5 იანვარს დაბადებულ ადამიანს ოპტიმიზმი ყოველთვის ეხმარება, რომ წინააღმდეგობები ღირსეულად გადალახოს

5 იანვარს დაბადებულ ადამიანს ოპტიმიზმი ყოველთვის ეხმარება, რომ წინააღმდეგობები ღირსეულად გადალახოს

იანვარი (ლათ. Jānuārius mēnsis «იანუსის თვე») — იანუსი რომაული მითოლოგიის მიხედვით, სათავის დადების და ყოველივეს საწყისის ღვთაებად მოიაზრებოდა. აქედან მოდის იანვრის მიმართ განახლების და სიახლის სინონიმად აღქმის დამოკიდებულება. ასტროლოგიურად ეს თვე, ორ საკმაოდ განსხვავებულ ნიშანს: თხის რქას და მერწყულს აერთიანებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მერწყულის შემთხვევაში თხის რქის მმართველი სატურნი ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველობასაც ირგებს ღამით დაბადებულთა შემთხვევაში, ამიტომ თხის რქას და მერწყულს შორის ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაც შეიძლება რიგ შემთხვევაში. მათ შორის უმთავრესი კი სატურნული უპირობო სიჯიუტე და პრინციპულობაა.

როგორია 5 იანვარს დაბადებული ადამიანი

5 იანვარს დაბადებული ადამიანები, კრეატიულობით და გამომგონებლის ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. მათი ცხოვრება ხშირად საკმაოდ რთულია და პრობლემებით აღსავსე, თუმცა, საკუთარი თავის რწმენა და ოპტიმიზმი ამ ხალხს ყოველთვის ეხმარება იმაში, რომ წინააღმდეგობები ღირსეულად გადალახონ. მაგრამ მათ მუდმივად უნდა ახსოვდეთ, რომ სტაბილურობის და სიმშვიდის მოპოვების შემდეგ, სხვების გასაჭირს გულგრილად არ მოეკიდონ და ოდესღაც მის ბედქვეშ მყოფ ხალხს აუცილებლად გაუწოდონ დახმარების ხელი.