29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

კვირა, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:07-ზე, მთვარე ქალწულში იქნება 13:43-დან

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად; ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.

ვერძი

დღეს ბევრი იდეა გაქვთ, მაგრამ სჯობს ისინი შეინახოთ. შეიძლება ვინმემ თქვენი წრიდან მიითვისოს ისინი და დაარღვიოს თქვენი გეგმები. კარგი დღეა შოპინგისთვის: ნივთები, რომლებსაც დღეს ყიდულობთ, გაგახარებთ და დიდხანს გაძლებს. საღამო ახლო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.

კურო

ენერგიის მაღალი დონე საშუალებას მოგცემთ შეასრულოთ ყველაფერი, რასაც დღეს გეგმავთ. კარგია სირბილი, ვარჯიში. ეს აგიმაღლებთ განწყობას და შეგმატებთ ძალას. საღამოს შეგიძლიათ დაისვენოთ და დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან ერთად.

ტყუპი

კომუნიკაცია სიამოვნებას მოგანიჭებთ. ეწვიეთ ძველ მეგობრებს, გაიგეთ საინტერესო ამბები. სასარგებლოა საკუთარი თავისთვის პატარა საჩუქრის გაკეთება, რაიმე განსაკუთრებულის მომზადება ან რამის ყიდვა.

კირჩხიბი

დაუთმეთ დრო თქვენს ოჯახს და მეგობრებს. ჩაერთეთ ოჯახური საკითხების მოგვარებაში. მხარი დაუჭირეთ საყვარელ ადამიანს, აჩვენეთ, რამდენად ძვირფასია ის თქვენთვის. ზოგიერთმა მოვლენამ შეიძლება გაგაბრაზოთ. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე.

ლომი

თქვენი ქარიზმა იზიდავს გარშემო მყოფებს, შეგიძლიათ იყოთ ნებისმიერი კომპანიის ყურადღების ცენტრში. 29 სექტემბერს კარგია ხმაურიანი წვეულების, ხალხმრავალი ადგილების მონახულება. თუ სახლში დარჩენას გადაწყვეტთ, მოაწყვეთ წვეულება თქვენი საყვარელი ადამიანისთვის, მოამზადეთ ვახშამი, გაუკეთეთ საჩუქარი.

ქალწული

თქვენი განწყობა ხშირად შეიცვლება და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაც კი გართულდება. შეეცადეთ აკონტროლოთ ემოციები და იყოთ პოზიტიური. უმჯობესია ეს დღე საყვარელი ადამიანის გვერდით გაატაროთ, რომელსაც ესმის თქვენი და მხარს გიჭერთ. საღამოს შეეცადეთ დაისვენოთ და განიტვირთოთ.

სასწორი

დღეს სასარგებლოა ფანტაზიის გამოვლენა და უჩვეულო მეთოდების გამოყენება ყოველდღიურ სამუშაოში. თუმცა, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ არ ღირს გარისკვა: დიდია იმის ალბათობა, რომ რამე ღირებული დაკარგოთ. ასევე უმჯობესია გადადოთ ვაჭრობა. შეიძლება ძალიან ბევრი ფული დახარჯოთ.

მორიელი

დატვირთული და აქტიური დღეა. მოგიწევთ ბევრი გადაადგილება, სხვადასხვა ადამიანთან შეხვედრა, სხვადასხვა საკითხის გადაჭრა. საღამოს გაატარეთ დრო მათთან ერთად, ვინც მხარს გიჭერთ და ესმის თქვენი, აღადგინეთ სიმშვიდე.

მშვილდოსანი

უპირატესობა მიანიჭეთ სამსახურსა თუ სერიოზულ საკითხებზე საუბარს და მოერიდეთ უსარგებლო ჭორებს. ამგვარად დაზოგავთ დიდ დროს და ისწავლით რაიმე სასარგებლოს. ვარსკვლავები გირჩევენ, განმარტოვდეთ და დრო დაუთმოთ ჰობის.

თხის რქა

არის დიდი თანხის დახარჯვის შესაძლებლობა. თუ რამის ყიდვა მაინც გჭირდებათ, ყურადღებით შეისწავლეთ ნივთი, რათა თავიდან აიცილოთ ყალბი ან დაბალი ხარისხის საქონლის შეძენა. არ დაეთანხმოთ სარისკო ან საეჭვო შეთავაზებებს.

მერწყული

იგრძნობთ გაძლიერებულ ნერვიულობას და გაღიზიანებას. შეეცადეთ გააკონტროლოთ თქვენი ემოციები, იყოთ მოწესრიგებული და მშვიდი. უმჯობესია დაუკავშირდეთ ახლო მეგობრებს, რომლებსაც მოსმენა და მხარდაჭერა შეუძლიათ. ასევე სასარგებლოა მარტო ყოფნა და იმის გაანალიზება რაც ხდება.

თევზები

დღეს არ უნდა იყოთ აქტიური. გაატარეთ დღე მშვიდად, გააკეთეთ თქვენი საყვარელი საქმეები. 29 სექტემბერს უმჯობესია გადადოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რათა შეცდომა არ დაუშვათ. დაუთმეთ დრო საკუთარ საჭიროებებს, იყიდეთ თქვენთვის პატარა საჩუქარი; მიირთვით გემრიელობა.