მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 აგვისტოს სავსემთვარეობა, რომელზეც ჭექა-ქუხილის პლანეტა იმოქმედებს - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აფრთხილებენ ასტროლოგები
3 აგვისტოს სავსემთვარეობა, რომელზეც ჭექა-ქუხილის პლანეტა იმოქმედებს - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აფრთხილებენ ასტროლოგები

ახლა მზე ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში იმ­ყო­ფე­ბა, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას კი ვე­ლო­დე­ბით 3 აგ­ვის­ტოს , 19:58-ზე, მერ­წყუ­ლის ნი­შან­ში, მე-12 გრა­დუს­ში. მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის პლა­ნე­ტის - ურა­ნის გავ­ლე­ნით, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ თქვენ გარ­შე­მოც მო­უ­ლოდნ­ლო­ბებს ექ­ნე­ბა ად­გი­ლი. მო­გინ­დე­ბათ მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ჩარ­ჩო­ე­ბის გარჩვე­ვა, რა­ღაც იდე­ის­თვის გაბ­რძო­ლე­ბა. ეს ეხე­ბა თი­თო­ე­ულ ინ­დი­ვიდ­საც და სა­ერ­თო­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­საც ანუ დიპ­ლო­მა­ტი­ურ და­ძა­ბუ­ლო­ბებს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ად­გი­ლი. ამის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას ისიც გვაძ­ლევს, რომ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის მე­ო­რე დღეს, პლა­ნე­ტე­ბი მარ­სი (და­ძა­ბუ­ლო­ბა, ბრძო­ლა) და იუ­პი­ტე­რი (სა­ერ­თა­შო­რი­სო და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი) ცუ­დად და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რებს ეყო­ფათ მოთ­მი­ნე­ბა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მო­აგ­ვა­რე­ბენ რთულ სა­კი­თხებ­საც კი. იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად. მო­ე­რი­დეთ საქ­მე­ე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­კვე­ვას, გა­წყვე­ტას, გა­და­დეთ ისი­ნი უფრო მშვი­დი პე­რი­ო­დის­თვის.

პლა­ნე­ტა ურა­ნი არის ჭექა-ქუ­ხი­ლის, ხოლო მერ­წყუ­ლი არის ელექტრო­ო­ბის, ინ­ტერ­ნე­ტის, კომ­პი­უ­ტე­რე­ბის, ავი­აფ­რე­ნე­ბის სიმ­ბო­ლო. ამი­ტომ, სავ­სემ­ვა­რე­ო­ბის დღე­ებ­ში - პლუს-მი­ნუს 2-3 დღე იყა­ვით ფრთხი­ლად ამ სფე­რო­ებ­თან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთვა­რე სწრა­ფად გა­ივ­ლის სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის წერ­ტილს, მაგ­რამ ხან­გრძლი­ვად გაგ­რძელ­დე­ბა მზე-ურა­ნის და­ძა­ბუ­ლო­ბა, რაც მოგ­ვი­ტანს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლო­ბას, ადა­მი­ა­ნებს გა­უ­ჭირ­დე­ბათ რა­ღა­ცის მოთ­მე­ნა, ერ­თმა­ნე­თის მოს­მე­ნა. მო­ი­მა­ტეს ემო­ცი­უ­რო­ბა, გან­წყო­ბის უმი­ზე­ზო და მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბა. ამი­ტომ ისევ სიფრ­თხი­ლის­კენ მო­გი­წო­დებთ.

ვის­ზე იმოქ­მე­დებს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად? პირ­ველ რიგ­ში მა­მა­კა­ცებ­ზე, მათ­ზე, ვი­საც მზე ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი ჰყავს ლომ­ში. აგ­რეთ­ვე, მათ­ზე, ვისი მზეც მოხ­ვდა პირ­ველ ან მე­ხუ­თე სახ­ლებ­ში და ვი­საც პი­რად ნა­ტა­ლურ რუ­კა­ში ბევ­რი ას­პექ­ტი აქვს მზეს­თან.

ახლა კი ვნა­ხოთ, რას მო­უ­ტანს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ზო­დი­ა­ქის თი­თო­ე­ულ ნი­შანს. აქვე უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ ამ სავ­სემ­თა­რე­ო­ბა­ზე ბა­ლან­სის დაც­ვა მოგ­ვი­წევს ერ­თდრო­უ­ლად ორ სფე­რო­ში. და კი­დევ ერთხელ უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ იყოთ მშვი­დად, არ აჰ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს და მშვი­დად და­ი­წყოთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა-დას­რუ­ლე­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ახ­ლის და­წყე­ბას კი 19 აგ­ვის­ტოს ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე შეძ­ლებთ:

ვერ­ძი

უნდა შეძ­ლოთ ორი სფე­როს - პი­რა­დი­სა (რო­მან­ტი­კა) და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის (მე­გობ­რე­ბის, კო­ლე­გე­ბის) ინ­ტე­რე­სე­ბის და­ბა­ლან­სე­ბა. თქვენ ენერ­გი­ის დიდ მო­ზღვა­ვე­ბას გრძნობთ, ისე­დაც გა­ხა­სი­ა­თებთ ეგო­ის­ტუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი და ეცა­დეთ, თქვე­ნი შე­უ­პოვ­რო­ბით არ გა­ი­ფუ­ჭოთ საქ­მე­ე­ბი. გირ­ჩევთ, იდე­ე­ბი და მიზ­ნე­ბის თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ, იყოთ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, ზო­მი­ე­რად ლი­დე­რი და არ გა­ი­ფუ­ჭოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მათ­თან, ვინც პო­ზი­ტი­უ­რა­დაა თქვენ მი­მართ გან­წყო­ბი­ლი და გეხ­მა­რე­ბათ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში.

კურო

კა­რი­ე­რა­სა და ბიზ­ნეს თე­მებ­ზე უნდა შეძ­ლოთ მე­ტად კონ­ცენ­ტრი­რე­ბა და მათი და­ბა­ლან­სე­ბა. ანუ, ერ­თის გამო მე­ო­რე არ უნდა და­ა­ზა­რა­ლოთ. და­ი­ცა­ვით ჰარ­მო­ნია. შე­იძ­ლე­ბა მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღოთ ნა­თე­სა­ვე­ბის­გან, მშობ­ლე­ბის­გან ან ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან, რომ გან­ვი­თარ­დეთ რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, მი­ი­ღოთ ხალ­ხის აღი­ა­რე­ბა და და­ფა­სე­ბა.

ტყუ­პი

და­ლან­სის დაც­ვა გე­ვა­ლე­ბათ იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, ვის­თა­ნაც ყო­ველ­დღი­უ­რი კავ­ში­რი გაქვთ (და-ძმე­ბი, თა­ნა­ტო­ლე­ბი) და მათ­თან, ვინც თქვენ­გან შორ­საა (სა­ზღვარ­გა­რეთ) ან ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს. გა­მო­ავ­ლი­ნეთ კარ­გი მოს­წავ­ლის თვი­სე­ბე­ბი და ამას­თა­ნა­ვე, შე­იძ­ლე­ბა თა­ვა­დაც მო­გი­წი­ოთ სხვე­ბის­თვის რა­მის სწავ­ლამ. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა თა­ვის გუ­რუს, მას­წავ­ლე­ბელს მი­აგ­ნოს, ვინც და­გეხ­მა­რე­ბათ სა­სურ­ვე­ლის მიღ­წე­ვა­ში. ზო­გი­ერთ ტყუპს ელის მი­მოს­ვლა ახლო მან­ძილ­ზე (მივ­ლი­ნე­ბა), იუ­რი­დი­უ­ლი და უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. თუ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებთ გამ­გზავ­რე­ბას, გირ­ჩევთ ახ­ლა­ვე და­ი­წყოთ სა­ბუ­თე­ბის შეგ­რო­ვე­ბა.

კირჩხი­ბი

ძი­რი­თა­დი თემა იქ­ნე­ბა ფული - და­ა­ბა­ლან­სეთ თქვე­ნი და თქვე­ნი პარტნი­ო­რის ფი­ნან­სე­ბი. გა­და­ხე­დეთ, იმ საქ­მე­ებს, სა­დაც გაქვთ ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­დე­ბუ­ლი, ან ახლა აპი­რებთ ფუ­ლის და­ბან­დე­ბას. მო­ა­წეს­რი­გეთ კრე­დი­ტებ­თან, მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან, სა­და­ზღვე­ვო თან­ხას­თან, ალი­მენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, და­ფიქ­რდით, რისი შე­ძე­ნა გსურთ (შე­გიძ­ლი­ათ, სიაც კი ჩა­მო­წე­როთ), რა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას აპი­რებთ.

ლომი

და­ა­ბა­ლან­სეთ ურ­თი­ერ­თო­ბა ბიზ­ნეს და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებ­თან. ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მათ­და­მი. პარტნი­ო­რე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლე­ბენ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლი, რომ არ გა­ა­ფუ­ჭოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მათ­თან და უფრო მეტი, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და სხვა, მა­ღალ დო­ნე­ზეც კი აიყ­ვა­ნოთ. წა­გე­ბას და გა­ფუ­ჭე­ბას, ჯო­ბია, მო­გე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, პარტნი­ო­რის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე რომ იფიქ­რებთ, ნურც სა­კუ­თარ თავ­სა და ინ­ტე­რე­სებს და­ი­ვი­წყებთ.

ქალ­წუ­ლი

ბა­ლან­სი უნდა და­იც­ვათ თქვენს ყო­ველ­დღი­ურ საქ­მე­ებ­ში, რუ­ტი­ნა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ში და სურ­ვი­ლებ­ში, იდე­ა­ლე­ბის, მიზ­ნე­ბი­სა და სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში. თქვენ ერთ-ერთი სა­ი­მე­დო და შრო­მის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი ხართ, მაგ­რამ ეცა­დეთ, არ და­ი­ვი­წყოთ სურ­ვი­ლე­ბი, ის, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ. მი­ე­ცით თავს დას­ვე­ნე­ბის, გან­მარ­ტო­ე­ბის, ლოც­ვი­სა და და­ფიქ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მო­უს­მი­ნეთ ში­ნა­გან ხმას, სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კას, გა­მო­ი­ძი­ნეთ და ეცა­დეთ, ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბაც წეს­რიგ­ში გქონ­დეთ და სუ­ლი­ე­რიც. გარ­და ამი­სა, ბა­ლანსს სა­ჭი­რო­ებს ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ე­ბი და წმინ­და ად­გი­ლებ­ში (ეკ­ლე­სია-ტაძ­რე­ბი) გან­მარ­ტო­ე­ბა და ლოც­ვა.

სას­წო­რი

ბა­ლან­სი უნდა და­იც­ვათ სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბით სფე­რო­ებ­სა და იმ საქ­მე­ებს შო­რის, რა­საც მე­გობ­რებ­თან, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლებთ. ეცა­დეთ, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბიც და­იც­ვათ და არც მე­გობ­რე­ბი­სა და­არ­ღვი­ოთ. უფრო მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ თქვე­ნი იდე­ე­ბი. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, შვი­ლებ­თან აგ­რეთ­ვე, გერ­თან, თუ ასე­თი გყავთ, თქვე­ნი მე­გობ­რის შვი­ლებ­თან. ისი­ნი შე­გიძ­ლი­ათ ერთ ჯგუფ­ში გა­ა­წევ­რი­ა­ნოთ და გა­არ­თოთ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­როთ.

მო­რი­ე­ლი

აქ­ტი­უ­რი გახ­დე­ბა სა­ო­ჯა­ხო სა­კი­თხე­ბი, თქვენს ბი­ნას­თან, უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მო­აკ­ლოთ და არ და­ა­ზა­რა­ლოთ კა­რი­ე­რა, ბიზ­ნე­სი. შან­სი გაქვთ, რომ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბიც იდე­ა­ლუ­რად შე­ას­რუ­ლოთ და კა­რი­ე­რა­შიც მი­აღ­წი­ოთ წინსვლა­სა და აღი­ა­რე­ბა-და­ფა­სე­ბას.

მშვილ­დო­სა­ნი

და­ა­რე­გუ­ლი­რეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვენს და-ძმებ­თან, მათ­თან, ვინც თქვენ­გან ხე­ლის ერთ გაწ­ვდე­ნა­ზეა და აგ­რეთ­ვე მათ­თან, ვი­საც ავ­ტო­რი­ტე­ტად მი­იჩ­ნევთ, ვინც სა­ზღვარ­გა­რე­თაა. აგ­რეთ­ვე, ბა­ლან­სი უნდა და­იც­ვათ სწავ­ლა­ში. შე­იძ­ლე­ბა მოს­წავ­ლე გახ­დეთ ან თქვენს ცოდ­ნას თავი მო­უ­ყა­როთ და ლექ­ცი­ე­ბის კი­თხვა და­ი­წყოთ. იყა­ვით მზად ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მი­სა­ღე­ბად და სხვე­ბის­თვის ჭკუ­ის სას­წავ­ლებ­ლა­დაც. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ შო­რე­უ­ლი მგზავ­რო­ბაც და ახ­ლოც, 2-3-დღი­ა­ნი.

თხის რქა

გან­სა­კუთ­რე­ბულ აქ­ტი­უ­რო­ბას შე­ი­ძენს თქვე­ნი და პარტნი­ო­რე­ბის ფუ­ლე­ბის მარ­თვის სა­კი­თხი. თქვე­ნი და­ვა­ლე­ბაა, გა­და­ხე­დოთ იმ თან­ხებს, რა­საც გა­ნა­გებთ, ამას­თა­ნა­ვე, უძ­რავ ქო­ნე­ბა­საც და იმ ცოდ­ნა­საც, რა­საც ფლობთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­რო მო­ი­ძი­ოს და ამა­ში სა­კუ­თა­რი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა და­ეხ­მა­როს (კონ­სულ­ტა­ცია გა­უ­წი­ოთ ბიზ­ნე­სი­სა და ფი­ნან­სე­ბის სფე­რო­ებს) ფუ­ლის შოვ­ნა­ში. ამას­თა­ნა­ვე, მო­გე­თხო­ვე­ბათ, მო­ა­წეს­რი­გე­ოთ გა­და­სა­ხა­დებ­თან, კრე­დი­ტებ­თან, მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი.

მერ­წყუ­ლი

ბა­ლან­სი და­ი­ცა­ვით სა­კუ­თარ თავ­სა და პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს შო­რის. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც საქ­მი­ა­ნი ასე­ვე პი­რა­დი კავ­ში­რე­ბი. კი­დევ ერთხელ უნდა შე­გახ­სე­ნოთ, რომ 3 აგ­ვის­ტოს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა პლა­ნე­ტა ურა­ნის ძლი­ერ გავ­ლე­ნას გა­ნიც­დის, ის კი თქვე­ნი მთა­ვა­რი მმარ­თვე­ლია. ამი­ტომ ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას პარტნი­ო­რებ­თან. თქვენ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ, სი­ახ­ლე­ე­ბის­კენ სწრაფ­ვამ შე­იძ­ლე­ბა თქვენ შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ეცა­დეთ, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი კი არა, პარტნი­ო­რის ინ­ტე­რე­სე­ბიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ხოლ­მე. უფრო მე­ტიც, გა­ერ­თი­ან­დით სა­ერ­თო მიზ­ნის­თვის და ერ­თად, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლით იმოქ­მე­დეთ. და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, და­უკ­ვირ­დით იმ იდე­ებს, რაც ამ პე­რი­ოდ­ში და­გე­ბა­დე­ბათ. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ იმუ­შა­ვებთ სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე, იმიჯ­ზე.

თევ­ზე­ბი

და­ა­ბა­ლან­სეთ ორი სფე­რო - თქვე­ნი სუ­ლი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის ოც­ნე­ბა, გან­მარ­ტო­ე­ბა, სა­კუ­თარ სულ­თან "და­ლა­პა­რა­კე­ბა" და "და­მე­გობ­რე­ბა", მე­დი­ტა­ცია, გა­მო­ძი­ნე­ბა. ხში­რად ეს­ტუმ­რეთ წმნი­და ად­გი­ლებს. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ არტთე­რა­პია, ქველ­მოქ­მე­დე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ნუ და­ი­ვი­წყებთ თქვენს ყო­ველ­დღი­ურ საქ­მე­ებ­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია, თქვენს სამ­სა­ხურ­თან, ჯან­მრთე­ლო­ბას­თან, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­თან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

3 აგვისტოს სავსემთვარეობა, რომელზეც ჭექა-ქუხილის პლანეტა იმოქმედებს - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აფრთხილებენ ასტროლოგები

3 აგვისტოს სავსემთვარეობა, რომელზეც ჭექა-ქუხილის პლანეტა იმოქმედებს - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აფრთხილებენ ასტროლოგები

ახლა მზე ლომის ზოდიაქოში იმყოფება, სავსემთვარეობას კი ველოდებით 3 აგვისტოს , 19:58-ზე, მერწყულის ნიშანში, მე-12 გრადუსში. მოულოდნელობების პლანეტის - ურანის გავლენით, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენ გარშემოც მოულოდნლობებს ექნება ადგილი. მოგინდებათ მეტი თავისუფლება, ჩარჩოების გარჩვევა, რაღაც იდეისთვის გაბრძოლება. ეს ეხება თითოეულ ინდივიდსაც და საერთოშორისო ურთიერთობებსაც ანუ დიპლომატიურ დაძაბულობებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ამის თქმის საშუალებას ისიც გვაძლევს, რომ სავსემთვარეობის მეორე დღეს, პლანეტები მარსი (დაძაბულობა, ბრძოლა) და იუპიტერი (საერთაშორისო და დიპლომატიური ურთიერთობები) ცუდად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო მეთაურებს ეყოფათ მოთმინება და დიპლომატიურად მოაგვარებენ რთულ საკითხებსაც კი. იყავით მაქსიმალურად ფრთხილად. მოერიდეთ საქმეებისა და ურთიერთობების გარკვევას, გაწყვეტას, გადადეთ ისინი უფრო მშვიდი პერიოდისთვის.

პლანეტა ურანი არის ჭექა-ქუხილის, ხოლო მერწყული არის ელექტროობის, ინტერნეტის, კომპიუტერების, ავიაფრენების სიმბოლო. ამიტომ, სავსემვარეობის დღეებში - პლუს-მინუს 2-3 დღე იყავით ფრთხილად ამ სფეროებთან. მიუხედავად იმისა, რომ მთვარე სწრაფად გაივლის სავსემთვარეობის წერტილს, მაგრამ ხანგრძლივად გაგრძელდება მზე-ურანის დაძაბულობა, რაც მოგვიტანს გაღიზიანებულობას, ადამიანებს გაუჭირდებათ რაღაცის მოთმენა, ერთმანეთის მოსმენა. მოიმატეს ემოციურობა, განწყობის უმიზეზო და მოულოდნელი ცვლილება. ამიტომ ისევ სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ.

ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად? პირველ რიგში მამაკაცებზე, მათზე, ვისაც მზე ან მნიშვნელოვანი წერტილები ჰყავს ლომში. აგრეთვე, მათზე, ვისი მზეც მოხვდა პირველ ან მეხუთე სახლებში და ვისაც პირად ნატალურ რუკაში ბევრი ასპექტი აქვს მზესთან.

ახლა კი ვნახოთ, რას მოუტანს სავსემთვარეობა ზოდიაქის თითოეულ ნიშანს. აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ამ სავსემთარეობაზე ბალანსის დაცვა მოგვიწევს ერთდროულად ორ სფეროში. და კიდევ ერთხელ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ იყოთ მშვიდად, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და მშვიდად დაიწყოთ დაწყებული საქმეების, ურთიერთობების გაგრძელება-დასრულება. ყოველივე ახლის დაწყებას კი 19 აგვისტოს ახალმთვარეობაზე შეძლებთ:

ვერძი

უნდა შეძლოთ ორი სფეროს - პირადისა (რომანტიკა) და თანამოაზრეების (მეგობრების, კოლეგების) ინტერესების დაბალანსება. თქვენ ენერგიის დიდ მოზღვავებას გრძნობთ, ისედაც გახასიათებთ ეგოისტური გამოვლინებები და ეცადეთ, თქვენი შეუპოვრობით არ გაიფუჭოთ საქმეები. გირჩევთ, იდეები და მიზნების თანამოაზრეებთან ერთად განახორციელოთ, იყოთ დიპლომატიური, ზომიერად ლიდერი და არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება მათთან, ვინც პოზიტიურადაა თქვენ მიმართ განწყობილი და გეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

კურო

კარიერასა და ბიზნეს თემებზე უნდა შეძლოთ მეტად კონცენტრირება და მათი დაბალანსება. ანუ, ერთის გამო მეორე არ უნდა დააზარალოთ. დაიცავით ჰარმონია. შეიძლება მხარდაჭერა მიიღოთ ნათესავებისგან, მშობლებისგან ან ოჯახის წევრებისგან, რომ განვითარდეთ როგორც პროფესიონალი, მიიღოთ ხალხის აღიარება და დაფასება.

ტყუპი

დალანსის დაცვა გევალებათ იმ ადამიანებს შორის, ვისთანაც ყოველდღიური კავშირი გაქვთ (და-ძმები, თანატოლები) და მათთან, ვინც თქვენგან შორსაა (საზღვარგარეთ) ან ავტორიტეტით სარგებლობს. გამოავლინეთ კარგი მოსწავლის თვისებები და ამასთანავე, შეიძლება თავადაც მოგიწიოთ სხვებისთვის რამის სწავლამ. ზოგმა შეიძლება თავის გურუს, მასწავლებელს მიაგნოს, ვინც დაგეხმარებათ სასურველის მიღწევაში. ზოგიერთ ტყუპს ელის მიმოსვლა ახლო მანძილზე (მივლინება), იურიდიული და უმაღლეს სასწავლებელთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. თუ უახლოეს მომავალში საზღვარგარეთ აპირებთ გამგზავრებას, გირჩევთ ახლავე დაიწყოთ საბუთების შეგროვება.

კირჩხიბი

ძირითადი თემა იქნება ფული - დააბალანსეთ თქვენი და თქვენი პარტნიორის ფინანსები. გადახედეთ, იმ საქმეებს, სადაც გაქვთ ინვესტიცია ჩადებული, ან ახლა აპირებთ ფულის დაბანდებას. მოაწესრიგეთ კრედიტებთან, მემკვიდრეობასთან, სადაზღვევო თანხასთან, ალიმენტებთან დაკავშირებული საკითხები. ამასთანავე, დაფიქრდით, რისი შეძენა გსურთ (შეგიძლიათ, სიაც კი ჩამოწეროთ), რა მატერიალური სურვილების განხორციელებას აპირებთ.

ლომი

დააბალანსეთ ურთიერთობა ბიზნეს და სასიყვარულო პარტნიორებთან. ძალიან აქტუალური იქნება თქვენი დამოკიდებულება მათდამი. პარტნიორები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში. იყავით მაქსიმალურად ფრთხილი, რომ არ გააფუჭოთ დამოკიდებულება მათთან და უფრო მეტი, გააუმჯობესოთ და სხვა, მაღალ დონეზეც კი აიყვანოთ. წაგებას და გაფუჭებას, ჯობია, მოგება და გამარჯვება. ამასთანავე, პარტნიორის კეთილდღეობაზე რომ იფიქრებთ, ნურც საკუთარ თავსა და ინტერესებს დაივიწყებთ.

ქალწული

ბალანსი უნდა დაიცვათ თქვენს ყოველდღიურ საქმეებში, რუტინასა და ჯანმრთელობაში და სურვილებში, იდეალების, მიზნებისა და სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებაში. თქვენ ერთ-ერთი საიმედო და შრომისმოყვარე ადამიანი ხართ, მაგრამ ეცადეთ, არ დაივიწყოთ სურვილები, ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. მიეცით თავს დასვენების, განმარტოების, ლოცვისა და დაფიქრების საშუალება. მოუსმინეთ შინაგან ხმას, სასიამოვნო მუსიკას, გამოიძინეთ და ეცადეთ, ფიზიკური ჯანმრთელობაც წესრიგში გქონდეთ და სულიერიც. გარდა ამისა, ბალანსს საჭიროებს ყოველდღიური საქმეები და წმინდა ადგილებში (ეკლესია-ტაძრები) განმარტოება და ლოცვა.

სასწორი

ბალანსი უნდა დაიცვათ საკუთარ შემოქმედებით სფეროებსა და იმ საქმეებს შორის, რასაც მეგობრებთან, თანამოაზრეებთან ერთად ახორციელებთ. ეცადეთ, საკუთარი ინტერესებიც დაიცვათ და არც მეგობრებისა დაარღვიოთ. უფრო მეტიც, შეიძლება სწორედ მეგობრების დახმარებით განახორციელოთ თქვენი იდეები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, შვილებთან აგრეთვე, გერთან, თუ ასეთი გყავთ, თქვენი მეგობრის შვილებთან. ისინი შეგიძლიათ ერთ ჯგუფში გააწევრიანოთ და გაართოთ, შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში დაეხმაროთ.

მორიელი

აქტიური გახდება საოჯახო საკითხები, თქვენს ბინასთან, უძრავ ქონებასთან, ნათესავებთან დაკავშირებული თემები. ამასთანავე, ყურადღება არ უნდა მოაკლოთ და არ დააზარალოთ კარიერა, ბიზნესი. შანსი გაქვთ, რომ საოჯახო საქმეებიც იდეალურად შეასრულოთ და კარიერაშიც მიაღწიოთ წინსვლასა და აღიარება-დაფასებას.

მშვილდოსანი

დაარეგულირეთ დამოკიდებულება თქვენს და-ძმებთან, მათთან, ვინც თქვენგან ხელის ერთ გაწვდენაზეა და აგრეთვე მათთან, ვისაც ავტორიტეტად მიიჩნევთ, ვინც საზღვარგარეთაა. აგრეთვე, ბალანსი უნდა დაიცვათ სწავლაში. შეიძლება მოსწავლე გახდეთ ან თქვენს ცოდნას თავი მოუყაროთ და ლექციების კითხვა დაიწყოთ. იყავით მზად ახალი ინფორმაციების მისაღებად და სხვებისთვის ჭკუის სასწავლებლადაც. კარგ შედეგს მოგიტანთ შორეული მგზავრობაც და ახლოც, 2-3-დღიანი.

თხის რქა

განსაკუთრებულ აქტიურობას შეიძენს თქვენი და პარტნიორების ფულების მართვის საკითხი. თქვენი დავალებაა, გადახედოთ იმ თანხებს, რასაც განაგებთ, ამასთანავე, უძრავ ქონებასაც და იმ ცოდნასაც, რასაც ფლობთ. ზოგიერთმა შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო მოიძიოს და ამაში საკუთარი ცოდნა და გამოცდილება დაეხმაროს (კონსულტაცია გაუწიოთ ბიზნესისა და ფინანსების სფეროებს) ფულის შოვნაში. ამასთანავე, მოგეთხოვებათ, მოაწესრიგეოთ გადასახადებთან, კრედიტებთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები.

მერწყული

ბალანსი დაიცავით საკუთარ თავსა და პარტნიორულ ურთიერთობებს შორის. ეს შეიძლება იყოს როგორც საქმიანი ასევე პირადი კავშირები. კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ 3 აგვისტოს სავსემთვარეობა პლანეტა ურანის ძლიერ გავლენას განიცდის, ის კი თქვენი მთავარი მმართველია. ამიტომ ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას პარტნიორებთან. თქვენმა თავისუფლებისკენ, სიახლეებისკენ სწრაფვამ შეიძლება თქვენ შორის განხეთქილება გამოიწვიოს. ეცადეთ, მხოლოდ საკუთარი კი არა, პარტნიორის ინტერესებიც გაითვალისწინოთ ხოლმე. უფრო მეტიც, გაერთიანდით საერთო მიზნისთვის და ერთად, გაერთიანებული ძალით იმოქმედეთ. და რაც ყველაზე მთავარია, დაუკვირდით იმ იდეებს, რაც ამ პერიოდში დაგებადებათ. კარგი იქნება თუ იმუშავებთ საკუთარ გარეგნობაზე, იმიჯზე.

თევზები

დააბალანსეთ ორი სფერო - თქვენი სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა. კარგი იქნება თქვენთვის ოცნება, განმარტოება, საკუთარ სულთან "დალაპარაკება" და "დამეგობრება", მედიტაცია, გამოძინება. ხშირად ესტუმრეთ წმნიდა ადგილებს. კარგ შედეგს მოგიტანთ არტთერაპია, ქველმოქმედება. ამასთანავე, ნუ დაივიწყებთ თქვენს ყოველდღიურ საქმეებსა და ვალდებულებებს. რაც დაკავშირებულია, თქვენს სამსახურთან, ჯანმრთელობასთან, საოჯახო საქმეებთან.

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "იღბალი რამდენიმე საინტერესო შეხვედრას გპირდებათ"

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - "ზოგი მეორედ იქორწინებს, ზოგი ახალ კურსებზე ჩაეწერება"

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი დღე ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს