ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო ორ დღესთან დაკავშირებით, ზოგად მიმოხილვას გვიზიარებს:
"28-29 თებერვალი ვენერასა და პლუტონის ურთიერთდაძაბული ასპექტით იქნება დამძიმებული. თუმცა ამავდროულად მერკურისა და ურანის პოზიტიური ასპექტიც იმუშავებს და გაცილებით შეარბილებს ზამთრის ბოლო დღეების რთულ ტენდენციებს. საინტერესო იდეები და ორიგინალური აზრები, არაშაბლონური გადაწყვეტილებები დაგვეხმარებიან მოვაგვაროთ ის პრობლემური საქმეები, რომელთა სწორი გადაწყვეტის გზას დიდი ხანია ვეძებდით.
ეს ორი დღე სურპრიზებით და მოულოდნელობებით აღსავსე იქნება, მაგრამ დაზიანებული ვენერას გამო, შესაძლოა ფინანსებსა და რომანტიულ ურთიერთობებზე სასარგებლოდ ვერ აისახოს. ამიტომ კარგი იქნება, თუ დაუფიქრებელ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს კი არ მივიღებთ, არამედ თავს შევიკავებთ ვალის აღებისაგან, ფულის გასესხებისაგან, შენაძენების გაკეთებისაგან; ეს დღეები არ გამოდგება რომანტიული ურთიერთობების წამოსაწყებად, მითუმეტეს, მათ გასაფორმებლად, არარეკომენდებულია საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გამორკვევის მცდელობაც, რადგან შესაძლოა დაშორებითაც კი დამთავრდეს. სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს 3 მარტამდე. თუმცა, მეორეს მხრივ, თუ თვლით, რომ ურთიერთობამ თავი ამოწურა, სწორედ რომ შესაფერისი დროა ეს იმ ადამიანს ვუთხრათ, ვისთანაც დაშორებას ვაპირებთ. ასევე კარგი დღეებია გარდერობის გასუფთავებისათვის უსარგებლო ნივთებისაგან.
რაც შეეხება უკურსო მთვარის ინტერვალებს, რომელთა მანძილზე მხოლოდ ჩვეული, რუტინული საქმიანობით დავკავდეთ და მნიშვნელოვანი არაფერი წამოვიწყოთ, მათი პერიოდულობა ასეთი გახლავთ:
25-ში 17:00-დან 22:00-მდე.
28-ში დილის 7-ის ნახევრიდან 11:00-მდე
და 1 მარტს 18:20-დან 22:30-მდე".