31 დეკემბერს დაბადებული ადამიანი ყოველგვარი შეხსენების გარეშე ეხმარება სხვებს გაჭირვებაში

31 დეკემბერს დაბადებული ადამიანი ყოველგვარი შეხსენების გარეშე ეხმარება სხვებს გაჭირვებაში

დეკემბერი, მეათე თვეა რომაული კალენდრის მიხედვით (ლათინურად decem — ათი), გრეგორიანული კალენდრით კი მეთორმეტე თვედ ითვლება. მისით სრულდება წელიწადი. იგი გარკვეულწილად შემაჯამებელი თვეა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავხედოთ მთელი წლის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს და დასკვნები სწორად გამოვიტანოთ, საიმისოდ რომ მომდევნო წელი გაცილებით უფრო წარმატებული იყოს ჩვენთვის. დეკემბერი ქართული წარმართული კალენდრით — ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება — ქრისტეშობისთვეა. ასტროლოგიურად ეს თვე ორ, რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს - თავქარიან, ოპტიმისტ, მაწანწალა მშვილდოსანს და ფრთხილ, დაკვირვებულ, კონსერვატორ თხის რქას აერთიანებს. რომელთათვისაც საერთო ხასიათის თვისებად, მიზანსწრაფულობა შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა მიზნისკენ სავალი გზები და მეთოდები ორივესთვის სხვადასხვაა.

როგორია 31 დეკემბერს დაბადებული ადამიანი

31 დეკემბერს დაბადებული ადამიანები ბუნებით კოლექტივისტები არიან. მათ უმრავლესობას შესანიშნავად ესმის სოციუმის მოთხოვნები და მარტივად უწყობს ფეხს მასას. ისინი ფლობენ უნარს, ყოველთვის დროულად და რაც მთავარია ყოველგვარი შეხსენების გარეშე დაეხმარონ სხვებს გაჭირვებაში. თუმცაღა ზოგჯერ მოთხოვნილებას ახლობელი ადამიანები, მაქსიმალურად დაიცვან საზოგადოებაში მათ მიმართ დიქტატორის იარლიყის მიწებება მოსდევს.