პარტნიორები:
    ავტორი:

    6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:11-ზე, მთვარე ვერძია

    ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაფრთხილდით მჭრელ საგნებთან, აალებად ნივთიერებებთან. არ გაიცივოთ თავი, ცხვირ-პირი.

    ვერძი: მოერიდეთ მკვეთრ გამონათქვამებს და რისკს. უმჯობესია, ენერგია შემოქმედებითი იდეების განხორციელებას დაუთმოთ. საღამოს გელოდებათ რომანტიკული შეხვედრა.

    კურო: საყვარელ ადამიანთან ან/და შვილებთან ერთად მოინახულეთ საინტერესო ადგილები, დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს.

    ტყუპი: დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრის და მხიარულების დღეა. დაუფიქრებლად ნუ გასცემთ დაპირებებს.

    კირჩხიბი: საქმეების უმეტესობა თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის მეგობრულ გარემოში. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური წვეულება.

    ლომი: ბიზნესსაქმიანობა დაკვირვებას მოითხოვს, თუ კარგად დააკვირდევით, შეიძლება გამოჩნდეს წყალქვეშა ქვები, რომლებსაც ოსტატურად უნდა აუაროთ გვერდი.

    ქალწული: დილომატიურად იმოქმედეთ, მშვიდად და ზრდილობიანად აუხსენით გარშემო მყოფებს თქვენი მოთხოვნები. მოჭარბებული ენერგია შემოქმედებით საქმიანობაში დახარჯეთ.

    სასწორი: ნუ მიატოვებთ შუა გზაზე დაწყებულ საქმეებს. პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მეტად გამოავლინეთ ინიციატივა, იყავით მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ.

    მორიელი: ნუ ეცდებით, ვინმეს მოაწონოთ თავი. უმჯობესია, მხიარულად და თავისუფლად იქცეოდეთ. არ გირჩევთ სასიამოვნო ემოციების შეკავებას. თამამად გამოხატეთ.

    მშვილდოსანი: არ გადაიღალოთ ფიზიკურად და ემოციურად. გაფრთხილდით ახალგაცნობილებთან, ყველას ნუ უმეგობრდებით და შინ ნუ მიგყავთ.

    თხის რქა: დასვენეთ და გამოიძინეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. იყავით მეტად მზრუნველი მის მიმართ.

    მერწყული: სამსახურის საქმეების სიმრავლის გამო ნუ მოკლებთ ყურადღებას ოჯახის წევრებს, თუ არ გსურთ მათთან ურთიერთობის დაძაბვა. მოერიდეთ ფულის ფლანგვას.

    თევზები: დაწყებული საქმეების დასრულებას მეტი დრო დაუთმეთ ნუ მიატოვებთ, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ და ჯანმრთელობაზე ზრუნვას. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე.