მარტი (ლათ. Martius) გრიგორიანული კალენდრის მესამე თვეა. სახელწოდება ომის რომაული ღვთაების მარსის მიხედვით ეწოდა, რომელიც იმ დროს ასევე გაზაფხულისა და მიწათმოქმედების ღმერთად ითვლებოდა. იანვრისა და თებერვლის დამატებამდე მარტი იყო კალენდრის პირველი თვე. მარტის ძველქართული სახელწოდებაა მირკანი. მარტის თვე ორ რადიკალურად განსხვავებული ბუნების ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს - თევზებს და ვერძს. თევზები სენსიტიური, რბილი, დამყოლი ნიშანია. ვერძი კი შემტევი, აქტიური და გარკვეულწილად აგრესიული.
24 მარტს დაბადებული ადამიანები სპონტანურობითა და უზომო იმპულსურობით არიან გამორჩეულნი. მათ აქვთ საოცარი ფანტაზიის უნარი და კრეატიული აზროვნება, რის გამოც წარმატებას აღწევენ სარეკლამო ან კომუნიკაციის სფეროში. თუმცა, თვისება ზედმეტი იფანტაზიორონ, ხშირად უშლის მათ ხელს იმაში, რომ დასახული მიზნები ბოლომდე, სხვისი დახმარების გარეშე მიიყვანონ.