ავტორი:

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - გაიგე როგორი დღე გელოდება

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - გაიგე როგორი დღე გელოდება

ვერძი

წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში სიფრთხილე გმართებთ. თავი შეიკავეთ კოლექტიური საქმიანობისგან და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან. კომერციულ საქმიანობაში თავი შეიკავეთ რისკისა და აქტიურობისგან, რადგან თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია. დღის მეორე ნახევარში, პირიქით, პროფესიულ საქმიანობაში წარმატება გელით.

კურო

ამ დღეს მაქსიმალურად ერიდეთ სარისკო მოქმედებებს და ნუ აჰყვებით ცდუნებას. გამორიცხული არაა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობის დაძაბვა. ეცადეთ, ემოციები შეიკავოთ და ვნებებს არ აჰყვეთ. საღამოს გამონახეთ დრო დასვენებისა და საყვარელი საქმიანობისგან. ერიდეთ ხორციან კერძებს და სპირტიან სასმელებს.

ტყუპები

ეს დღე სულიერ წონასწორობას მოგანიჭებთ, თუმცა ერიდეთ კომერციულ საქმეებში აქტიურობასა და გაუმართლებელ რისკს. აკეთეთ მხოლოდ ის, რაც ძალიან კარგად იცით. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ნეგატიური შედეგები მოჰყვება. დღის მეორე ნახევარში ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან პრობლემები გელით. ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ და ცდუნებებს გაუმკლავდეთ.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ამ დღეს წარმატებას წარუმატებლობა მოსდევს, ამიტომ არ მოდუნდეთ და პრობლემებს ზურგი არ აქციოთ. შესაძლოა, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან პრობლემები შეგექმნათ. ნუ აჰყვებით ემოციებს და გამონახეთ დრო დასვენებისთვის.

ლომი

დღის პირველ ნახევარში მზად იყავით ახალი ნაცნობობისთვის და უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. თქვენმა პიროვნულმა თვისებებმა შესაძლოა, უწესო ადამიანები მიიზიდონ. ერიდეთ კოლექტიურ საქმიანობას, რადგან შესაძლოა, უამრავი შეცდომა დაუშვათ. კომერციულ საქმიანობაში გაუმართლებელია ზედმეტი აქტიურობა და გაუმართლებელი რისკი, რადგან თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია.

ქალწული

ამბიციურობამ, აგრესიულობამ, სიტუაციის არასწორმა შეფასებამ ან ცრუ დაპირებებმა შესაძლოა, სამსახურსა და პირად ცხოვრებაში პრობლემები გამოიწვიოს. სამსახურში მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. საუკეთესო დღე არ გახლავთ კარიერაზე ფიქრისთვის. გირჩევთ, კამათში არ ჩაერიოთ, რადგან საბოლოოდ დამნაშავე თავად გამოხვალთ. ნუ მოდუნდებით და ნუ დაკარგავთ დროს მეორეხარისხოვან საკითხებზე. დაკარგულის ანაზღაურებას ძალიან დიდხანს ვერ შეძლებთ.

სასწორი

შეფასებებისა და დასკვნების გაკეთების დღეა. შესაძლოა, ძალების უჩვეულო მოზღვავება იგრძნოთ. პირადი კონტაქტები წარმატებული იქნება და ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ. ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ხელს მოკიდებთ, შესანიშნავად გაუმკლავდებით და ყველაზე რთული სიტუაციიდანაც გამარჯვებული გამოხვალთ. განსაკუთრებით წარმატებული დღის მეორე ნახევარი იქნება.

მორიელი

ცდუნების, ტყუილებისა და პროვოკაციების დღეა. შესაძლოა, ყველაზე უსიამოვნო წინათგრძნობა აგისრულდეთ - მოსალოდნელია თვალთვალი და საფრთხე. სიფრთხილე გამოიჩინეთ ლაპარაკსა და მოქმედებებში. ნუ მიიღებთ უცნობი ადამიანების მოწვევას. გამორიცხეთ ბრაზი და აგრესია. ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მხოლოდ ის საქმე უნდა აკეთოთ, რომელიც კარგად იცით. კომერციულ საქმიანობაში აქტიურ საქმიანობას და გაუმართლებელ რისკს უნდა ერიდოთ. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისგან, რომლებიც ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს. საკუთარი პოზიციების დაცვა მოგიწევთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა უფროსთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისთვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონტაქტისთვის. ამ დღეს პირად და სამსახურებრივ საქმეებში წარმატება გელით. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ან მაცდური წინადადება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოთ.

მერწყული

ეს დღე განახლებას განასახიერებს. ხელსაყრელი დღეა სამსახურში აქტიურობისთვის, ძველი საქმეების დასრულებისა და ახალი საქმეების დაწყებისთვის. ნუ მოდუნდებით და მეორეხარისხოვან საქმეებზე ნუ მოცდებით. ბევრი მარტოხელა მერწყული თავის მეორე ნახევარს შეხვდება.

თევზი

ახალი ცოდნის შეძენისა და ახალი ინფორმაციის მიღების დღეა. თუ გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად იმოქმედებთ, ყველა მიმართულებით წარმატება გელით. ავადმყოფებისთვის სასურველია სამკურნალო მასაჟი და წყლის პროცედურები.

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

"ივლისის შემდეგ აღარცერთი თქვენგანი იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო" - 8 ცხოვრებისეული ცვლილებება, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს ელით