პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 საუკეთესო სიდედრი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
3 საუკეთესო სიდედრი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მა­მა­კა­ცე­ბის დიდი ნა­წი­ლი, სა­სურ­ვე­ლი ქა­ლის გუ­ლის მო­გე­ბის შემ­დეგ ხში­რად არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლო და რაც მთა­ვა­რია, რიგ შემ­თხვე­ვა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად გა­და­უ­ლა­ხავ პრობ­ლე­მას აწყდე­ბა ხოლ­მე პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში – ამ პრობ­ლე­მას სა­ხე­ლად "სი­დედ­რი" ეწო­დე­ბა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს კარ­გი სი­დედ­რე­ბიც და გთა­ვა­ზობთ სა­უ­კე­თე­სო­თა სა­მე­ულს:

ლომი

მისი უნი­კა­ლუ­რო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ რო­გორც სი­დედ­რი იშ­ვი­ა­თად ერე­ვა სა­კუ­თა­რი შვი­ლის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რის გა­მოც რო­გორც წესი წარ­მო­იქ­მნე­ბა კი­დეც სიძე-სი­დედრს შო­რის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მე­ბი. ქალი ლომი იმ­დე­ნა­დაა და­კა­ვე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბით, იმი­ჯი­თა და პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით, რომ სი­ძეს­თან სა­კა­მა­თოდ არც დრო რჩე­ბა და არც სურ­ვი­ლი. გარ­და ამი­სა, იგი უზო­მოდ თავ­მოყ­ვა­რე არ­სე­ბაა. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი პო­ტენ­ცი­უ­რი სა­სი­ძო მას რამ­დენ­ჯერ­მე მა­ინც მი­არ­თმევს ვარ­დე­ბის თა­ი­გულს ან ჩაც­მუ­ლო­ბის სტილს შე­უ­ქებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ჩაც­მა-და­ხურ­ვის ჩვე­ვა მის ცოლს თურ­მე დე­დის­გან რგე­ბია, სი­დედ­რი ლომი კმა­ყო­ფი­ლე­ბის­გან კრუ­ტუნს და­ი­წყებს და ნაკ­ლე­ბად შე­გე­ხე­ბათ.

მო­რი­ე­ლი

ალ­ბათ ყვე­ლას გა­გი­გი­ათ მითი ქალი მო­რი­ე­ლე­ბის აუ­ტა­ნე­ლი ხა­სი­ა­თის შე­სა­ხებ. თუმ­ცა ეს მითი მო­რი­ე­ლის შემ­თხვე­ვა­ში დე­დამ­თი­ლო­ბა­ზე უფრო ვრცელ­დე­ბა. საქ­მე იმა­შია, რომ სი­დედ­რი მო­რი­ე­ლი გა­ცი­ლე­ბით უკეთ ახერ­ხებს სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას სი­ძეს­თან იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ ამ ქალს ორი მა­მა­კა­ცუ­რი პლა­ნე­ტა მარ­თავს და მის­თვის მა­მა­კა­ცე­ბი უფრო "ახ­ლობ­ლე­ბი" არი­ან თა­ვი­სი არ­სით ვიდ­რე ქალ­თა სქე­სი. შე­სა­ბა­მი­სად, თქვე­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი სი­დედ­რის მო­სა­ხიბ­ლად საკ­მა­რი­სია პა­ტი­ო­სა­ნი, სა­მარ­თლი­ა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გქონ­დეთ მისი შვი­ლის მი­მართ. ამას­თან ერ­თად, თუკი სი­დედრს სა­მო­მავ­ლოდ ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­კე­თე­ბა­შიც და­ეხ­მა­რე­ბით (მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ჭეს უზის, რო­გორც წესი) ჩათ­ვა­ლეთ, რომ მისი სა­ხით სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი და მო­კავ­ში­რე შე­გი­ძე­ნი­ათ.

კურო

უმ­თავ­რე­სი ხიბ­ლი იმი­სა, რომ თქვე­ნი სი­დედ­რი ან პო­ტენ­ცი­უ­რი სი­დედ­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით კუ­როა, მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის კე­თე­ბა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი კურო ქა­ლის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია ალ­ბათ მის ქა­ლიშ­ვილ­საც ეცო­დი­ნე­ბა. თუ ეს ასე არ არის და შვი­ლი დე­დის კვალს არ გაჰ­ყვა, არ ინერ­ვი­უ­ლოთ. სი­დედ­რი კურო თა­ვად გა­გა­ნე­ბივ­რებთ გემ­რი­ე­ლი სა­დი­ლე­ბით. მთა­ვა­რია, მან თქვენ­ში ოჯა­ხის კაცი, ერ­თგუ­ლი მე­უღ­ლე და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ამო­იც­ნოს. კუ­რო­ე­ბი ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ სტა­ბი­ლუ­რო­ბას, ამი­ტომ სი­დედ­რი კურო მშვი­დად იქ­ნე­ბა თუკი თქვენ სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სავ­ლის წყა­რო გა­გაჩ­ნი­ათ. თუმ­ცა, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბით უსამ­სა­ხუ­როდ დარ­ჩით, იგი ყო­ველ­გვა­რი წუ­წუ­ნის გა­რე­შე გა­მო­უ­წო­დებს თქვენს ოჯახს დახ­მა­რე­ბის ხელს. კუ­როს დახ­მა­რე­ბა კი, რო­გორც წესი, ერ­თობ სო­ლი­დუ­რი თან­ხით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

3 საუკეთესო სიდედრი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

3 საუკეთესო სიდედრი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მამაკაცების დიდი ნაწილი, სასურველი ქალის გულის მოგების შემდეგ ხშირად არცთუ უსაფუძვლო და რაც მთავარია, რიგ შემთხვევაში ფაქტობრივად გადაულახავ პრობლემას აწყდება ხოლმე პარტნიორულ ურთიერთობაში – ამ პრობლემას სახელად “სიდედრი“ ეწოდება. თუმცა, არსებობს კარგი სიდედრებიც და გთავაზობთ საუკეთესოთა სამეულს:

ლომი

მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ როგორც სიდედრი იშვიათად ერევა საკუთარი შვილის პირად ცხოვრებაში რის გამოც როგორც წესი წარმოიქმნება კიდეც სიძე-სიდედრს შორის ძირითადი პრობლემები. ქალი ლომი იმდენადაა დაკავებული საკუთარი ცხოვრებით, იმიჯითა და პროფესიული საქმიანობით, რომ სიძესთან საკამათოდ არც დრო რჩება და არც სურვილი. გარდა ამისა, იგი უზომოდ თავმოყვარე არსებაა. შესაბამისად, თუკი პოტენციური სასიძო მას რამდენჯერმე მაინც მიართმევს ვარდების თაიგულს ან ჩაცმულობის სტილს შეუქებს და აღნიშნავს, რომ გემოვნებიანი ჩაცმა-დახურვის ჩვევა მის ცოლს თურმე დედისგან რგებია, სიდედრი ლომი კმაყოფილებისგან კრუტუნს დაიწყებს და ნაკლებად შეგეხებათ.

მორიელი

ალბათ ყველას გაგიგიათ მითი ქალი მორიელების აუტანელი ხასიათის შესახებ. თუმცა ეს მითი მორიელის შემთხვევაში დედამთილობაზე უფრო ვრცელდება. საქმე იმაშია, რომ სიდედრი მორიელი გაცილებით უკეთ ახერხებს საერთო ენის გამონახვას სიძესთან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ ქალს ორი მამაკაცური პლანეტა მართავს და მისთვის მამაკაცები უფრო "ახლობლები" არიან თავისი არსით ვიდრე ქალთა სქესი. შესაბამისად, თქვენი პოტენციური სიდედრის მოსახიბლად საკმარისია პატიოსანი, სამართლიანი დამოკიდებულება გქონდეთ მისი შვილის მიმართ. ამასთან ერთად, თუკი სიდედრს სამომავლოდ ავტომანქანის შეკეთებაშიც დაეხმარებით (მათი უმრავლესობა საჭეს უზის, როგორც წესი) ჩათვალეთ, რომ მისი სახით საუკეთესო მეგობარი და მოკავშირე შეგიძენიათ.

კურო

უმთავრესი ხიბლი იმისა, რომ თქვენი სიდედრი ან პოტენციური სიდედრი ზოდიაქოს ნიშნით კუროა, მდგომარეობს იმაში, რომ გემრიელი კერძების კეთება, რომელიც ნებისმიერი კურო ქალის სავიზიტო ბარათია ალბათ მის ქალიშვილსაც ეცოდინება. თუ ეს ასე არ არის და შვილი დედის კვალს არ გაჰყვა, არ ინერვიულოთ. სიდედრი კურო თავად გაგანებივრებთ გემრიელი სადილებით. მთავარია, მან თქვენში ოჯახის კაცი, ერთგული მეუღლე და ყურადღებიანი ადამიანი ამოიცნოს. კუროები ძალიან აფასებენ სტაბილურობას, ამიტომ სიდედრი კურო მშვიდად იქნება თუკი თქვენ სტაბილური შემოსავლის წყარო გაგაჩნიათ. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ბედის უკუღმართობით უსამსახუროდ დარჩით, იგი ყოველგვარი წუწუნის გარეშე გამოუწოდებს თქვენს ოჯახს დახმარების ხელს. კუროს დახმარება კი, როგორც წესი, ერთობ სოლიდური თანხით განისაზღვრება.