ავტორი:

5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - გაიგე როგორი დღე გელოდება

5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - გაიგე როგორი დღე გელოდება

ვერძი

ამ დღეს სამსახურში მოსალოდნელია კონფლიქტი უფროსთან ან კოლეგებთან. გირჩევთ, საკუთარი მიზნებისა და გეგმების შესახებ არავის უამბოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წარუმატებლობა გელით. ამჟამინდელი საქმიანობა უინტერესოდ გეჩვენებათ, თუმცა ახალი ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან, ახალ შესაძლებლობებს დაგანახებენ. ფრთხილად იყავით გზაზე გადასვლის დროს.

კურო

ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს. გაითვალისწინეთ, რომ ცდუნებების აყოლა პრობლემას მოგიტანთ. ამ დღეს სამსახურებრივ და ფინანსურ წარმატებებს არ უნდა ელოდოთ. ერიდეთ არაკეთილმოსურნეთა მაქინაციებს და ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი და პიროვნული მომხიბვლელობა უმაღლეს დონეზეა, თუმცა კომერციული ოპერაციების დროს უნდა იფრთხილოთ. მოსალოდნელია უთანხმოება პარტნიორებთან. ერიდეთ ნაჩქარევ და დაუფიქრებელ მოქმედებებს. ეცადეთ, ყველა სამსახურებრივი საქმე დღის პირველ ნახევარში დაასრულოთ, რადგან საღამოს საოჯახო საქმეები გელით.

კირჩხიბი

ამ დღეს ძლიერდება ინტუიცია, რასაც ზუსტი და კარგად გააზრებული მოქმედებები ახლავს. იზრდება თავდაჯერება და წარმატების იმედი. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სწორედ ამ დღეს დაიწყოთ საქმიანი მოლაპარაკებები. შესაძლოა, მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიოთ და საქმიან მივლინებაში გამგზავრება მოგიწიოთ.

ლომი

შესაძლოა, ამ დღეს თქვენი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად გაიზარდოს, რაც შესანიშნავ პირობებს შექმნის პოზიტიური ცვლილებებისთვის. სავარაუდოდ, ახალი ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან, თქვენს წინაშე ახალ პერსპექტივებს გადაშლიან. ფრთხილად იყავით გზაზე გადასვლისას. ერიდეთ მჭრელ საგნებს და დიდი ზომის შინაურ ცხოველებთან თამაშს.

ქალწული

დღის პირველ ნახევარს ახლავს პოზიტიური ტენდენციები, თუმცა საკუთარ გეგმებსა და მიზნებზე არავის უამბოთ, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით. გაითვალისწინეთ, რომ ქაოსურობა, არასერიოზულობა და უპასუხისმგებლობა მომავალში უამრავ პრობლემას შეგიქმნით. ერიდეთ ხორციან კერძებს და სპირტიან სასმელებს.

სასწორი

წარმატებული დღეა, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ სიმშვიდისა და სულიერი ჰარმონიის განცდით. ჯანმრთელობის მდგომარეობა, კომუნიკაბელურობა და პიროვნული მომხიბვლელობა მაღალ დონეზეა, რაც გეხმარებათ, საქმეს წარმატებით გაუმკლავდეთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, ახლობელ ადამიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნას. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად ჩაივლის.

მორიელი

წინააღმდეგობრივი დღეა. გამორიცხული არ არის, რომ სირთულეებმა სარისკო მოქმედებებისკენ გიბიძგონ. გირჩევთ, დროულად შეჩერდეთ და მრისხანება დაიცხროთ. გაითვალისწინეთ, რომ ამჟამად ყველაზე მეტად ტაქტი და დიპლომატიურობა გჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, პრობლემების მოგვარების გზა მონახოთ. მოსალოდნელია საქმიანი მგზავრობა, რომლის შედეგებით კმაყოფილი დარჩებით.

მშვილდოსანი

ერიდეთ ფარულ მტრებს. თქვენმა უნებისყოფობამ და უპასუხისმგებლობამ შესაძლოა, თქვენ მიმართ კეთილად განწყობილ ადამიანებს აზრი შეაცვლევინოს. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და თამამად დაიცავით თქვენი პოზიცია.

თხის რქა

მუშაობის დროს დაშვებული შეცდომები და კონკურანტთა მაქინაციები მიზნის მიღწევაში ხელს შეგიშლით. სასიყვარულო საქმეებში ერთგვარი წინსვლა გელით, თუმცა მოულოდნელი ცნობა სიყვარულს დროებით დაგავიწყებთ. ერიდეთ ტრამვას.

მერწყული

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი კვლავინდებურად მაღალია. შეგიძლიათ, ნებისმიერ საქმეს შეეჭიდოთ, რადგან წარმატება გარანტირებულია. მარტოხელა და თავგადასავლების მაძიებელი მერწყულები საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებას მიიქცევენ.

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე პირადი ცხოვრების პრობლემების მოგვარებას და სულიერ განვითარებას მიუძღვნათ. მოსალოდნელია სირთულეები ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, რომლებსაც თქვენი გაგება უჭირთ. გირჩევთ, საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ და სინდისთან გარიგებაზე არ წახვიდეთ.

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ფული და სიყვარული

ვისზე იმოქმედებს ფსიქოლოგების, ბერების, მეთევზეებისა და შემოქმედი ადამიანების სავსემთავრეობა, რომელიც ამაღამაა

9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის