ავტორი:

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

7 კვირა, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:57-ზე, მთვარე მშვილდოსანშია

დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ.გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. აგრეთვე, ნიშნობისა და ქორწინებისათვის. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.

ვერძი: დღეს დაისვენეთ, დაზოგეთ ენერგია, რათა ხვალიდან ახალ საქმეებში აქტიურად ჩაერთოთ. მოერიდეთ ბუნდოვან სიტუაციებში გახვევას, საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას. ნუ აჰყვებით ემოციებს და ნუ დაირღვევთ ძილის რეჟიმს.

კურო: ნუ ეცდებით გარშემო მყოფების შეცვლას, საქმეების გადაკეთებას. დღეს დაისვენეთ, მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გვერდით. საღამოს ახალი, საინტერესო იდეები დაგებადებათ.

ტყუპი: მსუბუქი საქმეები შეასრულეთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. სხვის უყურადღებობის გამო ნუ შეცვლით დღის გეგმას. მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად. გაისეირნეთ ბუნებაში.

კირჩხიბი: რომანტიკული დღე გელოდებათ. ეცადეთ, სვალდებულებები გვერდზე გადადოთ და მთელი კვირა საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ. გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, შეიძინეთ სამახსოვრო სუვენირები.

ლომი: მართალია, არ გაინტერესებთ სხვათა აზრები, მაგრამ ხანდახან მაინც მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ. საღამოს მეგობრებთან ერთად მხიარულება გელოდებათ. რომანტიკული სიურპრიზიც გელოდებათ.

ქალწული: დღეს ვერც ერთ სერიოზულ საქმეს ვერ დაუდებთ გულს. უმჯობესია, დაისვენოთ და გამოიძინოთ, შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს. მოერიდეთ უსაფუძვლო ეჭვიანობას, ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან.

სასწორი: გაურკვევლობა ხელს შეგიშლით კონკრეტული საქმეების მოგვარებაში. დღის განმავლობაში შეიძლება ახალ გამოცანებსა და ინტრიგებს შეეჯახოთ. ყურადღებით იყავით მგზავრობისას.

მორიელი: ნუ გახდებით გონივრულად დაგებული მახის მსხვერპლი. გადაამოწმეთ ყველა და ყველაფერი. აკურატულად მოაგვარეთ ფინანსური ოპერაციები. ემოციებს აყოლილი ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. მეტი დრო დაუთმეთ

მშვილდოსანი: თუ დეტალებს არ მიაქციევთ ყურადღებას და შეცდომებს არ გამოასწორებთ, მნიშვნელოვან საქმეებს ვერ დაასრულებთ. მეგობრებთან შეხვედრა, ერთად ვარჯიში ან გასეირნება განწყობას გაგიუმჯობესებთ.

თხის რქა: გადადეთ ყველა ოფიციალური შეხვედრა და საქმე. საუკეთესო დღეა მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ გასამგზავრებლად, ბუნებაში დასასვენებლად. საინტერესო გასართობს გამონახავთ ინტერნეტსივრცეში.

მერწყული: კარგად ჩამოაყალიბეთ სათქმელი და ეცადეთ, ყველამ სწორად გაგიგოთ. მოერიდეთ დეზინფორმაციის გავრცელებას. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სასიამოვნო წარიმართება.

თევზები: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოაჯხის წევრებთან. იყავით მეტად მზრუნველი შვილების მიმართ. ეს დღე სასიამოვნოდ და ერთად გაატარეთ. ახალი იდეები ჩაინიშნეთ, რომ მომავალში განახორციელოთ.