პარტნიორები:

    4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ეცადეთ, მხოლოდ კარგი თქვათ გარშემო მყოფებზე

    4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ეცადეთ, მხოლოდ კარგი თქვათ გარშემო მყოფებზე

    პარასკევი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:24-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 02:51-ზე

    ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის; შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.

    ვერძი

    თქვენთვის დამახასიათებელი კეთილშობილება და გულმოწყალება დღეს საკმაო სარგებელს მოგიტანთ. შესაძლოა, ერთ-ერთმა ადამიანმა, ვის დასახმარებლადაც მიხვალთ, მომავალში მადლობა გულუხვად გადაგიხადოთ.

    კურო

    ინიციატივის გამოვლენა საუკეთესო საშუალებაა აჩვენოთ თქვენი შესაძლებლობები უფროსებს და მიიღოთ მათი მოწონება და წახალისება.

    ტყუპი

    შეეცადეთ წარმოაჩინოთ თქვენი ნიჭი. ამგვარად შთაბეჭდილებას მოახდენთ არა მხოლოდ თქვენს მეგობრებზე, ნაცნობებსა და კოლეგებზე, არამედ საკუთარ უფროსზეც.

    კირჩხიბი

    თამამად შესთავაზეთ უფროსს პროექტი, რომელზეც დიდი ხანია მუშაობთ. თქვენთვის დამახასიათებელი მოკრძალება და სიმორცხვე - როგორც ყოველთვის - სარგებლის ნაცვლად ზიანს მოგიტანთ.

    ლომი

    პროფესიული წარმატების მიღწევას მხოლოდ ისინი შეძლებენ, ვინც დღეს წინასწარ გეგმავს და არ ფლანგავს დღეს უაზრო თემებზე საუბარში - საქმეებს ნუ დაიზარალებთ.

    ქალწული

    არ უნდა დახარჯოთ ენერგია აშკარად წარუმატებელ წამოწყებებზე, უნდა დახარჯოთ დრო და ენერგია ისეთ საქმიანობაზე, რომელსაც წარმატების ყველა შანსი აქვს.

    სასწორი

    კარგი დღეა ნებისმიერი წამოწყებისთვის, ამიტომ ისარგებლეთ ხელსაყრელი სიტუაციით და განახორციელეთ დიდი ხნის ნანატრი პროექტი, რომელზეც მხოლოდ გუშინ იოცნებებდით.

    მორიელი

    ეცადეთ, მხოლოდ კარგი თქვათ გარშემო მყოფებზე, მათზეც კი, ვინც - ობიექტური მიზეზების გამო - არ იმსახურებს ამას: გაგიკვირდებათ, როგორ შეცვლის მათ უკეთესობისკენ თქვენი კეთილგანწყობა.

    მშვილდოსანი

    სიტყვების სროლა და დაპირებების გაცემა, რომელსაც აშკარად ვერ შეასრულებთ, ყოველთვის არასასურველია, მაგრამ განსაკუთრებით დღეს: დროთა განმავლობაში შეიძლება ინანოთ, რომ ვინმეს ცრუ იმედი მისცეთ.

    თხის რქა

    დახმარება, რომელსაც უწევთ მათ, ვისაც ეს სჭირდება, მომავალში ასმაგად დაგიბრუნდებათ. ეს არა მხოლოდ კეთილშობილური, არამედ, მომგებიანი საქციელია.

    მერწყული

    დღე ხელსაყრელია სამთავრობო უწყებების მოსანახულებლად. იქ მომუშავე თანამშრომლები მზად იქნებიან გაგიწიონ ნებისმიერი დახმარება: მოგცენ საჭირო საბუთები და ნებართვა.

    თევზები

    შეგიძლიათ იმუშაოთ მნიშვნელოვანი პრეზენტაციის მომზადებაზე: შთაგონება, რომელიც ამ დროს გეწვევათ, საშუალებას მოგცემთ არა მხოლოდ შეაგროვოთ დამაჯერებელი მტკიცებულები, არამედ ამაყად წარუდგინოთ ფაქტები აუდიტორიას.