27 ივნისის იუბილარი

27 ივნისის იუბილარი

ივნისის თვეს სხვაგვარად ქალღმერთ იუნონას თვედაც მოიხსენიებენ. იუნონა რომაულ მითოლოგიაში ქორწინების, დედობისა და ზოგადად ქალური საწყისის მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. მისი პროტოტიპი ბერძნულ მითოლოგიაშიც გვხვდება ქალღმერთი ჰერას სახით. ასტროლოგიურად კი იუნონა პარტნიორულ ურთიერთობებს განაგებს. მისი ტრანზიტები მიანიშნებს ქორწინების, განქორწინების ალბათობას ან ოჯახური სიტუაციის მოსალოდნელ ცვლილებებს. იუნონას მფარველობაში მყოფი ივნისის თვე კი, ორ საკმაოდ განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს. მოუსვენარ, კომუნიკაბელურ, ცნობისმოყვარე და ცოტა არ იყოს ზედაპირულ ტყუპს და ფრთხილ, ბუტია, უზომოდ სენსიტიურ კირჩხიბს.

როგორია 27 ივნისს დაბადებული ადამიანი

27 ივნისს დაბადებული ადამიანები, პრინციპულობითა და სიჯიუტით გამოირჩევიან. ისინი ყოველთვის იცავენ თავისად მიჩნეულს, იქნება ეს საქმე, ქონება თუ ადამიანები, რომელთა მიმართაც მათ გრძნობები გააჩნიათ. თუმცა, სასურველია, თუ ისინი საკუთარ ხასიათში გააკონტროლებენ თვისებას, თავს არ მოახვიონ სხვებს თავიანთი პრინციპები და შეხედულებები. იმიტომ რომ, ამგვარი მიდგომა მათ მიმართ ხშირად ნეგატიური დამოკიდებულების წარმოქმნასაც უწყობს ხელს საზოგადოების მხრიდან.