლევს, მაგრამ მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრულად...

სავსემთვარეობის წერტილი ილუზიების, ზღაპრებისა და ტყუილების პლანეტა ნეპტუნთან კარგ კავშირშია, მაგრამ აი, სიყვარულისა და სილამაზის (ფულისაც) პლანეტა ვენერასთან - ჩხუბობს. გარდა ამისა, თავად ვენერა კარგ დამოკიდებულებაშია ენერგიულ მარსთან. აი, ესაა მორიელის ზოდიაქოში სავსემთვარეობის სიუჟეტი, ახლა გავშალოთ თემა:

20 მაისამდე მზე კუროს ზოდიაქოში იმყოფება. ეს არის წელიწადის ყველაზე ლამაზი პერიოდი, როცა ყველა მცენარე იფურჩქნება, ადამიანებს მეტად უყვართ ერთმანეთი და მატერიალურ კეთილდღეობაზეც არანაკლებ ზრუნავენ, ეს ყველაფერი იმის გამო, რომ კუროს ნიშანს ვენერა მართვს. ახლა ეს უკანასკნელი ტყუპის ზოდიაქოში მდებარეობს; ჰაერის სტიქიაში ყოფნისას მსუბუქია და მარტივად შეუძლია ფლირტის გაბმა. ამიტომ, გირჩევთ გამოიყენოთ ეს დრო. თუმცა, აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ ვენერა რეტროგრადულობისთვის (უკანამავლი) ემზადება, სვლას დაიწყებს 13 მაისს , ჯერ სტაციონარული (როცა დედამიწის დამკვირვებლისთვის ჩანს, რომ პლანეტა ერთ ადგილზე დგას) იქნება და მერე უკან წავა (ესეც, რა თქმა უნდა, დედამიწის დამკვირვებლისთვის ჩანს ასე).

7 მაისს სავსემთვარეობა გვექნება მორიელის ზოდიაქოს მეთვრამეტე გრადუსში. მზე და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდებიან. აქტიურდება მატერიალური საკითხები (ჩემი ფული, ქონება), რას ვფლობ ან რას მინდა ვფლობდე: მატერიალურსაც და არამატერიალურსაც. ეს კუროს, მეორე სახლის თემაა. ხოლო მორიელი მერვე სახლის თემას განაგებს, გარდასახვას, ტრანსფორმაციას.

ანუ, კითხვის ნიშანი გაჩნდება თემებში სიყვარული და ფული, რას აირჩევთ?

როგორც ზღაპრებში ხდება, რაღაც უნდა გაიღოთ, რომ სასურველი მიიღო, მაგრამ იქნებ შესაძლებელია, რომ ბალანსი დაიცვათ და ორივე შეინარჩუნოთ? მორიელს როგორც ვიცით, 2 პლანეტა მართავს: მარსი და პლუტონი. ეს უკანასკნელი რეტროგრადულია თხის რქის ნიშანში და გვიბიძგებს ტრანსფორმაციებისკენ სამსახურის საქმეებში და ზოგ შემთხვევაში ბედშიც კი. შაბლონებისგან უნდა გათავისუფლდეთ და ის დაინახოთ, რაც ნამდვილად ღირებულია.

ახლა რაც შეეხება ნეპტუნს, ის ინტუიციიდან მინიშნებებს გვაძლევს, ამიტომ დააკვირდით სიზმრებს, მეტაფორებს , ეს საშუალებას მოგცემთ გაარკვიოთ, რა ნაბიჯი უნდა გადადგათ. აგრეთვე, კარგი იქნება მედიტაცია. შეინარჩუნეთ შინაგანი ბალანსი, იყავით ჰამონიული საკუთარ თავთან. აგრეთვე, სავსემთვარეობაზე ზომიერება გმართებთ გამონათქვამებში.

ვენერა-ნეპტუნის კვადრატის გამო ზოგიერთს ეს სავსემთვარეობა მეტად გაუმძაფრებს სიყვარულის თემებს. ცრემლის ღვრა და მოწყენილობა აქტუალური იქნება . არ არის გამორიცხული, რომ საყვარელმა ადამიანმა იმედი გაგიცრუოთ. თუმცა, გირჩევთ, თქვენი განცდები შემოქმედებაში გადაიტანოთ და შექმნათ ლამაზი ნივთები (დაწერეთ ლექსი, მელოდია). აგრეთვე კარგი იქნება, თუ გამოიძინებთ. მოუსმინეთ ლოცვებს, თქვენთვის სასიამოვნო მელოდიებს. კარგია ამ დღეს აბაზანის მიღება, რათა წყალს გაატანოთ ყველაფერი ნეგატიური, დალიოთ სასარგებლო ბალახეულის ჩაი. დასამშვიდელად კარგია არომათერაპიაც. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, რომ მშვიდობიანად გადააგოროთ სავსემთვარეობის ემოციური პიკი და მიხვიდეთ იმ აზრამდე - რა არის თქვენთვის ნამდვილად ღირებული.

უნდა შეგახსენოთ, რომ ვენერა-ნეპტუნის დაპირისპირება უკვე გვქონდა 4 მაისს , გვექნება კიდევ 21-ში და კიდევ ერთხელ ვიგრძნობთ ამ ასპექტის სიმძაფრეს 27 ივლისს . გირჩევთ, მიიღოთ ცხოვრებისეული გაკვეთილი ღირსეულად, გაანალიზოთ საკუთარი თავის მნიშვნელობა და თავაწეულმა გააგრძელოთ ცხოვრება ახალი მიზნების განხორციელებისკენ. რაც მთვარია, მარსი გვაძლევს ძალას, რომ ვიყოთ მიზანმიმართულები, უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი ფიქრები და ცხოვრება. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ საკუთარი თავის გაუმჯობესებას. ეს შეიძლება იყოს ვარჯიში, რაღაცის შესწავლა, ლამაზი ნივთების კეთება ან თუნდაც იმიჯის შეცვლა.

  • ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად?

რა თქმა უნდა, მორიელებსა და კუროებზე , სადაც იმყოფებიან ერთმანეთს დაპირისპირებული მზე და მთვარე. აგრეთვე, მერწყულსა და ლომზე , როგორც ფიქსირებული ჯვრის წარმომადგენლებზე. შედარებით მშვიდად გაივლიან სავსემთვარეობას თევზები და კირჩხიბი. ხოლო, თუ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები განლაგებული გაქვთ კუროს, მორიელის, მერწყულისა და ლომის ზოდიაქოში, 15-დან 21 გრადუსში, თქვენ მეტი ყურადღება მოგეთხოვებათ. ეცადეთ, მოდუნდეთ, გამოიძინოთ, გაუშვათ თქვენი ყველა დარდი, წყენა და ეცადეთ, არავინ (და არც საკუთარი თავი) არ დაადანაშაულოთ იმაში, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდებოდა. მაგრამ ნათელი გონებით გაერკვიეთ სიტუაციაში და ჩამოყალიბდით, როგორ უნდა განვითარდეთ მომავალში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს სავსემთვარეობა ითხოვს ჩვენგან პოზიტიურ ტრანსფორმაციას, განვითარების უმაღლეს საფეხურზე გადასვლას. ეს კი არ გამოვა, თუ წარსულში არ დავტოვებთ ყველაფერ (ადამიანებს, საქმეებს, ფიქრებს) ნეგატიურს.

მშვიდ და ჰარმონიულ სავსემთვარეობას გისურვებთ!

"უნდობლობა, ეჭვიანობა, მესაკუთრეობის გრძნობა - ძალიან შემაწუხებელ სახეს მიიღებს" - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი

რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 13 მაისიდან 25 ივნისამდე - გამომჟღავნდება წარსული ღალატის ფაქტები, გამოჩნდებიან "ყოფილები"

ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ყველას ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის - მომდევნო 18 თვის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის