აპრილის ყვავილი თოვლს ტეხავსო – ასე ამბობდნენ ძველად. აპრილში დაბადებული ადამიანებიც, ამ ყვავილის შესაბამისად ჯიუტი, პრინციპული და მიზანსწრაფული ხასიათით არიან გამორჩეულნი. ეს თვე ცეცხლოვანი ვერძისა და მიწის სტიქიის პირველი წარმომადგენლის – კუროს ზოდიაქოს ნიშნებს აერთიანებს. აპრილის ადამიანები, გასაოცარი გამძლეობითა და სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომაც შეადარეს ისინი აპრილის ყვავილს – მამაც ყოჩივარდას.
28 აპრილს დაბადებული ადამიანები, უზომო სიჯიუტით და პრინციპულობით არიან გამორჩეული. ისინი არასოდეს ტოვებენ დაწყებულ საქმეს შუა გზაზე და თუკი ერთხელ რამეს ხელი მოჰკიდეს, ბოლომდე მიჰყავთ. ამასთან ერთად ეს ადამიანები, იშვიათად და ძალიან რთულად იცვლიან შეხედულებებს და ცხოვრებისეულ ფასეულობებს. რის გამოც, მათ შეიძლება გარშემო მყოფებმა დიქტატორობაში დასდონ ბრალი.