პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
24-30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: “იფიქრეთ იმაზე, რისი მიღწევა გსურთ და როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი რესურსები ყველაზე ეფექტურად“
24-30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: “იფიქრეთ იმაზე, რისი მიღწევა გსურთ და როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი რესურსები ყველაზე ეფექტურად“

ვერ­ძი

ეს კვი­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვენ­თვის - 29 მარტს მზის დაბ­ნე­ლე­ბა და ახალმთვა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა თქვენს ნი­შან­ში. იგ­რძნობთ ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას და სი­ცხა­დეს თქვენს აზ­რებ­ში, რაც და­გეხ­მა­რე­ბათ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად წინსვლა­ში. გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს პე­რი­ო­დი თვით­გან­ვი­თა­რე­ბას­თან, კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლი­სა და პი­რად მიზ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­სა­წყე­ბად. რეტ­როგ­რა­დუ­ლი პლა­ნე­ტე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ მო­აგ­ვა­როთ ძვე­ლი საქ­მე­ე­ბი.

კურო

ვე­ნე­რა, თქვე­ნი მმარ­თვე­ლი, ბრუნ­დე­ბა თევ­ზე­ბის ნი­შან­ში, რაც თქვენს ემო­ცი­ებს უფრო ნა­თელს გახ­დის და ინ­ტუ­ი­ცი­ას გა­გიძ­ლი­ე­რებთ. აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა მე­გობ­რო­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ან და­წყე­ბუ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბა­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვე­ნი ინ­ტუ­ი­ცი­ის მოს­მე­ნა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ძვე­ლი პრობ­ლე­მე­ბის არას­ტან­დარ­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი შე­მოგ­თა­ვა­ზოთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დე­ბა თქვენს ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში, შეძ­ლებთ გა­და­ხე­დოთ თქვენს პრი­ო­რი­ტე­ტებს და იპო­ვოთ შთა­გო­ნე­ბის ახა­ლი წყა­რო­ე­ბი.

ტყუ­პი

ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კვი­რა გე­ლო­დე­ბათ, თქვე­ნი მმარ­თვე­ლის - მერ­კუ­რის აქ­ტი­უ­რი პო­ზი­ცი­ის წყა­ლო­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა კვი­რის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი, რო­დე­საც რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რი ას­პექტს შექ­მნის პლუ­ტონ­თან. ეს პე­რი­ო­დი კარ­გია გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად და პო­ზი­ცი­ე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი ან ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბა, რაც გა­მო­იწ­ვევს თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის ღრმად გა­აზ­რე­ბას.

კირჩხი­ბი

კვი­რა მო­გი­ტანთ კა­რი­ე­რუ­ლი ზრდი­სა და თქვე­ნი ამ­ბი­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. მზის დაბ­ნე­ლე­ბა ხაზს გა­უს­ვამს თქვენს ლი­დე­რულ თვი­სე­ბებს და და­გეხ­მა­რე­ბათ ენერ­გია მი­მარ­თოთ გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­ზე მუ­შა­ო­ბის­კენ. არ შე­გე­შინ­დეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა და ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­ი­რე­ბა. ვე­ნე­რას დაბ­რუ­ნე­ბა თევ­ზებ­ში ამ პე­რი­ოდს ხელ­საყ­რელს გახ­დის რო­მან­ტი­კუ­ლო­ბი­სა და სუ­ლი­ე­რე­ბის­თვის. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ ოჯა­ხუ­რი და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

ლომი

ვერ­ძში მზის დაბ­ნე­ლე­ბა გა­ი­ძუ­ლებთ, გა­მოხ­ვი­დეთ კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან, იმოგ­ზა­უ­როთ ან გა­ა­ფარ­თო­ოთ თქვე­ნი ჰო­რი­ზონ­ტი. შე­საძ­ლოა აღ­მოჩ­ნდეთ ახალ პრო­ექ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სწავ­ლე­ბას­თან. რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რა თევ­ზებ­ში მი­გი­თი­თებთ, რომ და­ფიქ­რდეთ თქვენს ფი­ნან­სებ­ზე და პი­რად ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე. და­უთ­მეთ დრო და იფიქ­რეთ იმა­ზე, რისი მიღ­წე­ვა გსურთ და რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ თქვე­ნი რე­სურ­სე­ბი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რად.

ქალ­წუ­ლი

ამ კვი­რა­ში აქ­ცენ­ტი ფი­ნან­სებ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი. ვერ­ძში მზის დაბ­ნე­ლე­ბა ხაზს გა­უს­ვამს სა­ერ­თო რე­სურ­სებ­თან და ვა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს. დროა გა­ა­კონ­ტრო­ლოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სფე­რო. რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი პლუ­ტონ­თან და­გეხ­მა­რე­ბათ უფრო ღრმად გა­ი­გოთ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბი და თქვე­ნი ემო­ცი­უ­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა. ვე­ნე­რას დაბ­რუ­ნე­ბა თევ­ზებ­ში თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში რო­მან­ტი­კას შე­მო­ი­ტანს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გა­აძ­ლი­ე­როთ პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ან აღ­მო­ა­ჩი­ნოთ ახა­ლი სიღ­რმე­ე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

სას­წო­რი

ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. ვე­ნე­რა, თქვე­ნი მმარ­თვე­ლი, უბ­რუნ­დე­ბა თევ­ზებს, რაც და­გეხ­მა­რე­ბათ იყოთ მგრძნო­ბი­ა­რე და თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოთ პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. მზის დაბ­ნე­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ცვლი­ლე­ბე­ბი თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, შე­მოგ­თა­ვა­ზოთ ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში. გა­მო­ი­ყე­ნეთ რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რის პლუ­ტონ­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი ძვე­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად და გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

მო­რი­ე­ლი

შავი მთვა­რე (ლი­ლი­ტი) თქვენს ნი­შან­ში გად­მო­დის, რაც გა­მო­იწ­ვევს ვნე­ბე­ბის, ში­შე­ბი­სა და ცდუ­ნე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ეს არის სა­კუ­თარ თავ­ში გაკ­ვე­ვის და ცნო­ბი­ე­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის პე­რი­ო­დი. მზის დაბ­ნე­ლე­ბა ვერ­ძში ყუ­რა­დღე­ბას გა­გა­მახ­ვი­ლე­ბი­ნებთ ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხებ­ზე და სა­მუ­შაო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა თქვე­ნი ინ­ტუ­ი­ცია და ში­ნა­გა­ნი რე­სურ­სე­ბი.

მშვილ­დო­სა­ნი

ინ­სპი­რა­ცი­ი­სა და ახა­ლი ცოდ­ნის­კენ სწრაფ­ვის პე­რი­ო­დია. კარ­გი იქ­ნე­ბა იზ­რუ­ნოთ თქვენს ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ზე - მო­უს­მი­ნეთ თქვენს ოც­ნე­ბებს და ქვეც­ნო­ბი­ერს. მზის დაბ­ნე­ლე­ბა ბიძგს მის­ცემს ახალ პრო­ექ­ტებს ან ჰო­ბის, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი. ვე­ნე­რას დაბ­რუ­ნე­ბა თევ­ზებ­ში შე­გახ­სე­ნებთ ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან კავ­ში­რე­ბის გან­მტკი­ცე­ბას. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ თქვენს ოც­ნე­ბებს.

თხის რქა

სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი და ოჯა­ხი ყვე­ლა­ზე მეტ ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს. მზის დაბ­ნე­ლე­ბა მი­გი­თი­თებთ, იფიქ­როთ იმა­ზე, თუ რო­გორ შექ­მნათ კომ­ფორ­ტი და სტა­ბი­ლუ­რო­ბა თქვენს გა­რე­მო­ში. რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რის და ვე­ნე­რას ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტე­ბი ოჯა­ხუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში ან ხან­გრძლი­ვი კონ­ფლიქ­ტე­ბის დას­რუ­ლე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. ლი­ლი­ტის მო­რი­ელ­ში გა­დას­ვლა ხსნის ში­ნა­გა­ნი ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­კუ­თა­რი ჭეშ­მა­რი­ტი სურ­ვი­ლე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბით.

მერ­წყუ­ლი

კვი­რა მოგ­ცემთ შანსს გა­აძ­ლი­ე­როთ თქვე­ნი კავ­ში­რე­ბი გარ­შე­მო მყო­ფებ­თან, მო­გი­ტანთ რეფ­ლექ­სი­ის და გა­და­ფა­სე­ბის მო­მენ­ტებს. ვერ­ძში მზის დაბ­ნე­ლე­ბა მოგ­ცემთ ენერ­გი­ას კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის, სწავ­ლი­სა და თქვე­ნი იდე­ე­ბის იო­ლად გად­მო­სა­ცე­მად. რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი პლუ­ტონ­თან მი­გა­ნიშ­ნებთ, თუ რო­გორ უნდა მოგ­ვარ­დეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძვე­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ფი­ნან­სუ­რი თე­მე­ბი კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. დროა, რომ გა­და­ხე­დეთ თქვენს ხარ­ჯებს და იპო­ვოთ ახა­ლი გზე­ბი თქვე­ნი შე­მო­სავ­ლის გა­საზ­რდე­ლად.

თევ­ზე­ბი

მშვე­ნი­ე­რი დროა თქვენ ფეს­ვებ­თან და ღრმა გრძნო­ბებ­თან და­საბ­რუ­ნებ­ლად. რეტ­როგ­რა­დულ ვე­ნე­რას დაბ­რუ­ნე­ბა თქვენს ნი­შან­ში მო­გი­ტანთ ჰარ­მო­ნი­ას და გაზ­რდის თქვენს მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას. მზის დაბ­ნე­ლე­ბა ყუ­რა­დღე­ბას გა­გი­მახ­ვი­ლებთ ფი­ნან­სებ­ზე - ეს არის დრო, რომ ხე­ლახ­ლა შე­ა­ფა­სოთ თქვე­ნი რე­სურ­სე­ბი და და­ი­სა­ხოთ ახა­ლი მიზ­ნე­ბი. ლი­ლი­ტი მო­რი­ელ­ში გა­გიღ­ვი­ძებთ სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის ღრმა გა­გე­ბის სურ­ვილს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

24-30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: “იფიქრეთ იმაზე, რისი მიღწევა გსურთ და როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი რესურსები ყველაზე ეფექტურად“

24-30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: “იფიქრეთ იმაზე, რისი მიღწევა გსურთ და როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი რესურსები ყველაზე ეფექტურად“

ვერძი

ეს კვირა მნიშვნელოვანია თქვენთვის - 29 მარტს მზის დაბნელება და ახალმთვარეობა იქნება თქვენს ნიშანში. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და სიცხადეს თქვენს აზრებში, რაც დაგეხმარებათ თავდაჯერებულად წინსვლაში. გამოიყენეთ ეს პერიოდი თვითგანვითარებასთან, კარიერული წინსვლისა და პირად მიზნებთან დაკავშირებული ახალი პროექტების დასაწყებად. რეტროგრადული პლანეტები დაგეხმარებათ მოაგვაროთ ძველი საქმეები.

კურო

ვენერა, თქვენი მმართველი, ბრუნდება თევზების ნიშანში, რაც თქვენს ემოციებს უფრო ნათელს გახდის და ინტუიციას გაგიძლიერებთ. აქცენტი გაკეთდება მეგობრობასა და შემოქმედებითი იდეების განხორციელებაზე ან დაწყებულების დასრულებაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ინტუიციის მოსმენა, რომელსაც შეუძლია ძველი პრობლემების არასტანდარტული გადაწყვეტილებები შემოგთავაზოთ. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება თქვენს შინაგან სამყაროში, შეძლებთ გადახედოთ თქვენს პრიორიტეტებს და იპოვოთ შთაგონების ახალი წყაროები.

ტყუპი

ინტელექტუალური კვირა გელოდებათ, თქვენი მმართველის - მერკურის აქტიური პოზიციის წყალობით. განსაკუთრებით აქტიური იქნება კვირის მეორე ნახევარი, როდესაც რეტროგრადული მერკური ასპექტს შექმნის პლუტონთან. ეს პერიოდი კარგია გრძელვადიანი პროექტების დასასრულებლად და პოზიციების გასაძლიერებლად. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია საინტერესო შეხვედრები ან ახალი ნაცნობობა, რაც გამოიწვევს თქვენი ემოციებისა და სურვილების ღრმად გააზრებას.

კირჩხიბი

კვირა მოგიტანთ კარიერული ზრდისა და თქვენი ამბიციების გაძლიერების შესაძლებლობებს. მზის დაბნელება ხაზს გაუსვამს თქვენს ლიდერულ თვისებებს და დაგეხმარებათ ენერგია მიმართოთ გრძელვადიან მიზნებზე მუშაობისკენ. არ შეგეშინდეთ პასუხისმგებლობის აღება და ცვლილებების ინიციირება. ვენერას დაბრუნება თევზებში ამ პერიოდს ხელსაყრელს გახდის რომანტიკულობისა და სულიერებისთვის. გააუმჯობესეთ ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობები.

ლომი

ვერძში მზის დაბნელება გაიძულებთ, გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან, იმოგზაუროთ ან გააფართოოთ თქვენი ჰორიზონტი. შესაძლოა აღმოჩნდეთ ახალ პროექტებში, რომლებიც დაკავშირებულია სწავლებასთან. რეტროგრადული ვენერა თევზებში მიგითითებთ, რომ დაფიქრდეთ თქვენს ფინანსებზე და პირად ფასეულობებზე. დაუთმეთ დრო და იფიქრეთ იმაზე, რისი მიღწევა გსურთ და როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი რესურსები ყველაზე ეფექტურად.

ქალწული

ამ კვირაში აქცენტი ფინანსებსა და ურთიერთობებზე იქნება მიმართული. ვერძში მზის დაბნელება ხაზს გაუსვამს საერთო რესურსებთან და ვალებთან დაკავშირებულ საკითხებს. დროა გააკონტროლოთ მატერიალური სფერო. რეტროგრადული მერკურის ჰარმონიული ასპექტი პლუტონთან დაგეხმარებათ უფრო ღრმად გაიგოთ საკუთარი სურვილები და თქვენი ემოციური მიჯაჭვულობა. ვენერას დაბრუნება თევზებში თქვენს ცხოვრებაში რომანტიკას შემოიტანს, რაც საშუალებას მოგცემთ გააძლიეროთ პარტნიორული ურთიერთობები ან აღმოაჩინოთ ახალი სიღრმეები ურთიერთობებში.

სასწორი

ყურადღება გამახვილებულია ურთიერთობებზე. ვენერა, თქვენი მმართველი, უბრუნდება თევზებს, რაც დაგეხმარებათ იყოთ მგრძნობიარე და თანაგრძნობა გამოავლინოთ პარტნიორულ ურთიერთობებში. მზის დაბნელებამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები თქვენს პირად ცხოვრებაში, შემოგთავაზოთ ახალი პერსპექტივები ურთიერთობებში ან თანამშრომლობაში. გამოიყენეთ რეტროგრადული მერკურის პლუტონთან ჰარმონიული ასპექტი ძველი კონფლიქტების მოსაგვარებლად და გარშემო მყოფებთან ურთიერთგაგების გასაძლიერებლად.

მორიელი

შავი მთვარე (ლილიტი) თქვენს ნიშანში გადმოდის, რაც გამოიწვევს ვნებების, შიშებისა და ცდუნებების გაძლიერებას. ეს არის საკუთარ თავში გაკვევის და ცნობიერების გაფართოების პერიოდი. მზის დაბნელება ვერძში ყურადღებას გაგამახვილებინებთ ჯანმრთელობის საკითხებზე და სამუშაო პასუხისმგებლობებზე. განსაკუთრებით ძლიერი იქნება თქვენი ინტუიცია და შინაგანი რესურსები.

მშვილდოსანი

ინსპირაციისა და ახალი ცოდნისკენ სწრაფვის პერიოდია. კარგი იქნება იზრუნოთ თქვენს შინაგან სამყაროზე - მოუსმინეთ თქვენს ოცნებებს და ქვეცნობიერს. მზის დაბნელება ბიძგს მისცემს ახალ პროექტებს ან ჰობის, რომელიც შეიძლება გახდეს თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ვენერას დაბრუნება თევზებში შეგახსენებთ ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობას და საყვარელ ადამიანებთან კავშირების განმტკიცებას. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ოცნებებს.

თხის რქა

საოჯახო საქმეები და ოჯახი ყველაზე მეტ ყურადღებას მოითხოვს. მზის დაბნელება მიგითითებთ, იფიქროთ იმაზე, თუ როგორ შექმნათ კომფორტი და სტაბილურობა თქვენს გარემოში. რეტროგრადული მერკურის და ვენერას ჰარმონიული ასპექტები ოჯახური საკითხების მოგვარებაში ან ხანგრძლივი კონფლიქტების დასრულებაში დაგეხმარებათ. ლილიტის მორიელში გადასვლა ხსნის შინაგანი ზრდის შესაძლებლობას საკუთარი ჭეშმარიტი სურვილებისა და საჭიროებების გაცნობიერებით.

მერწყული

კვირა მოგცემთ შანსს გააძლიეროთ თქვენი კავშირები გარშემო მყოფებთან, მოგიტანთ რეფლექსიის და გადაფასების მომენტებს. ვერძში მზის დაბნელება მოგცემთ ენერგიას კომუნიკაციისთვის, სწავლისა და თქვენი იდეების იოლად გადმოსაცემად. რეტროგრადული მერკურის ჰარმონიული ასპექტი პლუტონთან მიგანიშნებთ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს კომუნიკაციასთან დაკავშირებული ძველი პრობლემები. ფინანსური თემები კვლავ აქტუალურია. დროა, რომ გადახედეთ თქვენს ხარჯებს და იპოვოთ ახალი გზები თქვენი შემოსავლის გასაზრდელად.

თევზები

მშვენიერი დროა თქვენ ფესვებთან და ღრმა გრძნობებთან დასაბრუნებლად. რეტროგრადულ ვენერას დაბრუნება თქვენს ნიშანში მოგიტანთ ჰარმონიას და გაზრდის თქვენს მიმზიდველობას. მზის დაბნელება ყურადღებას გაგიმახვილებთ ფინანსებზე - ეს არის დრო, რომ ხელახლა შეაფასოთ თქვენი რესურსები და დაისახოთ ახალი მიზნები. ლილიტი მორიელში გაგიღვიძებთ სულიერი განვითარებისა და საკუთარი თავის ღრმა გაგების სურვილს.