24-31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

24-31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი პერიოდია ურთიერთობების განახლებისა და კონტაქტების დასამყარებლად. ოღონდ თავად უნდა გამოავლინოთ ინიციატოვა. დაიფიქრდით როგორ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, მეგობრებთან. ხალხის ნდობის მოპოვება ეტაპობრივად შეიძლება, მაგრამ ჯობია საფუძველი ახლავე ჩაუყაროთ.

კურო

ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. უფრო ხშირად მოუსმინეთ თქვენს გრძნობებს. გადაწყვეტილების მიღებისას, ადამიანებთან კომუნიკაციის დროს მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას და ახალ პროექტებს. შეძლებისდაგვარად მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე.

ტყუპი

დროა ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. მიეცით საკუთარ თავს დასვენების, გამოძინების უფლება. ყოველთვის ნუ ჩქარობთ. მოგინდებათ ახალი იდეების განხორციელება და არაა გამორიცხული ახალ საქმიანობაში მოსინჯოთ ძალები. გამონახეთ შემოსავლის დამატებითი წყარო.

კირჩხიბი

მოერიდეთ ფულის ფლანგვას უსარგებლო ნივთებზე, მაგრამ სასიამოვნო წვრილმანებით გაიხარეთ თავი. საუკეთესო დროა ახალი ან დამატებითი შემოსავლის მოსაძიებლად. იზრუნეთ ბინის კეთილმოწყობაზე, საოჯახო პირობების გაუმჯობესებაზე. იყავით მეტად მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ.

ლომი

მეტი მზრუნველობა გმართებთ ბავშვების მიმართ. გამონახეთ დრო დასვენებისთვის. შეეცადეთ თავი აარიდოთ უსიამოვნებეს, შიშებსა და შფოთს. ორშაბათიდან აქტიურად უნდა ჩაერთოთ საქმეებში, ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და ვალდებულებების შესრულება არ გაგიჭირდებათ.

ქალწული

ცოტა მეტად უნდა მისცეთ საკუთარ თავს დასვენების, მოდუნების შესაძლებლობა. არ გირჩევთ ახალი პროექტების, საქმიანობის დაწყებას. უმჯობესია, გამონახოთ დრო შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის. სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ წმინდა ადგილების მონახულება.

სასწორი

განაახლეთ ურთიერთობა დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან. მეტად უნდა გააქტიურდეთ სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით, თუ ბლოგერი ხართ ან ონლაინმაღაზია გაქვთ. დაიწყეთ იმის შესწავლა, რაც მომავალში კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

მორიელი

ხელსაყრელი დროა მოგზაურობისთვის, როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე საზღვარგარეთაც. თუ მუშაობა გიწევთ, დაიწყეთ კარიერული წინსვლისთვის ბრძოლა, განახორციელეთ ახალი პროექტები. იყავით მიზანსწარფული, არ ჩაიქნიოთ ხელი დროის გასვლის შემდეგ მიხვდებით, რომ ყველაფერი საუკეთესოდ დასრულდა.

მშვილდოსანი

ნაყოფიერ სამუშაო დღეები გელოდებათ. შესაძლებელი იქნება დავალებების ეფექტურად შესრულება. მაგრამ არ დაივიწყოთ დასვენება, სუფთა ჰაერზე სეირნობა. საღამოები გაატარეთ საინტერესოდ, კარგი იქნება, საოჯახო ვალდებულებების შესრულება ოჯახის წევრებთან ერთად.

თხის რქა

ყურადღება მიაქციეთ პირად ურთიერთობების გაუმჯობესებას. გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანი მოულოდნელი სიურპრიზით, დაპატიჟეთ კინოში ან რესტორანში. ორშაბათიდან სამსახურის ვალდებულებების მოგვარებაში ჩაერთვებით. იყავით დაკვირვებული, მაგრამ ლმობიერი სხვების შეცდომების მიმართ.

მერწყული

სამსახურის საქმეები და საოჯახო ვალდებულებები ისე გადაანაწილეთ, რომ დასვენებისთვისაც დაგრჩეთ დრო; საღამოობით გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. უნდა იზრუნოთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მოაგვარეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ.

თევზები

დაიწყეთ დაგეგმილის განხორციელება. ის საქმები შესრულეთ, რაც სიხარულს მოგანიჭებთ. გამონახეთ დრო ბავშვებისა და საყვარელი ადამიანისთვის. ერთად ეწვიეთ გასართობ ადგილებს. ორშაბათიდან აქტიურად ჩაერთეთ ახალ პროექტებში, გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები.