ავტორი:

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი დღე ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი დღე ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს

ვერძი

ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისა და ნაცნობისთვის. კომერციულ მოღვაწეობასთან დაკავშირებულ საქმეებში პროგრესი გელით. ამჟამად, თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა, თუმცა წარმატებისთვის გავლენიანი მფარველების ან პარტნიორების დახმარება გჭირდებათ.

კურო

დაძაბული დღეა, რომელიც სულიერ განწმენდას და ზნეობრივი კანონების შემეცნებას უკავშირდება. გაითვალისწინეთ, რომ შოპინგისთვის ხელსაყრელი დღეა, ამიტომ, თუ რამის შეძენას აპირებთ, ეს დღეს უნდა გააკეთოთ. გირჩევთ, დამატებითი შემოსავლის წყაროები აქტიურად ეძიოთ, თუმცა საეჭვო წინადადებებს ერიდეთ. მთელი ენერგია სამუშაოსკენ მიმართეთ და წარმატებას მიაღწევთ.

ტყუპები

სხვადასხვა საქმიან ოპერაციაში წარმატება გელით, თუმცა შემოსავალი იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე ელით. სავარაუდოდ, მოგებიან საქმიან წინადადებას შემოგთავაზებენ, რომელზეც უარი არ უნდა თქვათ.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, მოვლენები თქვენთვის საზიანოდ შეტრიალდება. ყველაფრის მიუხედავად, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ნაჩქარევ, დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებზე უარი თქვით. დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ საკუთარი, სტაბილური მდგომარეობა შეინარჩუნოთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ჩანაფიქრის განხორციელებისთვის. დიდია იმის ალბათობა, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, თუმცა შემოსავალზე მეტი გასავალი გელით. პროფესიული საქმიანობის სფეროში მოსალოდნელია სირთულეები, რაც ცრუ დაპირებებს უკავშირდება.

ქალწული

შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა. ხელსაყრელია მოგზაურობა და ახალი ადგილების მონახულება. მოსალოდნელია პროგრესი საქმეში, რომელიც სწავლას, ახალი საქმისა და ხელობის შესწავლას უკავშირდება. დღის მეორე ნახევარში ახლო ნათესავთან ან ოჯახის წევრთან კამათი გელით.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა, რომელიც ქრონიკული დაავადებების გამწვავებას უკავშირდება. პროფესიული საქმიანობის სფეროში მოსალოდნელია შეცდომები, რაც სიტუაციის არასწორ შეფასებას ან მცდარ ინფორმაციას უკავშირდება. გაითვალისწინეთ, რომ თვითგვემამ ან პარტნიორთან დაკავშირებულმა ილუზიებმა შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება ორგანიზმი დააზარალოს.

მორიელი

ეს დღე გრძნობების განახლებასა და ახალი საქმის დაწყებას განასახიერებს. შესაძლოა, წარუმატებლობათა ციკლი დასრულდეს და საკუთარი ცხოვრების რადიკალურად შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. გამორიცხული არაა, რომ ხელსაყრელი წინადადება მიიღოთ. ეცადეთ, საქმე სამომავლოდ არ გადადოთ.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, ამ დღეს მოგებიან საქმიან წინადადებას მიიღებთ, რომელზეც უარი არ უნდა თქვათ - სოლიდური შემოსავალი გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, ჯერჯერობით პარტნიორი ან მოღვაწეობის სფერო არ შეცვალოთ და ნებისმიერ საქმიან წინადადებას ყურადღებით მოეკიდოთ.

თხის რქა

სავარაუდოდ, თქვენ წინაშე გადაიშლება ფართო არჩევანი პროფესიული საქმიანობის სფეროში აქტიურობის ან კარიერული ზრდისთვის. შესანიშნავი დღეა სიყვარულისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის.

მერწყული

სასიყვარულო ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა, რადგან მოსალოდნელია განწყობის უეცარი ცვლა, უმიზეზო სევდა და თავის ტკივილი. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახალ ნაცნობობას სიფრთხილით მოეკიდოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, სასიხარულო ინფორმაცია ან მოგებიანი შეკვეთა მიიღოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. მოსალოდნელია გავლენიანი მფარველების ან ნათესავების დახმარება. თხოვნას ფინანსური დახმარების შესახებ აუცილებლად დაგიკმაყოფილებენ. ეცადეთ, ამ დღეს თავი შეიკავოთ ყველაფრისგან, რაც ორგანიზმს დაგიზიანებთ, განსაკუთრებით სპირტიან სასმელებს ერიდეთ.

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - "შეიძლება ისეთ პროქეტებზე დაიწყოთ მუშაობა, რომლებზეც ადრე მხოლოდ ოცნებობდით"

"ნათესავები ფულის გარეშე არ დაგტოვებენ" - აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის

"ვარსკვლავური დრო დაგიდგათ" - აგვისტოს ვრცელი ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის