სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:51-ზე, 21:29-მდე მთვარე თხის რქაშია, მერე გადავა მერწყულში
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. მოიმატებს მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძვლებს.
ვერძი
შეიძლება რთულ არჩევნის წინაშე აღმოჩნდეთ. გადაწყვეტილების გადადება არ გამოდგება და მოგიწევთ უპირატესობა მიანიჭოთ ერთ-ერთ ვარიანტს. გირჩევთ, არ დაეყრდნოთ ინტუიციას, არამედ გაითვალისწინოთ თითოეულის დადებითი და უარყოფითი მხარე.
კურო
მოგინდებათ არასაჭირო ნივთებისა და ურთიერთობებისგან თავის დაღწევა. მაგრამ ძალიან ნუ გაგიტაცებთ ნივთების გადაგდება ან კონტაქტების წაშლა, დაფიქრდით, ნამდვილად გსურთ ამ ნივთისგან თავის დაღწევა ან ამ ადამიანთან კომუნიკაციის შეწყვეტა; თუ გადაწყვეტილება ცხელ გულზე მიიღეთ?..
ტყუპი
სამშაბათს კუთხეში ჯდომა აღარ გამოდგება. დღეს ბევრი პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ და რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაშიც ჩაერთვებით. თქვენ ვერ შეძლებთ ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას, მაგრამ მაინც არ ისაუბროთ ძალიან მკაცრად! დამსწრეებს შორის იქნება ადამიანი, რომელიც ხელიდან არ გაუშვებს შესაძლებლობას შეურაცხყოფა მოგაყენოთ.
კირჩხიბი
მოიმატებს აგრესიულობა და არ არის გამორიცხული, უხეში იყოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან სამსახურში. უმჯობესია, დაგროვილი ენერგია საქმეების მოგვარებას დაუთმოთ. შეიძლება გვიანობამდე მოგიწიოთ მუშაობამ.
ლომი
დღეს საკმაოდ ეფექტურად მუშაობთ და არ გამოტოვოთ შანსი, რომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ თქვენს უფროსებსა და კოლეგებზე და აიმაღლოთ რეპუტაცია მათ თვალში.
ქალწული
დაგეგმეთ საოჯახო ბიუჯეტი, არ გირჩევთ ზედმეტი ფულის ფლანგვას, რაც მომავალში დაგაზარალებთ. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. კარგი დღეა თათბირზე თქვენი იდეების განსახილველად.
სასწორი
ვარსკვლავები საშუალებას გაძლევთ იამაყოთ საკუთარი თავით. დღეს იოლად გაუმკლავდებით სირთულეებს და შეძლებთ კოლეგების დახმარებასაც. გელოდებთ შექება და აღიარება.
მორიელი
შეგიძლიათ შეამჩნიოთ მცირე დეტალები და გაერკვეთ რთულ საკითხებში. გარშემო მყოფებში პროფესიონალისა და ექსპერტის შთაბეჭდილებას დატოვებთ. მიიღებთ საინტერესო საქმიან შემოთავაზებას, მაგრამ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ.
მშვილდოსანი
დღეს არ უნდა დაიწყოთ მსხვილმასშტაბიანი ამოცანების შესრულება და ახალ პროექტებზე მუშაობა. სანამ ემოციურობას არ დაარეგულირებთ, გარშემო მყოფებთან უმჯობესია შეამციროთ კომუნიკაცია. ასევე დღე არ არის შესაფერისი დიდი შესყიდვებისთვის.
თხის რქა
დღეს ქედმაღალი და საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, მაგრამ რატომ უნდა გაირთულოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან სიმართლის მტკიცებაში, ყველა ყველაფერს ისედაც მიხვდება. ამასთან, გირჩევთ, ხანდახან მაინც მოუსმინოთ სხვის აზრს.
მერწყული
მოგიწევთ ურთიერთობის დალაგება გარშემო მყოფებთან; განსაკუთრებით მათთან, ვისთანაც საქმიანი და ფინანსური საკითხები გაკავშირებთ. მოერიდეთ გაუგებრობას და ნეგატივის დაგროვებას. გაიუმჯობესეთ ძილის და კვების რეჟიმი.
თევზები
ყველა მნიშვნელოვანი საუბარი და საქმე სხვა დროისთვის გადადეთ, დღეს უნდა დაისვენოთ; დაგებადებათ ახლი იდეები, მაგრამ ისინი ჯერ არ გაუზიაროთ სხვებს. დიდია რისკი, რომ მკაცრი კრიტიკა გამოიწვიოთ. არ გირჩევთ ფიზიკურ აქტიურობას.