კითხვაზე: რა არის ბედნიერება? პასუხის გაცემა რთულია, თუმცა იოლია პასუხის გაცემა კითხვაზე – გინდა იყო ბედნიერი? იმისათვის, რომ იყოთ ბედნიერი სამი იოლი რჩევა უნდა შეასრულოთ:
პეპლები სიყვარულის მოსაზიდად
პეპელა არის სიყვარულის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიმბოლო, რომელიც ეხმარება ადამიანს მისი სულის ნაწილის მოძებნაში, ხოლო უკვე დაქორწინებულ წყვილებში ის აახლებს გრძნობებს.
რა თქმა უნდა, ცოცხალი პეპლის ყოლა სახლში შეუძლებელია და არცაა საჭირო, საკმარისია ფანტაზია გააქტიუროთ. რამდენიმე ვარიანტი გვაქვს: მაცივრის მაგნიტები; თეთრეული მათი გამოსახულებით; სამზარეულოს აქსესუარები; ტელეფონის ქეისი. აქვე რჩევა უნდა მოგცეთ: არ მიამაგროთ პეპლები ფარდებზე, ფანჯრებზე ან შემოსასვლელ კარზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი კარგი უბრალოდ გაფრინდება თქვენი ცხოვრებიდან. ნუ განათავსებთ პეპლის გამოსახულებიან ნივთებს აბაზანაში ან საპირფარეშოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ბედნიერება მილებში გაქრება. არ უნდა შეინახოთ პეპლების ფიტულები სახლში. ისინი იზიდავენ უარყოფით ენერგიას.
ფორთოხალი ფულის მოსაზიდად
ეს ფერადი და არომატული ხილი ფულის ყველაზე ძლიერი მაგნიტია. აღმოსავლეთში თვლიან, რომ ის ფულადი ენერგიით არის გამსჭვალული და თუ გინდა, ადამიანს კეთილდღეობა უსურვო, მის სახლში სიმდიდრე მოიზიდო, ფორთოხალზე უკეთესი საჩუქარი ძნელი მოსაფიქრებელია.
ფულის მოსაზიდად ჩვევად აქციეთ, რომ ყოველთვის გქონდეთ ახალი ფორთოხალი ვაზაში თქვენი სამზარეულოს მაგიდაზე.
მწვანილი ბედნიერებისა და იღბლის მოსაზიდად
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მწვანილი, რომელსაც მუდმივად ვიყენებთ კერძების მოსამზადებლად ფაქტიურად ავსებს სახლს ბედნიერებითა და იღბლით. მათი ჯადოსნური თვისებები დიდი ხანია ცნობილია. საკმარისია დარგოთ ქოთანში ეს გემრიელი მწვანილი და ფანჯრის რაფაზე მოათავსოთ:
ბედნიერებას გისურვებთ!