აპრილის ყვავილი თოვლს ტეხავსო – ასე ამბობდნენ ძველად. აპრილში დაბადებული ადამიანებიც, ამ ყვავილის შესაბამისად ჯიუტი, პრინციპული და მიზანსწრაფული ხასიათით არიან გამორჩეულნი. ეს თვე ცეცხლოვანი ვერძისა და მიწის სტიქიის პირველი წარმომადგენლის – კუროს ზოდიაქოს ნიშნებს აერთიანებს. აპრილის ადამიანები, გასაოცარი გამძლეობითა და სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომაც შეადარეს ისინი აპრილის ყვავილს – მამაც ყოჩივარდას.
როგორია 4 აპრილს დაბადებული ადამიანი
4 აპრილს დაბადებული ადამიანები, საოცარი გამომგონებლური ტვინით და მიზანმიმართულობით გამოირჩევიან. ისინი ამბიციურები და ძალიან ენერგიულები არიან. თუმცა, ხშირად ისეც ხდება, რომ დაუფიქრებელი საქციელისა და იმპულსურობის გამო წარუმატებლობას აწყდებიან, იქ სადაც წესით გამარჯვებისთვის უნდა მიეღწიათ.