ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 17:22-ზე, მთვარე თევზებშია
თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდე ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. ჩაიტარეთ წყლის პროცედურები, ამ დღეს რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
ვერძი
შეეცადეთ დაფაროთ ვალები ან შეასრულოთ დაპირებები. სასარგებლოა თქვენი ემოციების გამოხატვა, ვიდრე მათი შენახვა: თქვენი გამოცდილება ან საზრუნავი გაუზიარებთ საყვარელ ადამიანებს. კოლეგებთან გქონდეთ მეტი კომუნიკაცია: მათი რჩევები და გამოცდილება გამოგადგებათ.
კურო
უნდა მოერგოთ გარშემო მყოფებს, გაითვალისწინოთ მათი განწყობა, რათა ერთობლივი აქტივობები ნაყოფიერი იყოს. ახალი ნაცნობები დააფასებენ თქვენს მომხიბვლელობას და მეგობრულ დამოკიდებულებას, ამიტომ უარს ნუ იტყვით მიწვევებზე და დაამყარეთ თქვენთვის საჭირო კავშირები. აჩქარება კარგს არ მოგიტანთ.
ტყუპი
გათვალეთ თქვენი ქმედებები, ნუ ილაპარაკებთ წინასწარ დაუფიქრებლად: დღეს ადვილია შემთხვევითი ფრაზით ან შენიშვნით ადამიანის შეურაცხყოფა. დღის უმეტეს დროს მოგიწევთ მოსაწყენი სამუშაოს შესრულება, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი განვითარებისთვის.
კირჩხიბი
შეამცირეთ თქვენი ბიზნეს აქტივობა სერიოზული შეცდომების თავიდან ასაცილებლად. დაე, დღეს სიტუაცია თავისით განვითარდეს. დღე მშვიდად, დაძაბულობისა და აჩქარების გარეშე უნდა გაიაროთ. ჰობი დაგეხმარებათ ემოციურად განიტვირთოთ.
ლომი
დატვირთული დღე გელით. მოგიწევთ რთული სამუშაო საკითხების გადაჭრა რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულებამ და პასუხისმგებლობის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შეცდომები. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა.
ქალწული
საუკეთესო გამოსავალი იქნება მთელი საქმის დამოუკიდებლად შესრულება. გქონდეთ პოზიტიური დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, რაც ხდება. მოერიდეთ დაუგეგმავ შესყიდვებს, არის შანსი, რომ ზედმეტი დახარჯოთ.
სასწორი
სამუშაო უფრო სწრაფად წავა, თუ გადაწყვეტთ მარტომ იმუშაოთ და უაზრო საუბრებზე არ მოცდეთ. ზოგიერთი რამ შეფერხდება და თქვენ მოგიწევთ ძალისხმევა, რომ დაძლიოთ პრობლემები. თავიდან აიცილეთ ზედმეტი ხარჯი.
მორიელი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას იმოქმედეთ ლოგიკურად და სთხოვეთ რჩევა პროფესიონალ ადამიანებს. სჯობს, კრეატიულობა და ექსპერიმენტები სხვა დღეს გადაიტანოთ, დღეს იმოქმედოთ თქვენთვის ნაცნობი მეთოდებით. იმუშავეთ ნელა, თქვენთვის კომფორტულ რიტმზე, ასე ნაკლები შეცდომა იქნება.
მშვილდოსანი
დააკვირდით რა ხდება, მოძებნეთ მინიშნებები. ზოგიერთი წარსული პრობლემა თავს შეახსენებს და ისევ მოგიწევთ მათი გადაჭრა. შესაფერისი დღეა ძველი და რთული ამოცანის შესასრულებლად.
თხის რქა
წარსულის შეცდომები კვლავ გამოჩნდება ჰორიზონტზე, რამაც შეიძლება გაგიფუჭოთ განწყობა. გეგმები, სავარაუდოდ, უნდა შეიცვალოს და იმოქმედოთ ახალ გარემოებებში. ამიტომ, დღეისთვის არაფრის დაგეგმვა არ არის საჭირო.
მერწყული
გაიუმჯობესეთ თქვენი პროფესიული დონე, მიიღეთ ახალი ცოდნა და შეისწავლეთ საუკეთესო პრაქტიკა თქვენს სფეროში: ეს ყველაფერი დაგეხმარებათ კარიერისა და ხელფასის გაზრდაში. ვარსკვლავები გირჩევენ მეტი დროის გატარებას კომპანიებსა და ხალხმრავალ ადგილებში, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრასა და აქტიურ ურთიერთობას.
თევზები
თქვენი ინტუიცია დღეს მოგცემთ სწორ მინიშნებებს, მოუსმინეთ მას რთულ სიტუაციებში. მიიღეთ ცვლილებები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მოდის, ისწავლეთ რაიმე ახალი და უჩვეულო. არ უნდა გამოავლინოთ ინიციატივა და აიღოთ დამატებითი პასუხისმგებლობა. დაასრულეთ წარსული დავალებები.