თებერვალი (ლათ. Februarius — განწმენდა) არის გრიგორიანული კალენდრის მეორე თვე. სახელი ამ თვეს მიწისქვეშა სამეფოს რომაული ღვთაების მიხედვით ეწოდა. იანვარი და თებერვალი კალენდრის ბოლო დამატებული თვეებია, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.
თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. მათ შორის მსგავსება კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზიის უნარია. თუმცა, ეს ორი ნიშანი, ემოციური დონით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერწყულს ზედაპირულობა ახასიათებს, მაშინ როცა თევზები ღრმად ემოციური და უზომოდ განცდიანი ნიშანია.
28 თებერვალს დაბადებული ადამიანები ბუნებით სკეპტიკოსები და რეალისტები არიან. მათ უმრავლესობას კარგად ესმის ნებისმიერი სიტუაციის ზუსტი არსი, თუმცა, ისინი მუდმივად ცდილობენ არასოდეს გასცდნენ საყოველთაოდ მიღებული ქცევის ნორმებსა და ჩარჩოებს. ამიტომ იშვიათად აძლევენ თავს უფლებას ზედმეტი ექსცენტრიკულობა ან კრეატივი გამოავლინონ ურთიერთობაში.