პარტნიორები:

    25-27 ნოემბერი - მთვარე სასწორშია, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

    25-27 ნოემბერი - მთვარე სასწორშია, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

    მთვარე სასწორის ზოდიაქოში გადავა 25-ში 15:20-ზე და დარჩება 27 ნოემბრის 05:02-მდე

    • აქტიურია ჰაერის სტიქია.
    • ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
    • მოალამაზეთ თქვენი სახლი. ჩამოკიდეთ ლამაზი ნახატები, ინტერიერი მორთეთ დეკორით.
    • ეცადეთ, ოჯახის წევრებს შორის ჰარმონიულმა ურთიერთობამ დაისადგუროს.
    • კარგია მცენარეების მოლამაზება; მთვარე კლებადია და დარგვას არ გირჩევთ.
    • გაგიჩნდებათ სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი.
    • ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები, რაც მოცილებასთანაა დაკავშირებული, რადგან მთვარე კლებადია.
    • იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა.
    • შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ სეზონური ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი. თუმცა, გაუფრთხილდით თირკმელებს. მოერიდეთ ძალიან ბევრი სითხისა და ალკოჰოლის მიღებას.