მთვარე ვერძში გადავა 25 ივლისის 18:54-ზე და დარჩება 27 ივლისის 21:24-მდე
აქტიურია ცეცხლის სტიქია.
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ახალი საქმეების დაწყება არ გაგიჭირდებათ. მაგრამ გირჩევთ, არ გადაიღალოთ თავი.
ამ დღეების რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
გაუფრთხილდით თავს.
მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
შეასხურეთ მავნებლების გამანადგურებელი სითხე. ნათელი და თბილი გარემო შეუქმენით მცენარეებს.
მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან, აალებად ნივთიერებებთან.
მოერიდეთ ტრავმებს.
კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა.
არ გაცივდეთ, არ გაიცივოთ თავი, ცხვირ-პირი, მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილები გეგმიურ მკურნალობას.