მთვარე მერწყულში დარჩება 5 აპრილის 15:09-მდე
-
აქტიურია ჰაერის სტიქია.
-
მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ. სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს. ფერთა უჩვეულო შეხამებას.
-
კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.
-
კარგია რეიკი, სუჯოკ თერაპია, ეპილაცია, პილინგი. იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.
-
გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე.
-
არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
-
კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
-
მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
-
გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
-
ქიმწმენდაში ჩააბარეთ ნივთები.
-
თუ გსურთ, ბინა დადებითი ენერგიით დამუხტოთ, გაწმინდეთ ფანჯრები და კარგად გაანიავეთ შენობა.
-
გაჯეტებიდან წაშალეთ უსარგებლო ინფორმაცია, ფაილები, ფოტოები.
-
ერთ-ერთი არანაყოფიერი დღეა. უმჯობესია, მცენარეები დაასვენოთ, არც დარგვას და არც გადარგვას არ გირჩევთ.