25 ივლისის იუბილარი

25 ივლისის იუბილარი

ივლისი ე.წ. სამეფო თვის სიმბოლიკითაც ხასიათდება. ივლისის თავდაპირველ სახელწოდებად, ქუინტილუს Quintilis (ლათ. quintus – «ხუთი») იყო მიჩნეული. თუმცა უკვე ჩვ. წელთაღრიცხვამდე 45 წელს, ოქტავიანე ავგუსტუსის ინიციატივით ამ თვეს სახელი შეეცვალა და იწოდა ივლისად, ოქტავიანეს წინამორბედის – რომის იმპერატორ იულიუს ცეზარის პატივსაცემად, რომელიც სწორედ ამ თვეში გახლდათ დაბადებული. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისი ორ ზოდიაქოს ნიშანს – კირჩხიბსა და ლომს აერთიანებს, ორივე მათგანი კი თავის მხრივ სრულად ამართლებს ივლისის პერსონიფიკაციას – კირჩხიბი თავისი სულიერი სითბოთი და ემოციურობით, ლომი კი დიდსულოვნებითა და მეფური ხასიათით.

როგორია 25 ივლისს დაბადებული ადამიანი

25 ივლისს დაბადებული ადამიანები ამბიციურობითა და ძლიერი ნებისყოფით არიან დაჯილდოებულნი. მათ ახასიათებთ ბოლომდე, ჯიუტად მიჰყვნენ დასახული მიზნისკენ სავალ გზას და უკან არაფერზე დაიხიონ წარმატების მისაღწევად. თუმცა, უზომოდ ნიჭიერებსა და ამასთანავე პერიოდულად სასტიკებს არ აწყენდათ იმის შეხსენებაც, რომ მათ წინსვლაში წვლილი ხშირად მეგობრებს და უახლოეს გარემოცვასაც შეაქვს და ეს მათ აუცილებლად უნდა დააფასონ.