საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
27 აპრილის ვარდისფერი სუპერსავსემთვარეობა - რას უნდა ველოდეთ მისგან და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად
27 აპრილის ვარდისფერი სუპერსავსემთვარეობა - რას უნდა ველოდეთ მისგან და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად

27 აპ­რილს, 7:31-ზე სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით მო­რი­ე­ლის ნი­შან­ში. ამ დღეს მთვა­რე მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლია დე­და­მი­წას, მას სუ­პერ­სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას, ფე­რის ცვლი­ლე­ბის გამო კი ვარ­დის­ფერ მთვა­რე­საც ეძა­ხი­ან და მის გავ­ლე­ნას ყვე­ლა ვიგ­რძნობთ. სუ­პერ­სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას სამი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­ნე­ბა ჩვენ­ზე გავ­ლე­ნა, თუმ­ცა, სუ­პერ­სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბა ერთი თვის შემ­დე­გაც, 26 მა­ისს და 24 ივ­ნის­საც. ამი­ტომ, გარ­შე­მო მყო­ფებ­ში ზედ­მე­ტი ემო­ცი­უ­რო­ბა ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ. მო­ე­რი­დეთ ამ დღე­ებ­ში ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას, იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, სა­ჭეს­თან. ემო­ცი­უ­რო­ბა და ჭირ­ვე­უ­ლო­ბა მო­ი­მა­ტებს ბავ­შვებ­ში. აკონ­ტრო­ლეთ პი­რა­დი ში­შე­ბი და ემო­ცი­ე­ბი. სა­სურ­ვე­ლია, და­ვიც­ვათ ბა­ლან­სი სუ­ლი­ე­რე­ბა­სა და მა­ტე­რი­ა­ლურ სა­კი­თხებს შო­რის. მი­ირ­თვით ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი, იზ­რუ­ნეთ სხე­ულ­ზე. ის­წავ­ლეთ პო­ზი­ტი­უ­რად ფიქ­რი, გა­ღი­მე­ბა. ეკონ­ტაქ­ტეთ თქვენ­თვის სუ­ლი­ე­რად სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნებს.

ახლა მზე (ცნო­ბი­ე­რი) კუ­რო­შია . მთვა­რე (ქვეც­ნო­ბი­ე­რი) - მო­რი­ელ­ში . სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე მზე და მთვა­რე ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბა. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­სას მთვა­რე მარ­სი­სა და პლუ­ტო­ნის სახ­ლში ხვდე­ბა და თავს არა­კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს. ყო­ველ­თვის როცა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა მო­რი­ელ­ში ხდე­ბა რა­ღაც სა­ი­დუმ­ლო უნდა გა­მომ­ჟღავ­ნდეს, ადა­მი­ა­ნებ­მა სა­კუ­თა­რი თავი უნდა გა­მო­ავ­ლი­ნონ, შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცის სა­ზღა­უ­რის გა­დახ­დამ მო­გი­წი­ოთ, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ჯან­მრთე­ლო­ბის თემა ან პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ ზო­გი­ერთს თავი შე­ახ­სე­ნოს ძველ­მა ია­რამ, ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად სი­მარ­თლე გაჟ­ღერ­დეს, დის­კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნოთ თავი. უსი­ა­მოვ­ნე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მაგ­რამ შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­მარ­თლი­ა­ნი. ხოლო ერ­თმა უსი­ა­მოვ­ნო სა­უ­ბარ­მა შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნოს. მო­რი­ე­ლის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა პლუ­ტო­ნი ახლა თხის რქა­შია და რეტ­როგ­რა­დუ­ლია (უკან­მა­ვა­ლი). თხის რქის მმარ­თვე­ლი კი სა­ტურ­ნია (წეს­რი­გი, დრო, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა). ყვე­ლა უნდა დაბ­რუნ­დეს წარ­სულ­ში და და­ას­რუ­ლოს და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი, გა­მო­ას­წო­როს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი. ზო­გი­ერთს მო­უნ­დე­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ძვე­ლი, გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ნივ­თე­ბის­გან, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­გან, უსი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ე­ბის­გან, ში­ნა­გა­ნი გან­ცდე­ბის­გან. მოგშორ­დე­ბათ ის, რაც მტკივ­ნე­ულ ტვირ­თად და­გაწ­ვათ. მო­გინ­დე­ბათ სახ­ლის სა­ფუძ­ვლი­ა­ნად და­ლა­გე­ბა. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ჯან­მრთელ­დეს. ეს არის გამ­წმენ­დი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა, მაგ­რამ ნუ ელო­დე­ბით, რომ უმ­ტკივ­ნე­ულდ ჩა­ივ­ლის ყვე­ლა­ფე­რი. აქვე უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ სი­ტყვას ექ­ნე­ბა ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა. სი­ტყვა შე­იძ­ლე­ბა იყო ან და­მან­გრე­ვე­ლი, ან განმკურ­ნე­ბე­ლი. 29 აპ­რილს მერ­კუ­რი (სი­ტყვა) ლი­ლიტს (ცდუ­ნე­ბა) შე­უ­ერ­თდე­ბა. ამ დღეს შე­იძ­ლე­ბა უჩ­ვე­უ­ლო, მწა­რე და გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი სი­ტყვე­ბი მო­ის­მი­ნოთ, მაგ­რამ იცო­დეთ, რომ მათი გა­გე­ბის შემ­დეგ რა­ღაც კარ­დი­ნა­ლუ­რად შე­იც­ვლე­ბა თქვენ­ში.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა მო­რი­ელ­ში თქვენ­ში გა­მო­იწ­ვევს სურ­ვილს, რომ რა­ღაც ის­წავ­ლოთ, გა­გიჩ­ნდე­ბათ დიდი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის სურ­ვი­ლი. ზო­გი­ერთს კი მო­უნ­დე­ბა ხან­გრძლი­ვი, სა­სიყ­ვა­რუ­ლო გრძნო­ბე­ბი გა­ნი­ცა­დოს. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს ემო­ცი­უ­რო­ბა. გირ­ჩევთ, ამ დღეს მო­ე­რი­დოთ აზარ­ტუ­ლო­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით, აზარ­ტულ თა­მა­შებს. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ გამ­წმენ­დი პრო­ცე­დუ­რე­ბი, რე­ლაქ­სა­ცია, მი­ტე­ვე­ბა, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იმ ნე­გა­ტი­ვის­გან, რაც ხელს გიშ­ლით გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ნუ მი­ი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს "ცხელ გულ­ზე", გაზ­რე­ბუ­ლად იმოქ­მე­დეთ. და­აკ­ვირ­დით სიზ­მრებს. შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ სიზ­მარ­ში მი­ი­ღოთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი.

აქვე გე­ტყვით, რომ 30 აპ­რილს გვე­ლო­დე­ბა მზე ურა­ნის (მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი, ქა­ო­სი) შე­ერ­თე­ბა. ამ დღეს ან პლუს/მი­ნუს 2 დღე შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ სრუ­ლი­ად გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი ამ­ბა­ვი, გამ­ჟღავ­ნდეს სა­ი­დუმ­ლო. ცვლი­ლე­ბა ეხე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­როს და, რა თქმა უნდა, მსოფ­ლიო თე­მებ­საც.

ვინ იგ­რძნობს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად

რა თქმა უნდა, ისი­ნი ვისი და­ბა­დე­ბის დღეც უწევს 24-30 აპ­რი­ლის შუ­ა­ლედ­ში. გა­ი­სარ­ჯეთ და ყვე­ლა­ფე­რი თქვენ­თვის სა­უ­კე­თე­სოდ მოგ­ვარ­დე­ბა. აგ­რეთ­ვე ისი­ნი, ვინც და­ი­ბად­ნენ 27 ოქ­ტომ­ბრი­სა და 2 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში. იშ­რო­მეთ, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად. სა­ჭი­რო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა მო­უ­წევთ მათ, ვინც და­ი­ბა­და 27 ივ­ლი­სის - 2 აგ­ვის­ტოს და 24-29 იან­ვრის შუ­ა­ლედ­ში.

თუ პი­რა­დი რუკა შედ­გე­ნი­ლი გაქვთ, ჩა­ი­ხე­დეთ და ნა­ხეთ, რა პლა­ნე­ტე­ბი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი გყავთ კუ­როს, ლო­მის, მო­რი­ე­ლი­სა და მერ­წყუ­ლის 5-11 გრა­დუს­ში. აგ­რეთ­ვე, აღ­ნიშ­ნეთ, რო­მელ სახ­ლებ­ში ხვდე­ბა კურო-მო­რი­ე­ლის ღერ­ძი. ამ სფე­რო­ებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ.

სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი მო­ე­ტა­ნოს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას თქვენ­თვის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

27 აპრილის ვარდისფერი სუპერსავსემთვარეობა - რას უნდა ველოდეთ მისგან და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად

27 აპრილის ვარდისფერი სუპერსავსემთვარეობა - რას უნდა ველოდეთ მისგან და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად

27 აპრილს, 7:31-ზე სავსემთვარეობას ველოდებით მორიელის ნიშანში. ამ დღეს მთვარე მაქსიმალურად მოახლოებულია დედამიწას, მას სუპერსავსემთვარეობას, ფერის ცვლილების გამო კი ვარდისფერ მთვარესაც ეძახიან და მის გავლენას ყველა ვიგრძნობთ. სუპერსავსემთვარეობას სამი ღამის განმავლობაში ექნება ჩვენზე გავლენა, თუმცა, სუპერსავსემთვარეობა გვექნება ერთი თვის შემდეგაც, 26 მაისს და 24 ივნისსაც. ამიტომ, გარშემო მყოფებში ზედმეტი ემოციურობა ნუ გაგიკვირდებათ. მოერიდეთ ამ დღეებში ალკოჰოლის მიღებას, იყავით დაკვირვებული გადაადგილებისას, საჭესთან. ემოციურობა და ჭირვეულობა მოიმატებს ბავშვებში. აკონტროლეთ პირადი შიშები და ემოციები. სასურველია, დავიცვათ ბალანსი სულიერებასა და მატერიალურ საკითხებს შორის. მიირთვით ჯანსაღი საკვები, იზრუნეთ სხეულზე. ისწავლეთ პოზიტიურად ფიქრი, გაღიმება. ეკონტაქტეთ თქვენთვის სულიერად სასიამოვნო ადამიანებს.

ახლა მზე (ცნობიერი) კუროშია . მთვარე (ქვეცნობიერი) - მორიელში . სავსემთვარეობაზე მზე და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდება. სავსემთვარეობისას მთვარე მარსისა და პლუტონის სახლში ხვდება და თავს არაკომფორტულად გრძნობს. ყოველთვის როცა სავსემთვარეობა მორიელში ხდება რაღაც საიდუმლო უნდა გამომჟღავნდეს, ადამიანებმა საკუთარი თავი უნდა გამოავლინონ, შეიძლება რაღაცის საზღაურის გადახდამ მოგიწიოთ, ეს შეიძლება იყოს მატერიალური, ჯანმრთელობის თემა ან პირადი ურთიერთობა. გამორიცხული არაა, რომ ზოგიერთს თავი შეახსენოს ძველმა იარამ, ყველასთვის მოულოდნელად სიმართლე გაჟღერდეს, დისკომფორტულად იგრძნოთ თავი. უსიამოვნება მოსალოდნელია, მაგრამ შედეგი შეიძლება იყოს სამართლიანი. ხოლო ერთმა უსიამოვნო საუბარმა შეიძლება ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოს. მორიელის მმართველი პლანეტა პლუტონი ახლა თხის რქაშია და რეტროგრადულია (უკანმავალი). თხის რქის მმართველი კი სატურნია (წესრიგი, დრო, პასუხისმგებლობა). ყველა უნდა დაბრუნდეს წარსულში და დაასრულოს დაწყებული საქმეები, გამოასწოროს დაშვებული შეცდომები. ზოგიერთს მოუნდება გათავისუფლდეს ძველი, გამოუსადეგარი ნივთებისგან, ურთიერთობებისგან, უსიამოვნო ემოციებისგან, შინაგანი განცდებისგან. მოგშორდებათ ის, რაც მტკივნეულ ტვირთად დაგაწვათ. მოგინდებათ სახლის საფუძვლიანად დალაგება. ზოგიერთი შეიძლება გამოჯანმრთელდეს. ეს არის გამწმენდი სავსემთვარეობა, მაგრამ ნუ ელოდებით, რომ უმტკივნეულდ ჩაივლის ყველაფერი. აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ სიტყვას ექნება ძალიან დიდი გავლენა. სიტყვა შეიძლება იყო ან დამანგრეველი, ან განმკურნებელი. 29 აპრილს მერკური (სიტყვა) ლილიტს (ცდუნება) შეუერთდება. ამ დღეს შეიძლება უჩვეულო, მწარე და გამაოგნებელი სიტყვები მოისმინოთ, მაგრამ იცოდეთ, რომ მათი გაგების შემდეგ რაღაც კარდინალურად შეიცვლება თქვენში.

სავსემთვარეობა მორიელში თქვენში გამოიწვევს სურვილს, რომ რაღაც ისწავლოთ, გაგიჩნდებათ დიდი ფულის გამომუშავების სურვილი. ზოგიერთს კი მოუნდება ხანგრძლივი, სასიყვარულო გრძნობები განიცადოს. ადამიანებში მოიმატებს ემოციურობა. გირჩევთ, ამ დღეს მოერიდოთ აზარტულობას და განსაკუთრებით, აზარტულ თამაშებს. კარგ შედეგს მოგიტანთ გამწმენდი პროცედურები, რელაქსაცია, მიტევება, გათავისუფლება იმ ნეგატივისგან, რაც ხელს გიშლით განვითარებაში. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს "ცხელ გულზე", გაზრებულად იმოქმედეთ. დააკვირდით სიზმრებს. შეიძლება სწორედ სიზმარში მიიღოთ თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი.

აქვე გეტყვით, რომ 30 აპრილს გველოდება მზე ურანის (მოულოდნელობები, ქაოსი) შეერთება. ამ დღეს ან პლუს/მინუს 2 დღე შეიძლება გაიგოთ სრულიად გამაოგნებელი ამბავი, გამჟღავნდეს საიდუმლო. ცვლილება ეხება ადამიანებში ცხოვრების ყველა სფეროს და, რა თქმა უნდა, მსოფლიო თემებსაც.

ვინ იგრძნობს სავსემთვარეობას ყველაზე მეტად

რა თქმა უნდა, ისინი ვისი დაბადების დღეც უწევს 24-30 აპრილის შუალედში. გაისარჯეთ და ყველაფერი თქვენთვის საუკეთესოდ მოგვარდება. აგრეთვე ისინი, ვინც დაიბადნენ 27 ოქტომბრისა და 2 ნოემბრის შუალედში. იშრომეთ, საუკეთესო შედეგის მისაღებად. საჭირო და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება მოუწევთ მათ, ვინც დაიბადა 27 ივლისის - 2 აგვისტოს და 24-29 იანვრის შუალედში.

თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, ჩაიხედეთ და ნახეთ, რა პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები გყავთ კუროს, ლომის, მორიელისა და მერწყულის 5-11 გრადუსში. აგრეთვე, აღნიშნეთ, რომელ სახლებში ხვდება კურო-მორიელის ღერძი. ამ სფეროებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

სასიამოვნო ცვლილებები მოეტანოს სავსემთვარეობას თქვენთვის!

"დაბნელებების დერეფანი" და სუპერსავსემთვარეობა - რა მოვლენებს უნდა ველოდეთ 26 მაისიდან 10 ივნისამდე და როგორ უნდა გავატაროთ ეს პერიოდი

რას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს..."

11 მაისის ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან - რა ელის მსოფლიოს, საქართველოს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს