Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7-13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: რას გვირჩევენ ვარსკვლავები
7-13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: რას გვირჩევენ ვარსკვლავები

კვი­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან ას­ტრო­ლო­გი­ურ მოვ­ლე­ნებ­ზე სტა­ტია დევს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ. ახლა კი კვი­რის ზო­გად ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს გთა­ვა­ზობთ. გა­ე­ცა­ნით მას თქვე­ნი მზი­სა და ას­ცენ­დენ­ტის ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით:

ვერ­ძი

კვი­რა და­ი­წყე­ბა ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც გა­მო­იწ­ვევს აქ­ტი­ურ მოქ­მე­დე­ბას. პლა­ნე­ტა­რუ­ლი ურ­თი­ერთქმე­დე­ბა ქმნის პი­რო­ბებს დი­ნა­მი­კუ­რი წინსვლის­თვის, მაგ­რამ ფრთხი­ლად იყა­ვით მკვეთ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი­სას. ჩნდე­ბა გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გას­წავ­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ბა­ლან­სი იმ­პულსსა და მოთ­მი­ნე­ბას შო­რის. შუა კვი­რა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია კონ­ფლიქ­ტე­ბი ან გა­უ­გებ­რო­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­სა­ხურ­ში. ის საქ­მე­ე­ბი, სა­დაც გა­მო­ი­ჩენთ ინი­ცი­ა­ტი­ვას, შე­უ­პოვ­რო­ბას და ჩა­დებთ რე­სურ­სებს, წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა.

კურო

ამ კვი­რა­ში ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას იგ­რძნობთ. ვი­ნა­ი­დან ეს სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­შია, ეს ნიშ­ნავს, რომ ძა­ლის­ხმე­ვით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვა. ვარ­სკვლა­ვე­ბი ხელს უწყო­ბენ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბას და ჰარ­მო­ნი­ას. შუა კვი­რა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­უბ­რე­ბი გრძელ­ვა­დი­ან გეგ­მებ­სა თუ მა­ტე­რი­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე. იუ­პი­ტე­რი და პლუ­ტო­ნი ანე­ლე­ბენ პრო­ცე­სებს, რაც მოგ­ცემთ დროს გა­და­ხე­დოთ თქვენს საქ­მე­ებს! ნუ აჩ­ქარ­დე­ბით.

ტყუ­პი

თქვენს ნი­შან­ში იუ­პი­ტე­რი რეტ­როგ­რა­დულ მოძ­რა­ო­ბა­ში გა­და­დის, რაც შე­ა­ნე­ლებს პრო­ცე­სებს ბიზ­ნეს­ში, პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რა­ში. მაგ­რამ ეს კარ­გი დროა თქვე­ნი მიზ­ნე­ბის ინ­ტროს­პექ­ცი­ი­სა და გა­და­ხედ­ვის­თვის და სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბის სიღ­რმი­სე­უ­ლი შეს­წავ­ლის­თვის. შე­საძ­ლოა გარ­კვე­უ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა იგ­რძნოთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან. შე­ე­ცა­დეთ იყოთ უფრო მგრძნო­ბი­ა­რე მათი გან­წყო­ბის მი­მართ და ურ­თი­ერ­თო­ბაც და­ლაგ­დე­ბა. შე­საძ­ლოა სა­ჭი­რო გახ­დეს სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა.

კირჩხი­ბი

ეს კვი­რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ემო­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის დრო. სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი პლუ­ტო­ნი ოპო­ზი­ცი­ურ ნი­შან­ში გყავთ, მას მო­აქვს ტრანსფორ­მა­ცია პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სფე­რო­ში, შეც­ვლის სა­ჭი­რო­ე­ბებს. შე­იძ­ლე­ბა შე­გექ­მნათ ში­ნა­გა­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი, მაგ­რამ ეს კარ­გი დროა, რომ გა­ნიწ­მინ­დოთ და გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ ძვე­ლი წყე­ნი­სა და მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის­გან. კვი­რის ბო­ლოს ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ სა­ში­ნაო და ოჯა­ხურ სა­კი­თხებს, ეს მო­გი­ტანთ ფსი­ქო­ლო­გი­ურ კომ­ფორ­ტს და სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდას.

ლომი

ეს კვი­რა სავ­სე იქ­ნე­ბა ნა­თე­ლი მო­მენ­ტე­ბით, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ და­ი­ვი­წყოთ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის გრძნო­ბე­ბი. თქვენ­მა სო­ცი­ა­ლურ­მა აქ­ტი­ვო­ბამ და გარე და­საქ­მე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სა­მუ­შაო საქ­მე­ე­ბის შე­ჩე­რე­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს კონ­ფლიქ­ტე­ბი კო­ლე­გებ­თან. შე­ე­ცა­დეთ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ იმ­პულ­სუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და იყოთ მომთმე­ნი ბიზ­ნეს­ში. კვი­რის ბო­ლოს ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი იქ­მნე­ბა რო­მან­ტი­კულ და ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ჰარ­მო­ნი­ის აღ­სად­გე­ნად.

ქალ­წუ­ლი

კვი­რამ შე­საძ­ლოა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი მო­გი­ტა­ნოთ, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მუ­შა­ოს/თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის/კა­რი­ე­რის სფე­რო­ში. პლუ­ტო­ნი გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს თქვენს აღ­ქმა­ზე გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ, რა­მაც შე­საძ­ლოა გა­ი­ძუ­ლოთ გა­და­ხე­დოთ ზო­გი­ერთ პრო­ფე­სი­ულ მიზ­ნებს. შე­იძ­ლე­ბა იყოს უთან­ხმო­ე­ბა და ცვლი­ლე­ბე­ბი უფ­რო­სებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ისი­ნი უკე­თე­სო­ბის­კენ იქ­ნე­ბა. მთა­ვა­რია სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის დაც­ვა. კვი­რის ბო­ლოს ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბას და კე­თილ­დღე­ო­ბას - არ და­ი­ვი­წყოთ დას­ვე­ნე­ბა და სუფ­თა ჰა­ერ­ზე ყოფ­ნა.

სას­წო­რი

ეს კვი­რა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გან­თა­ვი­სუფ­ლდეთ დაბ­ნე­ლე­ბა­თა შე­მოდ­გო­მის დე­რეფ­ნის ძლი­ე­რი გავ­ლე­ნის­გან, რაც ცხოვ­რე­ბა­ში ბედ­ნი­ერ ცვლი­ლე­ბებს მო­ი­ტანს, გან­სა­კუთ­რე­ბით ცხოვ­რე­ბის რო­მან­ტი­კულ და სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში. პი­რო­ბე­ბი ხელ­საყ­რე­ლია ჰარ­მო­ნი­ი­სა და ბა­ლან­სის მო­თხოვ­ნი­ლე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მოთ­მი­ნე­ბა, თუ ყვე­ლა­ფე­რი ისე სწრა­ფად არ წავა, რო­გორც თქვენ გსურთ. კვი­რის ბო­ლოს თავს ბედ­ნი­ე­რად იგ­რძნობთ, კონ­ფლიქ­ტე­ბი მოგ­ვარ­დე­ბა და ბა­ლან­სი აღ­დგე­ბა პი­რად და სო­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

მო­რი­ე­ლი

ამ კვი­რა­ში შე­საძ­ლოა ძლი­ე­რი ემო­ცი­ე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა შეგ­ხვდეთ. თქვე­ნი ერთ-ერთი მმარ­თვე­ლი პლუ­ტო­ნი, სტა­ცი­ო­ნა­რულ ფა­ზა­შია, ემ­ზა­დე­ბა პირ­და­პირ მოძ­რა­ო­ბა­ში გა­და­სას­ვლე­ლად და მო­ი­თხოვს ტრანსფორ­მა­ცი­ას ცხოვ­რე­ბის ბევრ სფე­რო­ში. ეს არის დრო, რო­დე­საც ძვე­ლი ში­შე­ბი ან შე­ზღუდ­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა ზე­და­პირ­ზე ამო­ვი­დეს. შე­ე­ცა­დეთ იყოთ ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი თქვე­ნი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­მართ და არ შე­გე­შინ­დეთ გა­უშ­ვათ ის, რაც აღარ გჭირ­დე­ბათ. შუა კვი­რა­ში სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კა ან თვით­გან­ვი­თა­რე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი

შე­ნელ­დე­ბა ზო­გი­ერ­თი სა­კი­თხი, გან­სა­კუთ­რე­ბით კა­რი­ე­რა­სა და გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ეს არ არის იმედ­გაც­რუ­ე­ბის მი­ზე­ზი – უნდა გა­და­ხე­დოთ თქვენს გეგ­მებს და უფრო შეგ­ნე­ბუ­ლად მი­უდ­გეთ მათ. იუ­რი­დი­უ­ლი ან მოგ­ზა­უ­რო­ბის სა­კი­თხე­ბი შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვას შუა კვი­რა­ში, ამი­ტომ მო­ემ­ზა­დეთ დაგ­ვი­ა­ნე­ბის­თვის. მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­მო­ვა, რო­გორც თქვენ და­გეგ­მეთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დარ­ჩეთ ოპ­ტი­მის­ტუ­რად და გჯე­რო­დეთ უკე­თე­სის, შთა­ა­გო­ნოთ გარ­შე­მო მყო­ფე­ბი - მათ ახლა სჭირ­დე­ბათ თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა.

თხის რქა

პლუ­ტო­ნის სა­ბო­ლოო ტრან­ზი­ტი თქვე­ნი ნიშ­ნის ბოლო გრა­დუ­სებ­ში ძლი­ერ გავ­ლე­ნას ახ­დენს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კა­რი­ე­რა­სა და პი­რად ამ­ბი­ცი­ებ­ზე. ფი­ნან­სურ სა­კითხს არე­უ­ლო­ბა მო­აქვს - ხარ­ჯე­ბი აჭარ­ბებს თქვენს შე­მო­სა­ვალს. ეს კვი­რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ცვლი­ლე­ბე­ბის დრო, რო­დე­საც მო­გი­წევთ გა­და­ხე­დოთ თქვენს გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებს. კვი­რის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვას კონ­ფლიქ­ტი ავ­ტო­რი­ტე­ტებ­თან ან უფ­რო­სებ­თან, მაგ­რამ თქვე­ნი შე­უ­პოვ­რო­ბა და დის­ციპ­ლი­ნა და­გეხ­მა­რე­ბათ დაძ­ლი­ოთ ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლე.

მერ­წყუ­ლი

ამ კვი­რა­ში მო­გი­წევთ იყოთ მოქ­ნი­ლი და ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან, შვი­ლებ­თან და მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. პლა­ნე­ტა­რუ­ლი ურ­თი­ერთქმე­დე­ბა გა­მო­ავ­ლენს ძველ, გა­და­უჭ­რელ სა­კი­თხებს, გან­სა­კუთ­რე­ბით თქვენს როლს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ან გუნ­დურ მუ­შა­ო­ბას­თან. შუა კვი­რა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ და არ შეხ­ვი­დეთ კონ­ფლიქ­ტში, გან­სა­კუთ­რე­ბით კო­ლე­გებ­თან და თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან. შა­ბათ-კვი­რა ხელ­საყ­რე­ლი იქ­ნე­ბა მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბის აღ­დგე­ნის­თვის.

თევ­ზე­ბი

ამ კვი­რა­ში მგრძნო­ბე­ლო­ბა და ინ­ტუ­ი­ცია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა. სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა დრო და­უთ­მოთ თვით­გან­ვი­თა­რე­ბას და სუ­ლი­ერ პრაქ­ტი­კას. შუა კვი­რა­ში შე­საძ­ლოა გა­გიჩ­ნდეთ პი­როვ­ნუ­ლი ზრდის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მოქ­მე­დე­ბის ან ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­იხ­სნას სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო გა­და­ად­გი­ლე­ბის და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. სტა­ცი­ო­ნა­რულ­მა იუ­პი­ტერ­მა შე­საძ­ლოა შე­ა­ნე­ლოს გარე, სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბი, მაგ­რამ ეს მოგ­ცემთ დროს ში­ნა­გა­ნად იმუ­შა­ოთ, სა­კუ­თარ სამ­ყა­როს ჩა­უღ­რმავ­დეთ და მო­ემ­ზა­დოთ ახა­ლი მიღ­წე­ვე­ბის­თვის.

7-13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: რას გვირჩევენ ვარსკვლავები

7-13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: რას გვირჩევენ ვარსკვლავები

კვირის მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენებზე სტატია დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს გთავაზობთ. გაეცანით მას თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:

ვერძი

კვირა დაიწყება ენერგიის მოზღვავებით, რომელიც გამოიწვევს აქტიურ მოქმედებას. პლანეტარული ურთიერთქმედება ქმნის პირობებს დინამიკური წინსვლისთვის, მაგრამ ფრთხილად იყავით მკვეთრი გადაწყვეტილებებისას. ჩნდება გარემოებები, რომლებიც გასწავლით შეინარჩუნოთ ბალანსი იმპულსსა და მოთმინებას შორის. შუა კვირაში შესაძლებელია კონფლიქტები ან გაუგებრობები, განსაკუთრებით სამსახურში. ის საქმეები, სადაც გამოიჩენთ ინიციატივას, შეუპოვრობას და ჩადებთ რესურსებს, წარმატებით დასრულდება.

კურო

ამ კვირაში ფინანსური სტაბილურობის აუცილებლობას იგრძნობთ. ვინაიდან ეს საკითხი დღის წესრიგშია, ეს ნიშნავს, რომ ძალისხმევით შესაძლებელი იქნება სასურველი შედეგის მიღწევა. ვარსკვლავები ხელს უწყობენ ურთიერთობების დამყარებას და ჰარმონიას. შუა კვირაში შესაძლებელია მნიშვნელოვანი საუბრები გრძელვადიან გეგმებსა თუ მატერიალურ საკითხებზე. იუპიტერი და პლუტონი ანელებენ პროცესებს, რაც მოგცემთ დროს გადახედოთ თქვენს საქმეებს! ნუ აჩქარდებით.

ტყუპი

თქვენს ნიშანში იუპიტერი რეტროგრადულ მოძრაობაში გადადის, რაც შეანელებს პროცესებს ბიზნესში, პროფესიულ საქმიანობასა და სამართლებრივი საკითხების გადაჭრაში. მაგრამ ეს კარგი დროა თქვენი მიზნების ინტროსპექციისა და გადახედვისთვის და საინტერესო თემების სიღრმისეული შესწავლისთვის. შესაძლოა გარკვეული დაძაბულობა იგრძნოთ კომუნიკაციაში, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებთან. შეეცადეთ იყოთ უფრო მგრძნობიარე მათი განწყობის მიმართ და ურთიერთობაც დალაგდება. შესაძლოა საჭირო გახდეს საზღვარგარეთ გამგზავრება.

კირჩხიბი

ეს კვირა შეიძლება იყოს ემოციური ცვლილებებისა და ახალი აღმოჩენების დრო. სტაციონარული პლუტონი ოპოზიციურ ნიშანში გყავთ, მას მოაქვს ტრანსფორმაცია პირადი ურთიერთობების სფეროში, შეცვლის საჭიროებებს. შეიძლება შეგექმნათ შინაგანი წინააღმდეგობები, მაგრამ ეს კარგი დროა, რომ განიწმინდოთ და გათავისუფლდეთ ძველი წყენისა და მიჯაჭვულობისგან. კვირის ბოლოს ყურადღება უნდა მიაქციოთ საშინაო და ოჯახურ საკითხებს, ეს მოგიტანთ ფსიქოლოგიურ კომფორტს და სტაბილურობის განცდას.

ლომი

ეს კვირა სავსე იქნება ნათელი მომენტებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, არ დაივიწყოთ გარშემო მყოფების გრძნობები. თქვენმა სოციალურმა აქტივობამ და გარე დასაქმებამ შეიძლება გამოიწვიოს სამუშაო საქმეების შეჩერება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები კოლეგებთან. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ იმპულსური გადაწყვეტილებები და იყოთ მომთმენი ბიზნესში. კვირის ბოლოს ხელსაყრელი პირობები იქმნება რომანტიკულ და ოჯახურ ურთიერთობებში ჰარმონიის აღსადგენად.

ქალწული

კვირამ შესაძლოა ახალი გამოწვევები მოგიტანოთ, განსაკუთრებით სამუშაოს/თვითრეალიზაციის/კარიერის სფეროში. პლუტონი გავლენას მოახდენს თქვენს აღქმაზე გრძელვადიანი გეგმების შესახებ, რამაც შესაძლოა გაიძულოთ გადახედოთ ზოგიერთ პროფესიულ მიზნებს. შეიძლება იყოს უთანხმოება და ცვლილებები უფროსებთან ურთიერთობაში, მაგრამ საბოლოოდ ისინი უკეთესობისკენ იქნება. მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება და სამუშაო პირობების დაცვა. კვირის ბოლოს ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას - არ დაივიწყოთ დასვენება და სუფთა ჰაერზე ყოფნა.

სასწორი

ეს კვირა საშუალებას მოგცემთ განთავისუფლდეთ დაბნელებათა შემოდგომის დერეფნის ძლიერი გავლენისგან, რაც ცხოვრებაში ბედნიერ ცვლილებებს მოიტანს, განსაკუთრებით ცხოვრების რომანტიკულ და სასიყვარულო სფეროში. პირობები ხელსაყრელია ჰარმონიისა და ბალანსის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ მნიშვნელოვანია მოთმინება, თუ ყველაფერი ისე სწრაფად არ წავა, როგორც თქვენ გსურთ. კვირის ბოლოს თავს ბედნიერად იგრძნობთ, კონფლიქტები მოგვარდება და ბალანსი აღდგება პირად და სოციალურ ურთიერთობებში.

მორიელი

ამ კვირაში შესაძლოა ძლიერი ემოციები და გამოცდილება შეგხვდეთ. თქვენი ერთ-ერთი მმართველი პლუტონი, სტაციონარულ ფაზაშია, ემზადება პირდაპირ მოძრაობაში გადასასვლელად და მოითხოვს ტრანსფორმაციას ცხოვრების ბევრ სფეროში. ეს არის დრო, როდესაც ძველი შიშები ან შეზღუდვები შეიძლება ზედაპირზე ამოვიდეს. შეეცადეთ იყოთ ყურადღებიანი თქვენი შინაგანი მდგომარეობის მიმართ და არ შეგეშინდეთ გაუშვათ ის, რაც აღარ გჭირდებათ. შუა კვირაში სასარგებლო იქნება სულიერი პრაქტიკა ან თვითგანვითარება.

მშვილდოსანი

შენელდება ზოგიერთი საკითხი, განსაკუთრებით კარიერასა და განათლებასთან დაკავშირებული. თუმცა, ეს არ არის იმედგაცრუების მიზეზი – უნდა გადახედოთ თქვენს გეგმებს და უფრო შეგნებულად მიუდგეთ მათ. იურიდიული ან მოგზაურობის საკითხები შეიძლება წარმოიშვას შუა კვირაში, ამიტომ მოემზადეთ დაგვიანებისთვის. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისე გამოვა, როგორც თქვენ დაგეგმეთ. მნიშვნელოვანია დარჩეთ ოპტიმისტურად და გჯეროდეთ უკეთესის, შთააგონოთ გარშემო მყოფები - მათ ახლა სჭირდებათ თქვენი მხარდაჭერა.

თხის რქა

პლუტონის საბოლოო ტრანზიტი თქვენი ნიშნის ბოლო გრადუსებში ძლიერ გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე, განსაკუთრებით კარიერასა და პირად ამბიციებზე. ფინანსურ საკითხს არეულობა მოაქვს - ხარჯები აჭარბებს თქვენს შემოსავალს. ეს კვირა შეიძლება იყოს ცვლილებების დრო, როდესაც მოგიწევთ გადახედოთ თქვენს გრძელვადიან მიზნებს. კვირის ბოლოს შეიძლება წარმოიშვას კონფლიქტი ავტორიტეტებთან ან უფროსებთან, მაგრამ თქვენი შეუპოვრობა და დისციპლინა დაგეხმარებათ დაძლიოთ ნებისმიერი სირთულე.

მერწყული

ამ კვირაში მოგიწევთ იყოთ მოქნილი და ადაპტირებული, განსაკუთრებით სასიყვარულო პარტნიორთან, შვილებთან და მშობლებთან ურთიერთობაში. პლანეტარული ურთიერთქმედება გამოავლენს ძველ, გადაუჭრელ საკითხებს, განსაკუთრებით თქვენს როლს საზოგადოებაში ან გუნდურ მუშაობასთან. შუა კვირაში მნიშვნელოვანია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და არ შეხვიდეთ კონფლიქტში, განსაკუთრებით კოლეგებთან და თანამოაზრეებთან. შაბათ-კვირა ხელსაყრელი იქნება მეგობრებთან ურთიერთობისა და სოციალური კავშირების აღდგენისთვის.

თევზები

ამ კვირაში მგრძნობელობა და ინტუიცია მნიშვნელოვნად გაიზრდება. სასარგებლო იქნება დრო დაუთმოთ თვითგანვითარებას და სულიერ პრაქტიკას. შუა კვირაში შესაძლოა გაგიჩნდეთ პიროვნული ზრდის ახალი შესაძლებლობები, განსაკუთრებით შემოქმედების ან ხელოვნების სფეროში. ასევე შეიძლება გაიხსნას საქალაქთაშორისო გადაადგილების და საცხოვრებელი ადგილის რადიკალური ცვლილების შესაძლებლობები. სტაციონარულმა იუპიტერმა შესაძლოა შეანელოს გარე, სოციალური პროცესები, მაგრამ ეს მოგცემთ დროს შინაგანად იმუშაოთ, საკუთარ სამყაროს ჩაუღრმავდეთ და მოემზადოთ ახალი მიღწევებისთვის.