მთვარე სასწორის ზოდიაქოში გადავა 4 სექტემბრის 20:12-ზე და დარჩება 7 სექტემბრის 11:41-მდე
აქტიურია ჰაერის სტიქია.
ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოალამაზეთ თქვენი სახლი. ჩამოკიდეთ ლამაზი ნახატები, ინტერიერი მორთეთ დეკორით.
ეცადეთ, ოჯახის წევრებს შორის ჰარმონიულმა ურთიერთობამ დაისადგუროს.
კარგია მცენარეების მოლამაზება;
გაგიჩნდებათ სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი.
კარგია პლასტიკური ოპერაციების ჩატარება, კბილებზე მკურნალობა.
იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა.
შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ ბევრი სითხისა და ალკოჰოლის მიღებას.