საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
25-30 მარტის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: ეს არის თამამი ნაბიჯების, ახალი იდეების გაჩენის და ლიდერული თვისებების გამოვლენის დრო
25-30 მარტის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: ეს არის თამამი ნაბიჯების, ახალი იდეების გაჩენის და ლიდერული თვისებების გამოვლენის დრო

25-30 მარ­ტის პე­რი­ო­დი აღ­სავ­სეა სა­ინ­ტე­რე­სო ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბით. ეს არის ცვლი­ლე­ბე­ბის, ახა­ლი ციკ­ლე­ბის და­წყე­ბის დრო. ამ დღე­ე­ბის მოვ­ლე­ნე­ბი შეგ­ვახ­სე­ნებს ში­ნა­გან სამ­ყა­რო­სა და გარე მოქ­მე­დე­ბებს შო­რის ცნო­ბი­ე­რე­ბი­სა და ჰარ­მო­ნი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას. ყვე­ლა მოვ­ლე­ნას აქვს ზრდი­სა და შთა­გო­ნე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი, თუ გო­ნივ­რუ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნებთ. გან­ვი­ხი­ლოთ თი­თო­ე­უ­ლი:

მერ­კუ­რის ვერ­ძში ოთხთვი­ა­ნი ციკ­ლის და­წყე­ბა აზ­როვ­ნე­ბის პრო­ცე­სებს უფრო გა­ა­აქ­ტი­უ­რებს. ვერ­ძი , რო­მე­ლიც სიმ­ბო­ლოა ლი­დე­რო­ბი­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვის, ხელს უწყობს სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბის აქ­ტი­ურ გა­მო­ხატ­ვას. ეს არის დრო, რო­დე­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იყოთ გა­ბე­დუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას, მაგ­რამ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ აჩ­ქა­რე­ბა და იმ­პულ­სუ­რო­ბა.

25 მარტს რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რი პლუ­ტონ­თან ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექტს შექ­მნის. ამ დღეს მო­აქვს ღრმა ანა­ლი­ზის ენერ­გია. რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რი პლუ­ტონ­თან კავ­შირ­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა საგ­ნე­ბის არსში ჩა­ხედ­ვა­ში და ფა­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გარ­კვე­ვა­ში. ეს იდე­ა­ლუ­რი დროა დიდი ხნის ამო­ცა­ნე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად და ფიქ­რებ­ში წო­ნას­წო­რო­ბის აღ­სად­გე­ნად.

27 მარტს ვე­ნე­რა ბრუნ­დე­ბა თევ­ზებ­ში და ლი­ლი­ტი გა­და­დის მო­რი­ელ­ში. რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რა თევ­ზებ­ში აგ­ვავ­სებს სი­ნა­ზით, მე­ოც­ნე­ბე­ო­ბი­თა და გაზ­რდი­ლი თა­ნაგ­რძნო­ბით. რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ სენ­სუ­ა­ლუ­რო­ბას და სიღ­რმეს იძენს და შე­საძ­ლოა წარ­სუ­ლი გრძნო­ბე­ბი და­იბ­რუ­ნოთ. ეს კარ­გი დროა სუ­ლი­ერ ზრდა­სა და გან­კურ­ნე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის­თვის.

ამა­ვე დღეს შავი მთვა­რე (ლი­ლი­ტი) 9 თვით გა­და­დის მო­რი­ელ­ში, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სი­ცო­ცხლი­სა და სიკ­ვდი­ლის სა­კი­თხებ­ზე, დიდ ფულ­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ზე. ლი­ლიტს მო­რი­ელ­ში მო­აქვს ემო­ცი­ე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა, ხსნის კარ­მულ თე­მებს და გა­აძ­ლი­ე­რებს ცდუ­ნე­ბებს, ვნე­ბებ­სა და ში­შებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იცო­დეთ თქვე­ნი ბნე­ლი მხა­რე­ე­ბი და არ მის­ცეთ მათ უფ­ლე­ბა, რომ გა­კონ­ტრო­ლონ ან საფრ­თხე შე­გიქ­მნან.

29 მარტს, 14:48-ზე ახალმთვა­რე­ო­ბა და მზის დაბ­ნე­ლე­ბა გვე­ლო­დე­ბა ვერ­ძში. ეს არის თა­მა­მი ნა­ბი­ჯე­ბის, ახა­ლი იდე­ე­ბის გა­ჩე­ნის და ლი­დე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის დრო. თუმ­ცა, მისი ენერ­გია მო­ი­თხოვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და გა­აზ­რე­ბულ მიდ­გო­მას კონ­ფლიქ­ტე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

30 მარტს მერ­კუ­რი ბრუნ­დე­ბა თევ­ზებ­ში და ნეპ­ტუ­ნი გა­და­დის ვერ­ძში. რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რი თევ­ზებ­ში მო­ი­ტანს ინ­ტუ­ი­ცი­ას და აძ­ლი­ე­რებს კავ­შირს ჩვენს ში­ნა­გან სამ­ყა­როს­თან. ეს ტრან­ზი­ტი იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ კო­მუ­ნი­კა­ცია გა­ხა­დოთ უფრო ღრმა და მეტი დრო და­უთ­მოთ სუ­ლი­ერ აზ­როვ­ნე­ბას.

ამა­ვე დღეს ნეპ­ტუ­ნი გა­და­დის ვერ­ძში. ილუ­ზი­ე­ბი­სა და შთა­გო­ნე­ბის სიმ­ბო­ლო, ვერ­ძში ხსნის ახალ ეპო­ქას, რო­მე­ლიც სავ­სეა თა­მა­მი ოც­ნე­ბე­ბი­თა და ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბით. ეს ენერ­გია ადა­მი­ა­ნებ­ში აღ­ვი­ძებს სურ­ვილს იმოქ­მე­დონ თა­ვი­ან­თი იდე­ა­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ბედ­ნი­ერ კვი­რას გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

25-30 მარტის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: ეს არის თამამი ნაბიჯების, ახალი იდეების გაჩენის და ლიდერული თვისებების გამოვლენის დრო

25-30 მარტის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: ეს არის თამამი ნაბიჯების, ახალი იდეების გაჩენის და ლიდერული თვისებების გამოვლენის დრო

25-30 მარტის პერიოდი აღსავსეა საინტერესო ასტროლოგიური მოვლენებით. ეს არის ცვლილებების, ახალი ციკლების დაწყების დრო. ამ დღეების მოვლენები შეგვახსენებს შინაგან სამყაროსა და გარე მოქმედებებს შორის ცნობიერებისა და ჰარმონიის მნიშვნელობას. ყველა მოვლენას აქვს ზრდისა და შთაგონების პოტენციალი, თუ გონივრულად გამოვიყენებთ. განვიხილოთ თითოეული:

მერკურის ვერძში ოთხთვიანი ციკლის დაწყება აზროვნების პროცესებს უფრო გაააქტიურებს. ვერძი , რომელიც სიმბოლოა ლიდერობისა და ინიციატივის, ხელს უწყობს საკუთარი იდეების აქტიურ გამოხატვას. ეს არის დრო, როდესაც მნიშვნელოვანია იყოთ გაბედული გადაწყვეტილებების მიღებისას, მაგრამ თავიდან აიცილოთ აჩქარება და იმპულსურობა.

25 მარტს რეტროგრადული მერკური პლუტონთან ჰარმონიულ ასპექტს შექმნის. ამ დღეს მოაქვს ღრმა ანალიზის ენერგია. რეტროგრადული მერკური პლუტონთან კავშირში დაგვეხმარება საგნების არსში ჩახედვაში და ფარული პრობლემების გარკვევაში. ეს იდეალური დროა დიდი ხნის ამოცანების შესასრულებლად და ფიქრებში წონასწორობის აღსადგენად.

27 მარტს ვენერა ბრუნდება თევზებში და ლილიტი გადადის მორიელში. რეტროგრადული ვენერა თევზებში აგვავსებს სინაზით, მეოცნებეობითა და გაზრდილი თანაგრძნობით. რომანტიკული ურთიერთობები განსაკუთრებულ სენსუალურობას და სიღრმეს იძენს და შესაძლოა წარსული გრძნობები დაიბრუნოთ. ეს კარგი დროა სულიერ ზრდასა და განკურნებაზე მუშაობისთვის.

ამავე დღეს შავი მთვარე (ლილიტი) 9 თვით გადადის მორიელში, რომელიც პასუხისმგებელია სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხებზე, დიდ ფულსა და ძალაუფლებაზე. ლილიტს მორიელში მოაქვს ემოციების ინტენსივობა, ხსნის კარმულ თემებს და გააძლიერებს ცდუნებებს, ვნებებსა და შიშებს. მნიშვნელოვანია იცოდეთ თქვენი ბნელი მხარეები და არ მისცეთ მათ უფლება, რომ გაკონტროლონ ან საფრთხე შეგიქმნან.

29 მარტს, 14:48-ზე ახალმთვარეობა და მზის დაბნელება გველოდება ვერძში. ეს არის თამამი ნაბიჯების, ახალი იდეების გაჩენის და ლიდერული თვისებების გამოვლენის დრო. თუმცა, მისი ენერგია მოითხოვს პასუხისმგებლობას და გააზრებულ მიდგომას კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად.

30 მარტს მერკური ბრუნდება თევზებში და ნეპტუნი გადადის ვერძში. რეტროგრადული მერკური თევზებში მოიტანს ინტუიციას და აძლიერებს კავშირს ჩვენს შინაგან სამყაროსთან. ეს ტრანზიტი იძლევა შესაძლებლობას, რომ კომუნიკაცია გახადოთ უფრო ღრმა და მეტი დრო დაუთმოთ სულიერ აზროვნებას.

ამავე დღეს ნეპტუნი გადადის ვერძში. ილუზიებისა და შთაგონების სიმბოლო, ვერძში ხსნის ახალ ეპოქას, რომელიც სავსეა თამამი ოცნებებითა და ინტუიციური მიღწევებით. ეს ენერგია ადამიანებში აღვიძებს სურვილს იმოქმედონ თავიანთი იდეალების გათვალისწინებით.

ბედნიერ კვირას გისურვებთ!